imedi /  18 იანვარი 2019, 10:01 / სანდო წყარო

კალაძე: ამ ტრაგედიის ფონზე მერიის დისკრედიტაციის მცდელობაა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან განმარტა, მომხდართან კავშირში არაა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თბილისი მერიის, მთელი ჩვენი გუნდის სახელით აღვუთქვამ სრულ მხარდაჭერას ამ მძიმე წუთებში. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა დანგრეულ შენობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს. ამ ფაქტმა მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი.

ორი დღეა, არ წყდება ზარები და შეტყობინებები რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაეხმარონ დაზარალებულებს სხვადასხვა ფორმით – ფართით, საკვებით და ასე შემდეგ, მადლობას ვუხდი თითოეულ ამ მოქალაქეს სოლიდარობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე აცხადებს, რომ გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.

"გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს.

გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები.

ყველა სიახლე

ჯიმ რიში

15 ივნისი 2021, 01:35

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა - პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს.

15 ივნისი 2021, 01:02

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები რომლებზეც შეგიძლია თავი დადო, ასეთია კახა კალაძე

კახა კალაძე არის საუკეთესო მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს, კობახიძის განმარტებით, არცერთი პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განცხადებას არ აკეთებს, იმისთვის რომ სხვა პარტიას ფარდობითი უპირატესობა არ შეუქმნას.

ჯო ბაიდენი

15 ივნისი 2021, 00:22

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 00:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, შეგვიძლია ვთქვათ - საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება

„ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კომუნიკაცია მქონდა, როდესაც მან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ მასთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს. მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მისი ცალსახა პოზიცია, ის არცერთ შემთხვევაში გეგმავდა და აღარ გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მასთან კომუნიკაცია არ გვაქვს და ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლიკობახიძე

14 ივნისი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე

გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პასუხი უნდა გაეცეს მარტივ კითხვას, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე გახარიას

„პასუხი უნდა გაეცეს მარტივ კითხვას, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე გახარიას, ვერ გასცემს ამ კითხვას პასუხს, როგორც ვერ გასცა აქამდე, ისე ვერ გასცემს მომავალში, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე, ამ კითხვას პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვხვდებით და ვიცით რაში სჭირდებოდა. მთელი გუნდი ვეკითხებოდით, რა მოხდება 2-3 დღეში, რა შეიცვლება და ის ამბობდა, რომ პროცესის კონცენტრაცია შემცირდებოდა და მაშინ, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით ლოგიკურად, რომ კონცენტრაცია პირიქით იმ ოფისში გაიზრდებოდა და ეს რამდენიმე დღეში დამტკიცდა, რომ რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ის იყო მართალი და სხვა ლოგიკა ვერ იარსებებს. როდესაც შენ სხვას აძლევს 3 დღეს მოსამზადებლად, როგორ შეიძლება იმ 3 დღეში კონცენტრაცია დაკარგოს და არა გაზარდოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ეს ხომ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო

ამნისტიის კანონის გამოცემა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:19

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ

ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ცალსახად, რომ ნინოწმინდის პანსიონში უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა, უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

გივი მიქანაძე

14 ივნისი 2021, 23:02

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

„ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე. ასევე რეგისტრატორებთნ საუბრისას, სადაც ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოიკვეთა, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცესკო-მ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივნისი 2021, 22:48

მსოფლიო

ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება.

14 ივნისი 2021, 22:32

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შემცირების სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:24

საზოგადოება

2018-2021 წლებში თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა

„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქალაქისთვის, ვიზუალური თვალსაზრისით. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობები, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია.

14 ივნისი 2021, 22:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ, როგორც ნატო-ს, ისე ევროპის სრულუფლებიანი წევრი

ჩვენი გზა და არჩევანი არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასევე, ნატო-ს მიმართულებით, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

14 ივნისი 2021, 22:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან

უპასუხისმგებლო ძალა ოპოზიციიდან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის და შარლ მიშელის შეთანხმება დათქმულ ვადაში შესრულდება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი მესიჯის შეცვლას.

14 ივნისი 2021, 22:03

საზოგადოება

„ახალი ტფილისის“ ფარგლებში 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.

არჩილ თალაკვაძე

14 ივნისი 2021, 21:58

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის ის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველო დაინახეს რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად. რა თქმა უნდა, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინო თანდილაშვილი

14 ივნისი 2021, 21:54

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.