imedi /  24 თებერვალი 2019, 11:50 / სანდო წყარო

თბილისში სამშენებლო მასალის გამოყენების წესი მკაცრდება

თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება - წერს ინტერპრესნიუსი. 

შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამასთან, დასჯადი ხდება თბილისში მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება. აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციები წესდება ამტვერებადი მასალების დარღვევით ტრანსპორტირების დროსაც. კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარით.

ამასთან, პირს სანქცია დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვისას სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოვა და ქალაქში გადაადგილდება. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 500 ლარამდე, იურიდიული პირის კი 1000 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, 500 ლარით დაჯარიმდენა ფიზიკური პირი, თუ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავ ან/და არასათანადოდ შეფუთულ ამტვერებად მასალას სამშენებლო მოედანზე ისე განათავსებს, რომ არ იქნება უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თვიდან აცილება. იურიდიული პირი კი ასეთ დროს 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა ორმაგდება - ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული კი 4 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკიცრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, დაეკისრება საურავი. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”

კანონპროექტი თბილისის საკრებულოს 2019 წლის 1-ელ ივლისამდე ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის განსაზღვრას ავალდებულებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მომზადების მიზანი თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მასშტაბები გახდა. „განვითარებული ქვეყნების (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) პრაქტიკის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ამტვერებადი მასალების გადაზიდვა, განთავსება, დამუშავება და რეალიზაცია საჭიროებს სპეციფიკური რეგულაციების დაწესებას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მტვერჩახშობა და ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება. საკითხის დარეგულირების მიზნით, საჭიროა დადგნინდეს გარკვეული სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები, შესაბამისად ეს საჭიროებს კანონის მიღებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მომავალ კვირას მოხდება.

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.

დავით ჩხეიძე

30 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.