imedi /  11 თებერვალი 2019, 08:23 / სანდო წყარო

პარლამენტში საპენსიო რეფორმის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

საპენსიო რეფორმა

საქართველოს პარლამენტი ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ახალ საპენსიო სისტემას შეეხება. საკანონმდებლო პაკეტი სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ,თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობს. 

პროექტის თანახმად, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება.

პროექტის მიხედვით, თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია დაგეგმილი.

7 თებერვალს ფრაქციის წევრმა და უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც შესაძლოა მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ესენია: საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების საკითხი.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია პარლამენტს საპენსიო რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტს შესთავაზებს, რომლისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, ის უმრავლესობას დატოვებს.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2024, 09:09

რეგიონი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროსა და უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაკვლიეს

კანონდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა დასამუშავებლად, სახერხ საამქროში სატვირთო მანქანით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

28 თებერვალი 2024, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთშია. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც შეხვედრებს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

28 თებერვალი 2024, 08:34

მსოფლიო

სუმისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.

რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის ელჩს პირველად მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 02:12

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა - უკრაინელები ტერიტორიის დაკარგვას იწყებენ, იმ ტერიტორიის, რომელიც ბრძოლით დაიბრუნეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 01:47

მსოფლიო

ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

28 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

რაიან გოსლინგი „ოსკარზე“ I'm Just Ken-ს იმღერებს

გოსლინგი „ბარბიში“ შესრულებული კენის როლისთვის ნომინირებულია კატეგორიაში „საუკეთესო კაცი მსახიობი“, მის მიერ სურათში ნამღერი კომპოზიცია I'm Just Ken კი „საუკეთესო სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძვის.

28 თებერვალი 2024, 00:44

ტექნოლოგიები

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

28 თებერვალი 2024, 00:23

ტაბლოიდი

აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

28 თებერვალი 2024, 00:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

„ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო - ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან?

„ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს. - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.

27 თებერვალი 2024, 23:36

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ

პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის საკითხიო განიხილეს.

27 თებერვალი 2024, 23:17

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი მაკრონის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 თებერვალი 2024, 23:08

მსოფლიო

ბაიდენი კონგრესს: ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები უკრაინისათვის მძიმეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2024, 23:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „ვეტინგის“ შედეგად უკრაინული და ალბანური სასამართლო აბსოლუტურად გასულია სამართლებრივი სივრციდან და ასე უნდოდათ საქართველოში, რასაც ხელი შეუშალა „ხალხის ძალის“ და პრინციპული პოლიტიკოსების მოქმედებებმა

ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა ვეტინგის სისტემის ამოქმედება. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განმარტა, ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი და ის გამოყენებული იყო უკრაინასა და ალბანეთში, რის შედეგადაც ამ ქვეყნების მართლმსაჯულება სამართლებრივი სივრციდანაა გასული.

სებასტიან ლეკორნუ

27 თებერვალი 2024, 22:44

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი მაკრონის განცხადებაზე: ეს არ არის ჯარების გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ საომრად

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, არ შეიცავს ესკალაციის ნიშნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.