თბილისის ხელისუფლება და ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციაზე შეთანხმდნენ
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებისთვის, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, 1 100 000 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანას საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34–მა დაუჭირა, დანარჩენს კი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"მერის სარეზერვო ფონდში საკმარისი თანხა არ იყო, რის გამოც საბიუჯეტო ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. მერის სარეზერვო ფონდს 1 მილიონი ლარი დაემატა და უკვე ამ კვირაში ხანძრით დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარება გაიცემა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.
სამუშიას განცხადებით, 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
"ეს არ იყო იოლი პროცესი, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც თბილისის მუნიციპალიტეტს დაზარალებულებისთვის შეეძლო," - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა დიდხანს არ უშიმშილიათ. აპრილის დასაწყისში დაზარალებულები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს პოზიცია მოისმინეს. დაზარალებულებს შორის აზრი ორად გაიყო – ნაწილი თანახმა იყო ერთჯერადად 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე, ნაწილი კი არა.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
03 აგვისტო 2026, 14:26
მსოფლიო
კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვის უწყებას ეფექტიანი და მოქმედების მკაფიო გეგმის მქონე მინისტრი სჭირდება. ფედოროვის დათხოვნის მიზეზად უკრაინის პოლიტიკური წრეებში პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირება სახელდება. მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ ის ომის პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტობას არ აპირებს.
03 აგვისტო 2026, 14:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან
საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე.
03 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაიხსენა ის სპეკულაციები, რომელსაც შოვის ტრაგედიის დღეებში ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.
03 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ სეუტაში შესული მიგრანტები მაროკოში „ბოლო კაცამდე“ დაბრუნდებიან.
03 აგვისტო 2026, 14:11
მსოფლიო
ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს
ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Open AI, Google-ი, Meta და Microsoft-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად გამჭვირვალეა კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები, ავრცელებენ თუ არა დეზინფორმაციას და იცავენ თუ არა ისინი საავტორო უფლებებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
03 აგვისტო 2026, 14:10
საზოგადოება
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
03 აგვისტო 2026, 13:24
საზოგადოება
„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge
„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.
03 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ
ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი ომანთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი უსაფრთხო მარშრუტის შექმნის მიზნით აწარმოებს. მან დასძინა, რომ დელეგაციის მიღების ან საკუთარი დელეგაციის გაგზავნის გეგმები არ არსებობს.
03 აგვისტო 2026, 13:17
ეკონომიკა
კახაბერ დავითაია: ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
03 აგვისტო 2026, 13:15
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი
თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
03 აგვისტო 2026, 13:12
ეკონომიკა
დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
03 აგვისტო 2026, 13:11
ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას
საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
03 აგვისტო 2026, 12:44
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
03 აგვისტო 2026, 12:42
კულტურა
ახალმა „ადამიანმა ობობამ“ მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა, რაც კინოს ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია
Marvel-ის სუპერგმირის შესახებ გადაღებულმა ახალმა ფილმმა, „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“, მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა. როგორც Deadline-ი აღნიშნავს, ეს კინოინდუსტრიის ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია.
03 აგვისტო 2026, 12:33
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
03 აგვისტო 2026, 12:26
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
03 აგვისტო 2026, 12:10
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის
„მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ამობრძანდნენ ბეშუმში, გოდერძიზე, დაისვენონ ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასე ვამბობთ: „რომ ქართულად ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.
03 აგვისტო 2026, 11:59
მსოფლიო
ირანთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებების ფონზე ნავთობი იაფდება
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა - 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.
03 აგვისტო 2026, 11:43
მსოფლიო
მასუდ ფეზეშქიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა
„ხელმოწერილი მემორანდუმი შურას საბჭოს წევრების კოლექტიური სიბრძნის შედეგია და ყველა წევრი უჭერს მხარს. მჯერა, რომ მომავალში ეს მემორანდუმი ჩვენი საგარეო ურთიერთობების მთავარიო საყრდენი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა. ეს მემორანდუმი გააძლიერებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებს“, - წერს პრეზიდენტი.


