თბილისის ზოგიერთ უბანში მაღალსართულიანი შენობები აღარ აშენდება. შეფასებები
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მშენებლობის K2 კოეფიციენტი მკაცრად განისაზღვრება და მისი ცვლილება არც გამონაკლის შემთხვევაში არ მოხდება. უფრო გასაგები რომ იყოს, K2 კოეფიციენტი განსაზღრავს შენობის მასშტაბს, რომელიც უბნების მიხედვით განსახვავებულია.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე უპრეცედენტოს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კოეფიციენტების მატება და გაყიდვა აღარ მოხდება.
"თბილისში მთლიანად აიკრძალა კოეფიციენტების მატება და ეს რეგულაცია ძალაში შევა უახლოეს მომავალში. არც ერთი კოეფიციენტი არ იქნება მომატებული არც ინდივიდუალურად და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. ეს იყო მავნე პრაქტიკა, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი ურბანულ დაღუპვამდე მიიყვანა. ის რაც დღეს თბილისში ხდება, გამოწვეულია 2005 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიღებდა და არ ავნებდა თავის დედაქალაქს ისე, როგორც ეს მოხდა თბილისის შემთხვევაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერის მიერ, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება, თბილისსა და აქ მცხოვრებთა ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია. ჩვენი დედაქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად განვითარდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას, პოპულისტურს უწოდებს.
"ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. ვისაც უმუშავია და სპეციფიკა იცის, ყველა დამეთანხმება, რომ გენერალური გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, კორექტივებს საჭიროებს. ამიტომ თუ კომისიას არ ენდობი, სჯობს, კომისია გააძლიერო, უფრო გამჭირვალე გახადო და არა საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შესაძლებლობა მოკლა“, - განაცხადა უგულავამ.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ კოეფიციენტების მატება და გაყიდვა აღიკვეთება.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა
უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
26 თებერვალი 2026, 23:36
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს
,ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".
26 თებერვალი 2026, 23:34
მსოფლიო
ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.
26 თებერვალი 2026, 23:33
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც
ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც უნდა ანალოგიური გზა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება
დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
26 თებერვალი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს
მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
26 თებერვალი 2026, 23:15
პოლიტიკა
კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით
ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
26 თებერვალი 2026, 23:00
მსოფლიო
თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო
თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.
26 თებერვალი 2026, 22:58
მსოფლიო
ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება
როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.
26 თებერვალი 2026, 22:52
მსოფლიო
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.
26 თებერვალი 2026, 22:00
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:41
პოლიტიკა
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.
26 თებერვალი 2026, 21:37
პოლიტიკა
თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.
26 თებერვალი 2026, 21:35
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:10
მსოფლიო
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.
26 თებერვალი 2026, 21:09
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
26 თებერვალი 2026, 21:07
კულტურა
თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.
26 თებერვალი 2026, 20:59
საზოგადოება
გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა
ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად და დიდ ღირსებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და „იმედის დილის“ წამყვანმა გიორგი კალანდიამ.
26 თებერვალი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.
26 თებერვალი 2026, 20:10
მსოფლიო
Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით
ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.


