imedi /  31 იანვარი 2019, 11:15 / სანდო წყარო

თბილისში ქუჩების ნაწილი თავიდან დაინომრება, ასევე გაიკვრება სამისამართე აბრები

ნუმერაცია

2019 წელს თბილისში 13 ათასი სამისამართე აბრა გაიკვრება, ხოლო ქუჩების ნაწილი შესაძლოა, თავიდან გადაინომროს. დედაქალაქში ქუჩების ნაწილზე ახალი საკადასტრო კოდების გაჩენის გამო, მისამართები არეულია, რის გამოც, პრობლემები ექმნება როგორ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს, ასევე საპატრულო პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"დღის განმავლობაში რამდენიმე წერილი შემოდის კომისიაში ქუჩის სახელდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ქუჩას ექნება სახელი, ნუმერაცია, მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის დაგება, კომუნიკაციების შეყვანა და ა.შ. მოქალაქეებს უკვე სხვადასხვა სიკეთეებით სარგებლობა შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ადვილად აგნებთ სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები. განცხადების შემოსვლიდან სახელდების პროცედურის დასრულებამდე დაახლოებით, თვენახევარი სჭირდება“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

ნიბლოშვილის განმარტებით, ქუჩების გადანომვრას საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახური აკეთებს. წელს ამ საქმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

ყველა სიახლე

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:41

COVID19

ლევან გოფოძე: ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, არის ოქროს სტანდარტი

ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მათ კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი, თუმცა სიმპტომები, რომელიც აღენიშნებათ, ძალიან ჰგავს კორონავირუსს, აუცილებელია ტესტის პასუხი სანდო იყოს.

პირბადეები

30 მარტი 2020, 15:40

COVID19

ავსტრიაში სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ

ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vienna.at ავრცელებს. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, პირბადეები არა ინფექციისგან თავის დასაცავად, არამედ გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

30 მარტი 2020, 15:34

COVID19

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ქალაქის გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას სამხედრო-საზღვაო ძალების სამედიცინო განყოფილება დაეხმარება. პარკში პაციენტებისთვის 68 საწოლი მოეწყო და სავალე ჰოსპიტალი მუშაობას სავარაუდოდ, ხვალიდან შეუდგება.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 15:23

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ფულადი შემწეობის თაობაზე დეზინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობის სახით 50 ლარი, ეს არის დეზინფორმაცია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:20

COVID19

ლევან გოფოძე: რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება

ჩვენთან საავადმყოფოში 39 პაციენტია, ახლა შემოვიდა მეორმოცე, მათგან არცერთი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეოება ყოველდღიურად უმჯობესდება.

მიხეილ ჩხენკელი

30 მარტი 2020, 15:12

COVID19

მიხეილ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ მოსწავლეებს მიმართა

ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:08

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოს რეგიონში ძირითად ქსელურ მარკეტებში ფასების ზრდა არ ფიქსირდება

ძირითად ქსელურ მარკეტებში სამეგრელოს რეგიონში სურსათზე ფასების ზრდა არ ფიქსირდება. არის გარკვეული შემთხვევები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებსა და ბაზარში, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სურსათზე ფასები კონტროლდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ფინანსური პოლიციის მეშვეობით. „ამის შესახებ არის გარკვეული მონაცემები, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზს, რომ პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების მატება არ მოხდეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

თურქეთში საქართველოს საელჩო

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

თურქეთის 14 ქალაქში კარანტინის გამოცხადების გამო საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

მელბურნში კორონავირუსის სამკურნალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, ვაქცინამ, რომელიც ასევე „ბეცეჟეს“ სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ინფიცირებულებში დაავადება შეასუსტოს. მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ ქურტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, კვლევაში აქტიურად ჩაერთონ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

გუბერნატორი: ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, რომ დღეს დაჯარიმება ნამდვილად არ არის თვითმიზანი და სახელმწიფოს ის ღონისძიება, რომელიც ასეთი გაჭირვების ჟამს უნდა ტარდებოდეს, თუმცა ჩვენ ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმეს უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად დაირღვეს და საფრთხე შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც. ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

30 მარტი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპების დაფინანსება შეწყვიტა

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული.

ალექსანდრე გოგინავა

30 მარტი 2020, 14:53

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება

აპრილის მესამე, მეოთხე კვირის დეკადაში მოხდება პაციენტების მომართვიანობის განსაკუთრებული ზრდა. მართალია, ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ ზრდა იქნება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან საზაოგადოებას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები.

30 მარტი 2020, 14:40

COVID19

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია. მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

30 მარტი 2020, 14:40

საზოგადოება

ცესკოში ჰაკერების მიერ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების მონაცემების გამოქვეყნების შესახებ განმარტება გაკეთდა

ჩვენს მონაცემთა ბაზაში 3 500 000 ამომრჩევლის მონაცემებია და ამ მონაცემები არ შედის ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა- ამის შესახებ imedinews ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს. კერძოდ, ცესკოში განმარატავენ, რომ მათ ბაზაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და ასევე, არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები.

მარნეული ბოლნისი

30 მარტი 2020, 14:33

COVID19

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ მყოფი 9 პაციენტიდან 8-ს კორონავირუსი არ აქვს, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია. 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, კიდევ 1-ის პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო მთავრობას წინადადებებით მიმართავს

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდაჭერისათვის წინადადებებით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ზე წერს.

ჯო დიფი

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. მუსიკოსის ინფიცირების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. 61 წლის დიფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ჯო დიფი 90-იანი წლების ქანთრის ცნობილი მომღერალი იყო. კარიერის განმავლობაში მას 13 ალბომი აქვს გამოშვებული.

30 მარტი 2020, 14:21

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7 340-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 85 195 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით კი, სულ 16 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ზაურ დარგალი

30 მარტი 2020, 14:20

COVID19

ზაურ დარგალი: როცა ჩვენ ვცდილობთ ხალხი სახლში დარჩეს და პროცესი შევაჩეროთ, სხვადასხვა ძალა პირიქით ცდილობს

„1350 ოჯახს უკვე დავეხმარეთ, თუმცა აქ გარკვეული სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ასეთი ფაქტი იყო გუშინ ერთ-ერთ სოფელში, სადაც მოსახლოება გარეთ გამოვიდა. მართული პროცესი იყო. უთხრეს, რომ აი, მერია ფულს არიგებს და მოსახლეობაში გარკვეული პროტესტი შეიქმნა. როცა ჩვენ ვცდილობთ, ხალხი სახლში დარჩეს და ეს პროცესი შევაჩეროთ, სხვადასხვა ძალები პირიქით ცდილობენ, ხალხი გარეთ გამოვიდეს და გარკვეული ფონი შექმნან, რომ მთავარობა, ადგილობრივი ხელისუფლება კარგად ვერ მუშაობს, რაც ძალიან სამწუხაროა. სჯობს ყველა ერთად ვიყოთ და დავეხმაროთ მარნეულის მოსახლეობას“, - განაცხადა მერმა.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2020, 14:18

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება ნამდვილად არ არის

ამ ეტაპზე საქართველოში კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდაინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან მოსახლოებას რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას არ ვავნოთ, არამედ არ ვავნოთ მთლიანად საზოგადოებას და ქვეყანაც კი რისკის ქვეშ არ დავაყენოთ. სოციალური განშლილობა არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისათვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.