imedi /  28 იანვარი 2019, 13:24 / სანდო წყარო

2020 წლიდან მოსწავლეებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

საატესტატო გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ მან განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე თქვა.

სოფო გორგოძის თქმით, ამ ცვლილების ამოქმედებამდე, წელს უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, მაგრამ მათი ჩაბარებამ წელს მე-12 კლასელებს მაინც მოუწევთ.

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩასაბარებელი სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით გამოცდა, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.

რაც შეეხება ზოგად უნარებს, ამ ან სხვა გამოცდის დამატების უფლება უკვე უმაღლეს სასაწავლებლებს ექნებათ.

„გამოცდების ახალი მოდელი“ განათლების რეფორმის მცირე ნაწილია. სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილის გუნდმა ექსპერტებთან ერთად კომპლექსური მიდგომა შეიმუშავეს. იმისთვის, რომ განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება  საერთაშორისო სტანდარტით მოხდეს. განათლების რეფორმის შესახებ "იმედის კვირასთან" მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც ისაუბრა. 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 19:52

COVID19

თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცა

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან.

გიორგი ვოლსკი

08 აპრილი 2020, 19:51

COVID19

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ აქ შესაბამისად მოხდეს საკარანტინო რესურსების მობილიზება

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსი იქნა გამოყოფილი და ათასობით დაბრუნებული ემიგრანტის მდგომარეობა დღეს უკეთესია. „საგარეო საქმეთა სამინისტროს და თითოეულ საელჩოს უნდა ვუთხრათ მადლობა იმისათვის, რომ არა მარტო ამის ორგანიზებას აკეთებენ, არამედ გარკვეულ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ იქ მყოფი ადამიანები სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იყვნენ. ეს ის საკითხია, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთელი სისტემა ამას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ბერნი სანდერსი

08 აპრილი 2020, 19:41

მსოფლიო

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა

„დემოკრატი“ სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა. ამის შსახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარსადგენად. საპრეზიდენტო მარათონს ნაიკ ბლუმბერგი და ელიზაბეტ უორენიც გამოეთიშნენ.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 19:38

COVID19

თეა წულუკიანი: ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე. ამ საკითხზე მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. „არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი, ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც. წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორია“, - განაცხადა წულუკიანმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

08 აპრილი 2020, 19:35

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში

"თუ ჩვენ გავითვალისწინებთო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ეს არის, ძირითადად, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები, ამ ქვეყნებში დინამიკამ აჩვენა, რომ ძირითადად დაავადები, პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პიკური მდგომარეობა საქართველოში მიიღწეხვა აპრილის ბოლოს.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 19:35

COVID19

მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში სულ 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

08 აპრილი 2020, 19:27

COVID19

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. როგორც ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედითი twitter-ზე წერს, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს – მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს. ეევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად დაიხარჯება.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 19:27

COVID19

ჯანმოს ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდის

„ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით COVID-19-ის წინააღმდეგ“,- წერს გებრეიესუსი Twitter-ზე.

08 აპრილი 2020, 19:22

COVID19

ესპანეთის მთავრობა: ესპანეთი ნორმალურ ცხოვრებას 26 აპრილიდან ეტაპობრივად დაუბრუნდება

ესპანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის მარია ხესუს მონტეროს განცხადებით, ესპანეთი ნორმალურ ცხოვრებას 26 აპრილიდან თანდათანობით დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის ვადა ამოიწურება.

ბავშვები

08 აპრილი 2020, 19:18

COVID19

გავიყვანოთ თუ არა ბავშვები გარეთ - პედიატრის რჩევები

თუ ბავშვი გარეთ გაგვყავს ეს უნდა იყოს შეზღუდული დრო და ის ადგილი, სადაც ადამიანები და ბავშვები არ არიან, - ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისვე თქმით, თვითიზოლაციის პერიოდში სასურველია ბავშვმა მაქსიმალური დრო სახლში გაატაროს.

