პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი: სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება მიუღებელია
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამინისტროს განცხადებები საჯარო სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებისა და ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის ცვლილებების შესახებ ბუნდოვანი და ზოგადია.
პროფკავშირისთვის ასევე მიუღებელია სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება:
„ვფიქრობთ და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდების გაუქმება დააკნინებს სკოლის როლს, მოსწავლეებს დაუკარგავს მოტივაციას და გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს სკოლებში. რაც მთავარია, გაძლიერდება რეპეტიტორთა ინსტიტუტი მხოლოდ იმ საგნებში, რომლის ჩაბარებაც სავალდებულოა ეროვნულ გამოცდებზე.
მაშინ როდესაც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში ფაქტიურად არ არსებობს კონკურსი (ერთეული ფაკულტეტების გარდა) და უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული საკონკურსო ადგილების რაოდენობა აღემატება აბიტურიენტთა რაოდენობას, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, გადასალახი ბარიერის განსაზღვრის უფლება მიენიჭოს უნივერსიტეტებს.
გამოვხატავ რა პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღრმად გააანალიზოს დაანონსებული რეფორმის პრიორიტეტების ყველა ასპექტი და ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ განათლების სისტემაში ჩატარებულ ყველა რეფორმას, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.
საკითხი აქტუალურია, ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს“, - აცხადებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.
ასევე, 2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 23:20
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სომხეთი დღეს შესულია ევრობიუროკრატიის ორბიტაზე ისევე, როგორც მანამდე იქ შევიდა მოლდოვა და უკრაინა. ამ შემთხვევაში როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევები, რა დარღვევებიც არ უნდა დაფიქსირდეს ევრობიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც შეშფოთებას, ვერც დემოკრატიის უკუსვლის შესახებ ლექციას
სომხეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრძანა, რომ მსგავსი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები მის პრაქტიკაში არ ახსოვს და უნახავს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 22:50
რეგიონი
ნამდვილი კულინარიული მაგია - „გემოფესტი“ახალციხეში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ორი დღის განმავლობაში ახალციხე ნამდვილ კულინარიულ ლაბორატორიად იყო გადაქცეული.
14 ივნისი 2026, 22:19
საზოგადოება
რატი იონათამიშვილი: დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად
დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
14 ივნისი 2026, 22:03
პოლიტიკა
ევროპული ინტეგრაციის სურვილით შეფუთული ულტიმატუმი - ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის იარაღი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ არკვევდა, სად გადის ზღვარი პარტნიორობასა და შანტაჟს შორის, როგორ იქცა ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკურ სადამსჯელო იარაღად, ასევე რეალურად რა ბერკეტები აქვს ცალკეულ ევრობიუროკრატს და ვისზეა გათვლილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარა.
14 ივნისი 2026, 21:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარაზე: არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე
არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევრობიუროკრატიის მუქარაზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 21:30
საზოგადოება
ბაჩო ოდიშარია ფილმზე - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის
პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში, - განაცხადა ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.
14 ივნისი 2026, 21:16
პოლიტიკა
პროჩინურობისა და პროირანულობის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ - რა ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა ჯო უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი „იმედის კვირის“ კითხვებს არ პასუხობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ვის აღიზიანებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და სად იწერება მორიგი წარუმატებელი სცენარი - ბრძოლა გავლენებისთვის საქართველოში და საქართველოს გარშემო, ნახეთ შორენა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.
14 ივნისი 2026, 21:12
პოლიტიკა
დაშლილების ნანუკა ჟორჟოლიანით რეინკარნაციის მცდელობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ხუთგზის ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ სააკაშვილმა რევოლუცია, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დააანონსა.
14 ივნისი 2026, 21:09
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა
რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პროირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პროირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო, ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
14 ივნისი 2026, 20:50
პოლიტიკა
„სანთლით საძებარი“ ბაჩო ახალაიას მსხვერპლები - რეჟიმის ჯალათი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მონანიებისა და ბოდიშის ნაცვლად ეს მსხვერპლთა დაცინვაა. „იმედის კვირას“ დაუკავშირდნენ ის ოჯახები, ვისაც ანი ნადარეიშვილი „სანთლით დაეძებს“.
14 ივნისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლე ანი ნადარეიშვილის განცხადებაზე: ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის
ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლემ მარიამ ცუცქირიძემ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ სანთლით ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩო ახალაიამ რამე დაუშავა და მას ასეთი ადამიანი არ უნახავს.
14 ივნისი 2026, 20:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო
დღეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო.
14 ივნისი 2026, 20:15
პოლიტიკა
რევოლუციების მოწყობის სურვილით შეპყრობილთა მძიმე სამართლებრივ-პოლიტიკური დღეები - რადიკალების ფიასკო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
2022 წლის მძიმე კადრების ანონსი „ტვ პირველზე“ მთავარი ამბის - მოძალადეების დაკავების დამალვით, ვიცე-პრემიერის ნათქვამის დამახინჯება და 4 ოქტომბრის საქმე. რადიკალები საკუთარ ტყუილებში და დეზინფორმაციაში აიხლართნენ.
14 ივნისი 2026, 20:05
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა. სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
14 ივნისი 2026, 20:01
პოლიტიკა
რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ. ამ ვერსიის გასამყარებლად მათ სცადეს მანიპულაცია 2022 წელს გადაღებული კადრებით, რომლის მონაწილე სამართალდამცავებიც უკვე თვეებია სასჯელს იხდიან - იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს საჩივრით არავისთვის მიუმართავთ. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა იცოდნენ, რომ საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავეებიც დასჯილები იყვნენ. შესაბამისად, მიზანმიმართულად სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
14 ივნისი 2026, 19:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ივნისი 2026, 19:23
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა
ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
14 ივნისი 2026, 18:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ივნისი 2026, 18:33
პოლიტიკა
პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ივნისი 2026, 18:25
საზოგადოება
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა.


