imedi /  10 იანვარი 2019, 12:17 / სანდო წყარო

გუდაურის მიმართულებით მსუბუქი მანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია

კობი გუდაური

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი.

შეზღუდვა რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი

ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია ზედამხედველობს. 

ყველა სიახლე

მარნეული დაპირისპირება

29 სექტემბერი 2020, 16:31

რეგიონი

მარნეულში „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერის ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„ეს ვიზიტი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენთვის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. იგივე ეხება სხვა მიმართულებებს, რაც უკავშირდება დასავლურ ინტეგრაციას, რაც უკავშირდება ნატოს, აშშ-ს. აქაც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ

ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტპ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

29 სექტემბერი 2020, 16:20

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

37 მოსწავლე და 13 მასწავლებელი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავიდა და ამ ორ კლასში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროსგან წერილობით რეკომენდაციას ელოდებიან და ამის მიხედვით გადაწყდება თუ რა ფორმით გაგრძელდება ხვალიდან სწავლა.

29 სექტემბერი 2020, 16:18

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციამ გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულთა შორის 14 სამხედრო პირია. სპეცოპერაცია ქვეყნის 10 პროვინციაში ჩატარდა. დედაქალაქ ანკარაში 15 პირია დაკავებული.

BTS

29 სექტემბერი 2020, 16:15

კულტურა

BTS-ის ყველა წევრი მულტიმილიონერი გახდება

ლეიბლის აქციებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მისი საბაზრო ღირებულება უკვე $4.1 მილიარდს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელი ბენგ სი-ჰიუკი, რომელიც ლეიბლის 43%-ს ფლობს, მილიარდერი გახდება. სწორედ მან გადასცა აგვისტოში BTS-ის წევრებს 68 386 აქცია, რომელთა საერთო ღირებულებაც 7,9 მილიონ დოლარს შეადგენს.

29 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

ბოლნისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები „ნაციონალურ მოძრაობას“ შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გამოეხმაურნენ. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

მაიკ პომპეო

29 სექტემბერი 2020, 16:13

მსოფლიო

მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

ბრიუსელი პროსტიტუცია

29 სექტემბერი 2020, 16:13

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბრიუსელში პროსტიტუცია აიკრძალა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბელგიის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაურკვეველი ვადით დახუროს ბორდელები. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 16:06

რეგიონი

ევროპის უნივერსიტეტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმის თანახმად, განათლების მართის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საკუთარ ელექტრონულ პლატფორმაზე (EL.GE ) განათავსებს საგანმანათლებლო სახის ვიდეო-რგოლებს, რომლებიც აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეო-ლექციები იქნება გზამკვლევი მომავალი სტუდენტებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

29 სექტემბერი 2020, 15:59

პოლიტიკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

29 სექტემბერი 2020, 15:56

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

29 სექტემბერი 2020, 15:53

COVID19

ხობში, კორნავირუსის შემთხვევის გამო სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა დაიხურა

ხობში სოფლის საჯარო სკოლა დაიხურა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძიებულია 100-მდე კონტაქტი, მათ შორის მასწავლებლები და მოსწავლეები და ყველა მათგანზე თვითიზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული.

29 სექტემბერი 2020, 15:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას. შეხვდა ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.

29 სექტემბერი 2020, 15:49

სამართალი

გორთან, ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე მსხვერპლი მოჰყვა. სვენეთთან მსუბუქი ავტომანქანა გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

29 სექტემბერი 2020, 15:49

პოლიტიკა

პარლამენტმა შრომის კოდექსის შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა შრომის კოდექსის შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი, დაამტკიცა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს შრომითი უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და შეიქმნება ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 15:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ახლახან ნაციონალების მხრიდან მორიგ ძალადობაზე შემატყობინეს

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყვეს, სადაც მმართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნუმან ქურთულმუში

29 სექტემბერი 2020, 15:38

მსოფლიო

ნუმან ქურთულმუში: აზერბაიჯანულ სოფელზე თავდასხმა თურქულ სოფელზე თავდასხმის ტოლფასია

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანზე თავდასხმა თურქეთზე თავდასხმის ტოლფასია.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე უმძიმესია და ანტისახელმწიფოებრივი

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე უმძიმესია, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, მაგრამ ამ ადამიანისგან და მისი პოლიტიკური ძალისგან მიჩვეული ვართ ასეთ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ირაკლი კობახიძე.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლელოს ინიციატივა, დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაზე, აბსურდულია

ლელოს ინიციატივა არის აბსურდული, რომელიც განხილული იქნება თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომდა, პოლიტიკურ ველზე ცდილობენ, რაღაც პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუ კანდიდატი დებატებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას რეგისტრაცია უნდა მოეხსნას. არავინ კითხულობს იმას, ამომრჩეველს ამ საკითხის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.