imedi /  10 იანვარი 2019, 08:00 / სანდო წყარო

გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს

პოლიცია

მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების: საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ მიმართულებებზე:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ამავე მიზეზით გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე 8 იანვარს ღამის საათებში აიკრძალა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის გადაადგილება აკრძალულია 4 იანვრიდან.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნამდე ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზის კმ 33 კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ1-კმ10.1 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ამ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

მარკ რუტე

24 ივნისი 2021, 18:55

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ირაკლი ლატარია

24 ივნისი 2021, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: პრემიერის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და რაც მთავარია - იზრუნოს ჩვენზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი ათავისუფლებს.

ჯო ბაიდენი

24 ივნისი 2021, 18:28

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „იფსოსზე“: რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ

ეს „კვლევითი ორგანიზაცია“ სინამდვილეში არასდროს არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს, არამედ ერთი პარტიის საშინაო დავალებების გამჟღერებელია, რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ, - ასე გამოეხმაურა „იფსოს“ ბოლო კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ებრძოდა მართლმსაჯულების სისტემას, ისე ოპოზიციიდანაც ცდილობს მართლმსაჯულება დააზიანოს. ისინი ვერ ეგუებიან იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას და სააკაშვილის ძირითადი ინტერესია, ზეგავლენა მოახდინონ თვითმმართველობის არჩევნებზე

„აკეთებს ამას გამიზნულად თუ თამაშობს სხვის თამაშს და უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საცნაურდება მისი საქციელით. ის მაინც ფარდას ხდის თავის რეალურ მიზნებსა და ინტერესებს, რაც ნამდვილად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

24 ივნისი 2021, 17:58

რეგიონი

მაშველებმა გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ანდრიუს კუბილიუსი

24 ივნისი 2021, 17:54

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ასოცირებული ტრიოს სამიტი ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს ამბიციური პოლიტიკური დღის წესრიგი განვსაზღვროთ

დიდი პატივის ჩემთვის მოგილოცოთ ასოცირებული ტრიოს შექმნა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საჭირო ინფორმაციით, ამბიციური გეგმებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

კარლ ჰარცელი

24 ივნისი 2021, 17:54

რეგიონი

კარლ ჰარცელი: რაჭა ულამაზესია, ეს ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში

„ჩამოვედით რაჭაში, რომელიც არის ულამაზესი, ეს არის ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში. რაჭა არის ჩვენი საფოკუსე რეგიონი და მთელი დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ ვნახოთ რა საჭიროება აქვს რეგიონს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დევიდ მაკალისტერი

24 ივნისი 2021, 17:52

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 17:45

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

24 ივნისი 2021, 17:44

სპორტი

უეფამ გასვლითი გოლის წესი გააუქმა

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებში გასვლითი გოლის წესი გააუქმა.

კელი დეგნანი

24 ივნისი 2021, 17:32

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მარინა კალიურანდი

24 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე

მოხარული ვარ მინისტრებთან შეხვედრით. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. არაჩვეულებრივი საუბარი შედგა. ძალიან საინტერესო იყო მოგვესმინა სამი მინისტრისთვის. მათი ხედვა, ინტერესები, წუხილები, ამბიციური გეგმები- ყველაფერზე მოვახერხეთ მსჯელობა. ძალიან დიდი ინტერესი იყო ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 ივნისი 2021, 17:30

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავში იაპონიის ელჩს უმასპინძლა

დღეს რუსთავში სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იაპონიის ელჩთან რუსთავის ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

არჩილ თალაკვაძე
 ასაფ ჰაჯიევი

24 ივნისი 2021, 17:28

პოლიტიკა

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

24 ივნისი 2021, 17:21

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: კრემლი დადებითად აფასებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი დადებითად აფასებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას.

ლევან ვეფხვაძე

24 ივნისი 2021, 17:18

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე ჯარიმების ამნისტიას დროულ და საჭირო გადაწყვეტილებას უწოდებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ამნისტია დროული და საჭირო გადაწყვეტილებაა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ივნისი 2021, 17:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა, დროულად გავაკეთეთ მობილიზება პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ

„აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანამ მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მხოლოდ მესამე კვარტალში იგეგმებოდა მასობრივი ვაქცინაცია. გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა ტიკარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ფაქტისა და პროცესის უფრო მეტად ეფექტურად მართვისთვის.