ანრი ოხანაშვილი

08 აპრილი 2020, 19:17

COVID19

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ და დავუდგეთ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს

ჩვენი მოქალაქების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი. კრიზისულმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდისთვის - „ქართული ოცნებისთვის“ ნომერ პირველი საზრუნავი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

08 აპრილი 2020, 18:59

სამართალი

თბილისში ავტოსაზგაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცახდეს, ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი- დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

08 აპრილი 2020, 18:55

COVID19

ABC News: აშშ-ის დაზვერვა 2019 წლის ნოემბერში თეთრ სახლს აფრთხილებდა, რომ უხანში საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება

აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC News-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლალი ენდელაძე

08 აპრილი 2020, 18:52

COVID19

ოჯახის ექიმი ესპანეთიდან: ჩვენთან სასწრაფო წყვეტს ინფიცირებული მკურნალობას სახლში გააგრძელებს თუ საავადმყოფოში

მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება და ხალხიც გათავისუფლებულია ამ სტრესისგან. ჰოსპიტალებიც ისეთი გადატვირთული აღარ არის როგორც პირველ დღეებში. შედარებით შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა და მიმართვიანობა. თითქოს შედარებით ამოისუნთქა ესპანეთმა - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ესპანეთიდან ოჯახის ექიმმა, ლალი ენდელაძემ ისაუბრა. ექიმმა სახლის პირობებში მკურნალობის ესპანურ პრაქტიკაზეც ისაუბრა. „თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან დამძიმებული და არ სჭირდება სასუნთქი აპარატი ძირითადად. მკურნალობა ხდება სახლის პირობებში. ძალიან რთულია ავადმყოფები დააკავო და მიმართვა მაინც ხდება. როდესაც შენიშნავენ კორონავირუსის სიმპტომებს იძახებენ სასწრაფოს, შემდეგ სასწრაფო აფასებს და ამ შეფასების მიხედვით წყდება, ისინი გააგრძელებენ მკურნალობა საავადმყოფოში თუ სახლის პირობებში. ამა შემთხვევაში მთავარია იზოლაცია ოჯახის წევრებს შორის. დაინფიცირებული ოჯახის წევრი უნდა იყოს ერთ ოთახში და არანაირი შეხება უნდა ჰქონდეს საერთო მოხმარების ნივთებთან“, - განაცხადა ენდელაძემ.

08 აპრილი 2020, 18:51

COVID19

ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ჯარისკაცი ყაზარმა

08 აპრილი 2020, 18:50

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

„გადაადგილების კონტროლის პუნქტზე ამოცანის შესრულებამდე სამხედრო მოსამსახურეებს დისლოკაციის ადგილზე ყოველდღე უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი. სამხედრო ნაწილის დატოვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება მათი ეკიპირებაც. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი, ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ

ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული გაქვს დავალება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, „აგარის შაქრის“ კომბინატში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ორ თვეში აამუშავებენ.“

გიორგი გახარია

08 აპრილი 2020, 18:45

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩაერთვებიან

ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა.

მაია ხერხეულიძე

08 აპრილი 2020, 18:44

COVID19

მაია ხერხეულიძე: კორონავირუსი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მეტი გართულებით მიმდინარეობს

მშობელი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს და იცოდეს ყველა ის ნიშანი, რომელიც შეიძლება ვირუსის შესაძლო გართულებაზე მიუთითებდეს . ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება ხმაურიანი სუნთქვა, ძლიერი აგზნება ან პირიქით - მივარდნილობა, ინტერესის დაკარგვა, ძილიანობა, როდესაც ბავშვი საერთოდ ვერ იკვებება, ვერ იღებს სითხეს, არის შეუპოვარი ღებინება და სუნთქვის სიხშირის მომატება - ყველ ეს ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო გართულებაზე და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, - ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

08 აპრილი 2020, 18:34

COVID19

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხუთივე ახალ პაციენტს, რომლებსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს. ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.