ვინ აღმოაჩინა ქუთაისში სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის აქამდე უცნობი მღვიმე. ვიდეო
ჩაპა
დეკემბრის დასაწყისში, ქუთაისში ახალი მღვიმის აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სპეციალისტების თქმით, შესაძლოა 30-50 ათასი წლის იყოს.
"იმედის კვირამ" მღვიმის აღმომჩენების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ირკვევა, ამ ისტორიული აღმოჩენის ავტორები ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე და მისი ძაღლი - მეტისი ჩაპა არიან.
"ორი აღმომჩენი ვართ მე და ჩაპა, როგორც ფიზიკაში ბოილ მარიოტის კანონს ორი ავტორი ჰყავს სასურველია ორივეს სახელი თუ დარჩება ისტორიას. ჩაპა ცნობილია, ერთი მაკედონელის ბუციფალი იყო ცნობილი და მეორე ჩაპა - ასეთი ამბიცია გვაქვს ჩვენ", - ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.
ჩაპა მის პატრონთან ერთად ისტორიაში შესვლის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ შინ დაბრუნებული ფსიქიატრი გულის გადასაყვავილებლად წავიდა:
"სტრესისგან გათავისუფლების მიზნით, განსამუხტავად, გულის გადასაყვავილებლად, სევდიანი ფიქრთ გასართველად წამოვედით", - ამბობს სიხარულიძე.
ჭახათას უბანში წლების განმავლობაში ქვის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ფსიქიატრი ჩაპასთან ერთად სწორედ ქვის კარიერის ტერიტორიაზე არა სანადიროდ, არამედ უბრალოდ თოფის სასროლად ავიდა.
მთაგორიან კლდოვან სივრცეში რამდენიმე გასროლის შემდეგ წარმოქმნილ ექოს დიდი აღმოჩენა მოჰყვა:
"როცა გავისროლე ჯერ ერთი ხმა, მერე მეორე, მერე კიდევ გასროლის ხმა იყო შემეშინდა. დავიწყე მიზეზის გარკვევა და მივადექი მღვიმის შესასვლელს. იქ რომ დავინახე ნაღვენთი ფორმები გაყინულ ჩანჩქერს ჰგავდა მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე. მაშინ ფანრიანი ნოკია მქონდა და რამდენითაც მოვახერხე შესვლა შევედი", - იხსენებს მღვიმის აღმომჩენი.
ნაღვენთი ფორმები, სტალაქტიდები და სტალაგმიტები, გამჭვირვალე, თეთრი და მბრწყინავი ფორმები 80 მეტრის დარბაზში არის გაშლილი. ეს ბუნებრივი წარმონაქმნები მღვიმის ორ სართულზე მდებარეობს:
ამ ადგილას ქვის კარიერი იყო, აფეთქებების შედეგად დარბაზები და სტალაქტიდების ნაწილი დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილი შეიძლება ტურისტულიც გახდეს. სპელეოლოგები ამბობენ რომ ეს მღვიმე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ გვხვდება, არადა საქართველოს ტერიტორიაზე 1600- მდე მღვიმეა აღწერილი. მათი ძირითადი ნაწილი იმერეთის რეგიონშია.
რა დრო დასჭირდება შესწავლას, კვლევას, დაკვირვებას, ან შევა თუ არა ქუთაისელი ფსიქიატრის და ჩაპას მიერ აღმოჩნილი ექსცენტრიული სტალაქტიდების და სტალაგმიტების მღვიმე საქართველოს ტურისტულ რუკაზე, ჯერ უცნობია.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 13:33
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.
23 სექტემბერი 2026, 13:12
სპორტი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.
23 სექტემბერი 2026, 13:09
რეგიონი
ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
23 სექტემბერი 2026, 12:57
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
23 სექტემბერი 2026, 12:50
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.
23 სექტემბერი 2026, 12:44
ჯანდაცვა
ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.
23 სექტემბერი 2026, 12:12
რეგიონი
ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.
23 სექტემბერი 2026, 12:07
საზოგადოება
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
23 სექტემბერი 2026, 11:52
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
23 სექტემბერი 2026, 11:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
23 სექტემბერი 2026, 11:37
რეგიონი
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.
23 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.
23 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.
23 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა
ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს
„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.
23 სექტემბერი 2026, 11:18
მსოფლიო
CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.
23 სექტემბერი 2026, 11:17
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:14
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი დღეს უკრაინისა და ევროპული დელეგაციების წევრებს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფსა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ისინი უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.
23 სექტემბერი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.


