imedi /  20 იანვარი 2019, 21:36 / სანდო წყარო

რომელი სასულიერო პირები გამოირჩევიან პოლიტიკური განცხადებებით

საპატრიარქო

სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში სულ უფრო ხშირად ერთვებია. სახელწიფო საქმეებში ჩარევის სურვილს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირები პირდაპირ ამბიონიდან გამოთქვამენ. მათ შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

ეკლესიის ავტორიტეტს ძირითადად საკუთარი, პირადი გავლენების გასაძლიერებლად ან შესანარჩუნებლად იყენებენ. მაგალითად, მეუფე იაკობი შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ ამბობდა:  

"გახარია ჩემთვის მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზევით დაიწყო ჩამოვაგდებ. ვერ გახდება ის. თუ მაგი გახდა ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება", - ამბობდა მეუფე იაკობი შს მინისტრზე.

კრიტიკის უფლება, ისევე როგორც საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, მათ შორის პოლიტიკურის სასულიერო პირებსაც აქვთ, მაგრამ საქართველოში ხშირად ავიწყდებათ რომ ეკლესიისა და სახელწიფოს ურთიერთობები ერთმანეთსიგან გამიჯნულია.

კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგი ლადო ნარსია ამბობს, რომ სასულიერო იერარქის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის მუქარა სახელწიფომ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს და მეუფე სულ ცოტა დაკითხვაზე უნდა დაიბაროს.

"ესა არის უკიდურესად აღმაშფოთებელი და საყურადღებო საქმეა. იერარქების გამოხტომებს რეაგირება უნდა მოჰყვეს. დაუშვებელია, რომ მოქმედ მინისტრს ასე იხსნიებდეს ეპისკოპოსი და სახელწიფო არ რეაგირებდეს. ეპისკოპოსი პირდაპირ ამბობს რომ მის უკან უშიშროება დგას. უნდა დაიბარონ და კითხონ რა ინფო აქვს გახარიაზე, რაზე მიანიშნებს, რა იცის და საიდან იცის. რასთან გვავქვს საქმე? მას აქვს უშიშროებასთან და სპეცსამსახურებთან კავშირი", - ამბობს თეოლოგი.

რა ინფორმაციას ფლობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე სინოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პირი და როდიდან არჩევენ სასულიერო პირები ვინ უნდა დაინიშნოს პოლიტიკურ თანამდებობაზე, ამაზე  პატრიარქის ქორეპისკოპოსმა საუბარი არ ისურვა.

"იმედის კვირის" ინფორმაციით, ქორეპისკოპოს იაკობს შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო საპატრიარქოში პრობლემებიც შეექმნა. "იმედის კვირას" წყარო უყვება, რომ ქორეპისკოპოსს ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს. 

ქორეპისკოპოსს იაკობის გარდა მეორე გამოკვეთილი ფიგურა, ვისაც “მღვდელმთავარ პოლიტიკოსად” მოიხსენიებენ პეტრე ცაავაა. განსაკუთრებული  აქტიურობით ის წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩეოდა. მეტიც, იყო ჩართული  საარჩევნო აგიტაციაში,  ამბიონს პოლიტიკური ქადაგებისთვის იყენებდა და მრევლს ეუბნებოდა ვისთვის არ უნდა დაეჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე, კენჭისყრის ყუთთან. 

"დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით კეთილდღეობას ვერ მოგვიტანს. ღმერთი არ დაუშვებს ამას რომ არასწორი არჩევანი გააკეთოს",-  ამბობდა ის.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა საზოგადოებას თავი სწორედ დეკანოზის საქმეზე გაკეთებული განცხადებებით დაამახსოვრა. ერთ-ერთი ბოლო  ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. ის სწორედ პატიმროში მყოფ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს და მის საქმეზე პატრიარქის დამოკიდებულებას ეხებოდა. 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ბოლო დროინდელ აქტიურობას და საპატრიარქოში მის ხასიათს და ამბიციებს უკავშირებენ. 

საპატრიარქოს პოზიციასთან არ ყოფილა შეთანხმებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ზოგიერთი მღვდელმსახურის განცხადებაც. სინოდის გვერდის ავლით, უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის იგივე ტომოსის მიღებას რამდენიმე მღვდელმთავარმა მხარი დაუჭირა და მილოცვის ტექსტიც გაავრცელა. მათ შორის იყვნენ ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა. წილკნის და დუშეტის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, ბრიტანეთის და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი და ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი. ამ სასულიერო პირებმა დედაეკლესიას შორსმჭვრეტელობა დაუწუნეს და რელიგიური მნიშვნელობის მოვლენის დროულად გააზრება ურჩიეს. 

თითქმის ორი კვირიანი დუმილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დაარღვია და თქვა რომ ქართულმა ეკლესიამ არც აღიარება უნდა იჩქაროს და არც სხვა ეკლესიებს დაასწროს პოზიციის გამოხატვა. ქართული ეკლესიის დუმილს, ამბობენ, რომ ახლა ოქროს ფასი აქვს. 

ცალკეული მღვდელმთავრების სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, გადაწყვეტილება მთლიანად წმინდა სინოდმა და პატრიარქმა უნდა მიიღონ. ერთერთი ვერსიით, შესაძლოა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კენჭისყრაზე არც დააყენოს და ამით ერთგვარი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. 

ყველა სიახლე

06 სექტემბერი 2026, 18:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

06 სექტემბერი 2026, 17:21

რეგიონი

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ნიკა გვარამია

06 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას ნიკა გვარამიამ.

06 სექტემბერი 2026, 17:08

მსოფლიო

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

37 ათას ტონამდე ნაგავი ქალაქ გოსპიჩის სიახლოვეს გასულ წელს აღმოაჩინეს. ნარჩენების დიდი ნაწილი ხორვატიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ 2023-2024 წლებში იტალიიდან არის შეტანილი. მოსახლეობა დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდას მოითხოვს. სპეციალისტების განმარტებით, ნაგავი რეგიონში სასმელ წყალს აბინძურებს.

სარა ხალიფა

06 სექტემბერი 2026, 17:01

მსოფლიო

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები შეჰქონდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი

06 სექტემბერი 2026, 15:36

მსოფლიო

კიევში ზელენსკის, უიტკოფსა და კუშნერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

ლეო ნაფტა

06 სექტემბერი 2026, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.

ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი

06 სექტემბერი 2026, 14:41

მსოფლიო

მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.

06 სექტემბერი 2026, 14:39

სპორტი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.

06 სექტემბერი 2026, 14:34

სპორტი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.

06 სექტემბერი 2026, 14:34

მსოფლიო

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

06 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

06 სექტემბერი 2026, 14:29

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.

რობერტ ფიცო

06 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

06 სექტემბერი 2026, 14:22

მსოფლიო

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.

გიორგი ვოლსკი

06 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.

06 სექტემბერი 2026, 14:08

საზოგადოება

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.

06 სექტემბერი 2026, 13:35

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

06 სექტემბერი 2026, 13:10

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.

გლებ სმოლკინი და დიანა დევისი

06 სექტემბერი 2026, 13:10

სპორტი

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.