imedi /  06 თებერვალი 2019, 11:29 / სანდო წყარო

რას გულისხმობს განათლების რეფორმა. შეჯამება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.

ასევე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა, რომლებიც 
ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. განათლების სამინისტროს ცნობით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა. 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ის სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობას.

განათლების სამინისტროს განცხადებით, „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და ის ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში დაინერგება.

„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდი el.ge, სადაც თავმოყრილი 
იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

რეფორმის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება. 

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა -ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები. 

2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს. 

რეფორმის ფარგლებში უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება. 

უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ვიზიტზე აშშ-ში: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“

უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

04 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა

გაზეთი „რეზონანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

04 აპრილი 2026, 17:45

პოლიტიკა

ლიკა შარტავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნეზე: შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას

შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

04 აპრილი 2026, 17:35

საზოგადოება

მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან - ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია

ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

გიორგი გაბუნია

04 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით.

თამარ ჩიბურდანიძე

04 აპრილი 2026, 17:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს

„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

04 აპრილი 2026, 16:51

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა

ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

სომხეთის მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ყრილობაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 16:30

საზოგადოება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 16:23

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

04 აპრილი 2026, 16:21

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე

„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 აპრილი 2026, 16:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.

04 აპრილი 2026, 15:57

რეგიონი

კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

5 კილომეტრი სიგრძის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მოლითი-ზვარე-ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას, რის შემდეგაც ადგილობრივები და სტუმრები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

04 აპრილი 2026, 15:28

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ლევან მახაშვილი

04 აპრილი 2026, 15:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე: ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ვხედავთ ისტერიკას

ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ჩვენ ვხედავთ ისტერიკას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ჯიმ ფერგიუსონი

04 აპრილი 2026, 15:07

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი: აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას

ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.

04 აპრილი 2026, 15:00

რეგიონი

ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი სხვა ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად, მიმკედლებლებთან კოორდინაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს, ნაწილს კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე ჩაუტარდა.

გიორგი გაბუნია

04 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა

ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.