ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა
ათონელის რეზიდენცია
ფოტო: ამერიკის ხმა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტით, ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60-ით არის განსაზღვრული, თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ასე უცებ რეორგანიზაციას არ და ვერ ითვალისწინებს.
"ამიტომ აქ გვაქვს გარკვეულ კოლიზიასთან საქმე, ორი კანონი ერთმანეთს ეჯახება. ბუნებრივია, ჩვენ ვარჩევთ იმ გზას, რომელიც საჯარო სამსახურის კანონს ეხება. ვერ გავყვებით მოგვიანებით მიღებულ სახელმწიფო ბიუჯეტს. პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაცია ამ თემაზე, იმედი მაქვს დიმიტრი გაბუნია ეფექტურად გაართმევს თავს", - აღნიშნა ჟვანიამ.
მან განმარტა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად თუ ერთი თვის ვადაში, რეორგანიზაციის შედეგად გაირკვევა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის საშტატო ერთეულები ადმინისტრაციაში არსებობს, მათ მიეცემათ შეთავაზება. თუ არ მოინახა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამდებობის პირი, მაშინ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს ე.წ მობილობის წესს, რომლის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია, ეძებს საჯარო სამსახურებში შესაბამისი კვალიფიკაციისათვის საჭირო თანამდებობებს და სთავაზობს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეს.
"თუ ერთი თვის განმავლობაში ბიურო ვერ მოძებნის ვაკანსიას, ან მოხელემ მიიღო შეთავაზება და არ დათანხმდა, დაბალი პოზიციის ან ხელფასის გამო ამის შემდეგ მოხელე გადადის რეზერვში ან თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. გაავისუფლების შემდეგ მოხელეს უნდა მიეცეს სამი თვის თანამდებობრივი სარგო", - განმარტა ლაშა ჟვანიამ.
მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა.
გარდა ამისა, ლაშა ჟვანია კმაყოფილია პროტოკოლის უფროსის და ლაშა კვერნაძის მუშაობითაც.
ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მეხუთე პრეზიდენტთან თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმაც გააგრძელოს. ამ კითხვაზე პასუხად ჟვანიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
17 დეკემბერს პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც წინა კვირაში უმრავლესობის წევრების ნაწილი, არასამთავრობოები და მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკრიტიკებდა, გაიწვიეს.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა იყო გათვალისწინებული. ისინი ვალდებულები გახდებოდნენ, რომ ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გაეფორმებინათ, ამასთან კანონპროექტით ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩეოდნენ.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 02:32
საზოგადოება
GWP: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო აბონენტების ნაწილისთვის წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვის შესახებ ავრცელებს განცხადებას.
24 ივლისი 2026, 02:26
საზოგადოება
სახელმწიფო ელექტროსისტემა: ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემა იმ რეგიონებისა და თბილისის რაიონების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება.
24 ივლისი 2026, 02:13
საზოგადოება
დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა - ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს
დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა - ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ინფორმაციას სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 01:01
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი
ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ამ ქვეყნების ღირსეული დამოკიდებულება სამაგალითოა.
24 ივლისი 2026, 00:35
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, დღეს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ქვეყანა განავითაროს.
24 ივლისი 2026, 00:09
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას
„საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
24 ივლისი 2026, 00:03
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჟენევაში გახლდით საკმაოდ საინტერესო ფორუმზე: ხელოვნური ინტელექტის როლი არსებულ რეალობაში“. ჩვენი ფუნქციაც და როლიც ის არის, რომ დავიცვათ საზოგადოება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, დავიცვათ ადამიანი და არა თუ დამაზიანებელი, პირიქით, გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი დამხმარე საშუალებად უფრო მეტის შექმნის და თვითრეალიზების
მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც ის დაესწრო იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ შეძლოს ხელოვნური ინტელექტის პოზიტიურ ჭრილში გამოყენება.
23 ივლისი 2026, 23:57
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ერთ-ერთი, რაც პროცესებს აფერხებს, არის ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ილუზიურ პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია. შეცოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები. ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდნენ ჯანსაღ აზროვნებას
ერთ-ერთი, რაც პროცესებს აფერხებს ეს არის ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მცირე მხარდამჭერები ჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ უნდათ წარმოაჩინონ თითქოს ისინი არიან უმრავლესობა და ამ ილუზიურ პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია. შეცოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები. ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდნენ ჯანსაღ აზროვნებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა
23 ივლისი 2026, 23:56
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს
მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არ მალავს, რომ ამ დრომდე იყო ბევრი სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ვერ ახერხებდა.
23 ივლისი 2026, 23:33
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირზე: ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს
ჩვენ ნებისმიერი დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა
ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გზა აირჩია.
23 ივლისი 2026, 23:15
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: განვიხილავ მასშტაბურ იერიშს, იმაზე დიდს, ვიდრე ოდესმე ყოფილა - გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, განახორციელოს თუ არა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური თავდასხმა“ - იმაზე უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე თეირანთან თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს უკვე განხორციელებული დარტყმები იყო.
23 ივლისი 2026, 22:47
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს - ჩემზე კარგად იცის ანუ. რურუები,ჭანკოტაძეები, ბარამიძეები, ღოღობერიძეები,ნაირა გელაშვილები და სხვა პუტჩისტები არ დაგეკარგოთ არსად, იქედნეს ნაშიერებო
ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოვეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს, ჩემზე კარგად იცის ანუ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 22:43
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: გერმანიაში საქართველოს ელჩის დამტკიცების თემაც როგორი სირცხვილი იქნება მომავალში, ვინმე ნორმალური თუ მოვა გერმანიის ხელისუფლებაში და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა გერმანიის ელჩი საქართველოში
ეს თემაც როგორი სირცხვილი იქნება, მომავალში ვინმე ნორმალური თუ მოვა [გერმანიის ხელისუფლებაში] და იმედი მაქვს გაიაზრებს დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცეოდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან [საქართველოსთან] მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.
23 ივლისი 2026, 22:41
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკა გიგაურის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა იმ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რაზეც, მისი თქმით, „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.
23 ივლისი 2026, 22:38
მსოფლიო
კაია კალასი: შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა
შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - ის მოიცავს ფართომასშტაბურ ზომებს მოსკოვის საფინანსო სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებს, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
23 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ზერეკიძე სააკაშვილზე: ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, ცხოვრება დამიმახინჯეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად - არაფერს არ ნანობენ და შანსი რომ მიეცეთ ერთმანეთზე დაგვმარხავენ
ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, - ამ სიტყვებით ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც მან ზერეკიძე მოიხსენია, როგორც - „ვერელი თინეიჯერი კრიმინალი“.
23 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტპნიუ გუტერეშმა.
23 ივლისი 2026, 21:12
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.
23 ივლისი 2026, 21:11
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.


