სპეცოპერაციის დროს დაკავებული უკრაინელების ვინაობა ცნობილია
დაკავებულები
დღეს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. მათგან სამის ვინაობა „ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა ისინი, უკრაინაში მებრძოლი სამხედრები - იგორ ორლენკო, იური კოროსტელოვი და როლანდ მელია არიან.
იური კოროსტელოვი
იგორ ორლენკო
როლანდ მელია
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის არის ლუკა ჩხეტიაც, რომელიც უკრაინაში ბატალიან „დონბასის“ წევრია.
ლუკა ჩხეტია.
ჩხეტიას ოჯახი ვარაუდობს, რომ მის მას იარაღი ჩაუდეს. დაკავებულის მამა აცხადებს,, რომ მისი ვაჟი „თავის უკრაინელ ძმებთან“ ერთად დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
ნაციონალური მოძრაობა დღეს 3 საათზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, რომლის თანახადაც მისი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან თითქმის 20%-ის სხვაობით დამარცხდა.
აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე შსს-მ უკრაინის 7 მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედებათ, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 15:30
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელის აიჰან გაჯიზადეს თქმით, საქართველოსთან საზღვრის 2/3 უკვე შეთანხმებულია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „1996 წლიდან მოქმედი კომისია ორი ქვეყნის დელიმიტაციაზე მუშაობს და დღესდღეობით საზღვრის 2/3 ითვლება შეთანხმებულად. ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ საზღვართან დაკავშირებით ჩვენ შეუთანხმებელი, და არა საკამათო საკითხები გვაქვს. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის“, - თქვა მან. აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანი და საქართველო კეთილმეზობლურ ატმოსფეროში თანაცხოვრობენ.
17 სექტემბერი 2024, 15:30
არჩევნები 2024
მაია ბითაძე: თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება შერიგების, შენდობის გარეშე - ეს გამორიცხულია
ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი და ტემპერატურის ხელოვნურად არევის არაერთ მცდელობას ვხედავთ, როგორც მედია სივრცეში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამის ერთადერთი მიზანია - როგორმე ხელი შეუშალონ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უკვე 8-ჯერ გააკეთა და ამ გადაწყვეტილების შემდგომ „ქართული ოცნება“ არის დღეს ხელისუფლებაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.
17 სექტემბერი 2024, 15:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთისა და ძევერის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 15:28
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე:„ფორმულა“ ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, დაისჯება, ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, დაისჯება, ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
17 სექტემბერი 2024, 15:24
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა
ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე.
17 სექტემბერი 2024, 15:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს დასკვნას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ხელი მოაწერა თავად სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელმა
„არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ომი დაიწყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ვინ დაიწყო ეს ომი - ვინც გახსნა ცეცხლი ცხინვალზე 7 აგვისტოს და შემდეგ ხელი მოაწერა იმას, რომ თავად დაიწყეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. ეს პირდაპირ თქვეს თავად. ომი დაიწყო 2008 წელს და 7 აგვისტოს გახსნა მაშინდელმა რეჟიმმა ცეცხლი ცხინვალზე. თავად აქვთ ამაზე ხელი მოწერილი“, - განაცხადა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2024, 15:17
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად
„ამ სექტორში პირველი დადებითი შედეგები უნდა გადავაქციოთ უფრო გრძელვადიან, ფუნდამენტურ უპირატესობად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ტექნოლოგიური მიღწევები უნდა დავაკავშიროთ ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს, ვიმუშაოთ პროდუქტიულობის ზრდისთვის და შიდა რესურსი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ. სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
17 სექტემბერი 2024, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: კანონი იქნება ბოლომდე მიღებული, რადგან ოჯახურ ღირებულებას, ადათ-წესებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველები, ყოველთვის დავიცავთ, ისევე, როგორც ეკლესიას
კანონი იქნება ბოლომდე მიღებული, იმიტომ რომ ოჯახური ღირებულებას, ადათ-წესებს, რომლითაც ვამაყობთ, ქართველები ყოველთვის დავიცავთ, ისევე როგორც ეკლესიას. ერი და ბერი ამაში ვართ ერთიანი,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
17 სექტემბერი 2024, 15:15
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად!
2024 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და უპრეცედენტო აღმოჩნდა ქართული სპორტისთვის. ფაქტობრივად არ დარჩა გუნდური თუ ინდივიდუალური დისციპლინები, სადაც ჩვენ არ შეგვექმნა ისეთი ისტორია, რომლითაც თაობები იამაყებენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
17 სექტემბერი 2024, 15:12
პოლიტიკა
პრემიერი: როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს
„რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს“, - განაცხადა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2024, 15:11
პოლიტიკა
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.
17 სექტემბერი 2024, 15:10
არჩევნები 2024
თამარ ჩიბურდანიძე: გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც მაინტერესებს, ამ სტრატეგიით მომუშავე გუნდს გამარჯვების მცირედი იმედი მაინც აქვს? უცხოელ ლობისტებს ამას არ ეტყვის ქართული ოპოზიცია, მერე საიდანღა მიიღონ მილიონები, მაგრამ, ხომ არსებობს რეალური ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც? კი ბატონო, გაერთონ ამ დროებითი ქორწინებებით, მაგრამ არჩევნები კარს მოადგათ და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ სურთ?
17 სექტემბერი 2024, 15:09
პოლიტიკა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
17 სექტემბერი 2024, 15:08
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი საერთო ამოცანაა, შევინარჩუნოთ არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს რაც შეეხება - ჩვენი საერთო ამოცანაა, შევინარჩუნოთ არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რადგან ის სიკეთეები, რომლებიც ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში გვქონდეს, პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ კონფერენციაზე „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.“
17 სექტემბერი 2024, 15:07
პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
17 სექტემბერი 2024, 15:02
არჩევნები 2024
ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი და უხეში ჩარევა გარედან
მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი, უხეში ჩარევა გარედან, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.
17 სექტემბერი 2024, 14:59
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი: ახლა არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას გვახსოვს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. მაშინაც ისტორიული არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი, მაშინაც გადასაწყვეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და შესაბამისად, ერის თვითმყოფადობის საკითხი. მიუხედავად სამოცდაათწლიანი საბჭოთა იდეოლოგიისა ქართულმა გენმა იმარჯვა და ხალხმა ის ეროვნული ძალები მოიყვანა ხელისუფლებაში რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.
17 სექტემბერი 2024, 14:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს
„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს. ჩამოდის, რომ შეხვდეს რადიკალურ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. არაერთგზის განვაცხადეთ, რომ სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, იმ შეურაცხმყოფებთან დაკავშირებით, რაც მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ჩვენს ეკლესიას, მანამდე დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
17 სექტემბერი 2024, 14:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სანქციებზე: დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე აშშ-ში
დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
17 სექტემბერი 2024, 14:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როცა ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა
ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები, პირადად ჩემი არაერთი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მზად ვიყავით და ვართ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში და რა ხდება დღეს.