imedi /  09 დეკემბერი 2018, 18:24 / სანდო წყარო

ზუგდიდში სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ირაკლი კობახიძე ეხმაურება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ზუგდიდში სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მას პასუხს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები გასცემენ. მის განცხადებას „აიპრესი“ ავრცელებს.

“პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძირმო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, იქ თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის და თუ ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, დარწმუნებული ვარ”, - განმარტა კობახიძემ.

ოჯახის მტკიცებით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, მათივე მტკიცებით, ქალმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის აქტივისტობაზე უარი თქვა.

პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელია ღიად აცხადებდა, რომ ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მისი თქმით, ზეწოლა განათლების მინისტრისგან მოდიოდა და მიზანი დაშინება იყო.

განათლების სამინისტრო განმარტავდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.

ამავე ცნობით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 17:44

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

გიორგი კახიანი

30 ივლისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

ნათია თურნავა

30 ივლისი 2026, 17:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს

საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს.

30 ივლისი 2026, 17:30

სამართალი

პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თითქოსდა ავტომანქანების შესაძენად ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით, 1 238 531 ლარი გამოართვა. თანხის ჩარიცხვის იმიტაციით და ყალბი ქვითრის წარდგენით, დაზარალებული დაარწმუნა, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე სრულად შეიტანა, 1 238 531 ლარს თაღლითურად დაეუფლა, რის შემდეგაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიიმალა.

30 ივლისი 2026, 17:27

მსოფლიო

ევროკავშირმა კიევისთვის 8,35 მილიარდი ევროს სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა

ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა.

30 ივლისი 2026, 17:21

რეგიონი

ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

30 ივლისი 2026, 17:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ

ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

30 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 16:58

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 ივლისი 2026, 16:46

მსოფლიო

AXIOS: ნეთანიაჰუმ ვენსს ისრაელის მთავრობის მიმართ მისი კრიტიკის გამო დაუპირისპირდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს საღამოს ვაშინგტონში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მათ შორის არსებულ უთანხმოებებზე „პირდაპირი“ საუბარი გამართეს. ინფორმაციას AXIOS-ი ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 16:38

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია

30 ივლისი 2026, 16:29

რეგიონი

ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის.

30 ივლისი 2026, 16:03

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. თავის მხრივ, ინდოეთის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესს.

ცოტნე ანანიძე

30 ივლისი 2026, 16:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

30 ივლისი 2026, 15:50

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 15:44

საზოგადოება

ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 15:40

რეგიონი

დასრულდა გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ

დასრულდა გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 15:34

რეგიონი

2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება

2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება, - ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 15:25

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო.

გურამ მაჭარაშვილი

30 ივლისი 2026, 15:00

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დილემა პოლიტსაბჭოსთვის სააკაშვილის „სული“ და მისი სურვილები იქნება: