imedi /  31 მარტი 2017, 16:37 / სანდო წყარო

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

განათლების კომიტეტის სხდომა

განათლების კომიტეტის სხდომა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.  ცვლილებების პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტმა წარადგინა. კანონპრექტი სტუდენტურ თვითმმართველობებთან და „აუდიტორია 115“-თან ერთად შემუშავდა.

წარმოდგენილი კანონპროექტით მოწესრიგდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადები. ყველა წევრი აირჩევა თანაბარი - 4 წლის ვადით. პირდაპირი არჩევის წესი, რომელიც აქამდე მხოლოდ სენატზე ვრცედლებოდა, ფაკულტეტურ საბჭოებსაც შეეხება. ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველა საფეხურის (ბაკალავრი, ამგისტრი, დოქტორანტურა) სტუდენტს შეეძლება. კანონპროექტში წერია, რომ სტუდენტებს ექნებათ თანაბარი ხელმისაწვდომობა ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებთან.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობები არ უქმდება, პირიქით მათ უფრო მეტი ავტონომია მიენიჭებათ. მარიამ ჯაში ამბობს, რომ პირველი მოსმენისას განსახილველი საკითხები სტუდენტებთან შეჯერებული იყო, თუმცა ზოგადად გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები მაინც არსებობს. 

სტუდენტები დღევანდელი კომიტეტის სხდომას არ დასწრებიან. აუდიტორია 115-ში ამბობენ, რომ საკომიტეტო ფორმატში მეორე მოსმენას აუცილებლად დაესწრებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

ყველა სიახლე

25 მაისი 2026, 17:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და თანამშრომელთა ზღვრული ოდენობის შესახებ განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა წარადგინა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2026, 17:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი

„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. მას წარსულში ან მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს. ამიტომ, მე კატეგორიულად ვითხოვ, რომ ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი. ახლო აღმოსავლეთი იქნებოდა გაერთიანებული, ძლიერი და ეკონომიკურად მტკიცე, ისე, როგორც შესაძლოა არცერთი სხვა რეგიონი მსოფლიოში! ვთხოვ ჩემს წარმომადგენლებს, დაიწყონ და წარმატებით დაასრულონ ამ ქვეყნების უკვე ისტორიულ „აბრაამის შეთანხმებებში“ გაწევრიანების პროცესი“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

25 მაისი 2026, 16:54

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

25 მაისი 2026, 16:39

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.

25 მაისი 2026, 16:38

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლია გიგაური

25 მაისი 2026, 16:38

რეგიონი

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს

„ჩვენ უწყების მანდატის შესაბამისად, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაზე. ,,ქართული ენა გვაერთიანებს“ - იქნება მთავარი გზავნილი. სახელწმიფო ენის ცოდნის დონე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი აქტივობა დავაკავშირეთ სახელმწიფო ენასთან და კონკურსებში გამარჯვებულებისთვის შესაბამისი ბრენდირებული პრიზებიც გვექნება“.

კახა ოქროჯანაშვილი

25 მაისი 2026, 16:34

პოლიტიკა

პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.

25 მაისი 2026, 16:30

საზოგადოება

ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა

უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

25 მაისი 2026, 16:24

რეგიონი

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს

„26 მაისს, 12:00 საათიდან, მცხეთის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აკეთებს - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორები სპეციალურ სივრცეში ჩაატარებენ გულ-ფილტვის რეანიმაციის დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ პირველადი დახმარების წესები შეისწავლონ. იქვე წარმოდგენილი იქნება სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა და სამედიცინო მოტოტრანსპორტი“.

25 მაისი 2026, 16:23

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

25 მაისი 2026, 16:23

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.

აკაკი ალადაშვილი

25 მაისი 2026, 16:20

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

25 მაისი 2026, 16:17

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას

გასული წლის მონაცემებით, მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - 2025 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე 2.3 პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

25 მაისი 2026, 16:15

საზოგადოება

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე ნათია კიკალიამ და პროკურორმა გიგა გურაშვილმა მცხეთის N1 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ნათია თურნავა

25 მაისი 2026, 15:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

25 მაისი 2026, 15:48

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

25 მაისი 2026, 15:44

სამართალი

„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

25 მაისი 2026, 15:40

ტაბლოიდი

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა🗼

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა. საუბარია კოშკის ისტორიული კიბის ფრაგმენტზე -14-საფეხურიან სექციაზე, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,7 მეტრია, ხოლო წონა თითქმის 1,4 ტონას შეადგენს. ეს ნაწილი ნაგებობის მეორე და მესამე დონეებს აკავშირებდა. სწორედ ამ კიბით ადიოდნენ 1889 წლის მსოფლიო გამოფენის სტუმრები, რომლისთვისაც ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკი დააპროექტა, რაც მოგვიანებით პარიზის სიმბოლოდ იქცა.

25 მაისი 2026, 15:39

საზოგადოება

ლანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმრებს ზუგდიდის მთავარ მოედანზე იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება. ლანა მორგოშიას თქმით, წელს 26 მაისთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავი და ეს დღე ორმაგად საზეიმო და განსაკუთრებულია.

25 მაისი 2026, 15:21

თავდაცვა

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.