Imedi /  27 თებერვალი 2019, 21:10 / სანდო წყარო

კობახიძემ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გახსნა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გახსნა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე ირაკლი კობახიძე სიტყვით წარსდგა და ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, მსოფლიოში იშვიათია ორი ერი, რომელთა ბოლო საუკუნეების ისტორიაც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. 

„ნება მომეცით, დღევანდელი მოვლენა საქართველოსა და პოლონეთის ისტორიის ფონზე განვაზოგადო: თავისუფლებისადმი ჭეშმარიტი მისწრაფება იმდენად ძლიერია, რომ მისთვის საუკუნეც კი არაფერს ნიშნავს. მართლაც, წელს სრულდება 100 წელიწადი საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან. გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენმა ერებმა ბევრი სირთულე გამოიარეს, მაგრამ დღეს სიამაყით ვხვდებით ჩვენი პარლამენტების საერთო ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვან შედეგს - საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო ასამბლეას, როგორც დასავლეთისკენ კიდევ ერთ დამაკავშირებელ ხიდს ისე განიხილავს.

„თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ისტორიისა და დღევანდელობის, ქართველი და პოლონელი ხალხების მომავლის საფუძველი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს მონაპოვარი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიძნელის მიუხედავად, ჩვენი ხალხების თავისუფლება ხელშეუხებელი იქნება. საქართველოს ხელისუფლება პოლონეთთან ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისაკენ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ასამბლეის მომდევნო სხდომის საქართველოში მასპინძლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნას საფუძველი 2017 წელს, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით ჩაეყარა.

საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა ხელი თბილისში, გასული წლის ნოემბერში მოაწერეს. ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ აუდიენცია გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმისა (მარეკ კუხჩინსკი) და რესპუბლიკის სენატის (სტანისლავ კარჩევსკი) მარშალებთანაც. 

მანამდე ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას

ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

14 მაისი 2026, 18:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან.

14 მაისი 2026, 18:33

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მარიო დრაგი

14 მაისი 2026, 18:26

მსოფლიო

მარიო დრაგი ევროპას აფრთხილებს: ჩვენი თაობის მეხსიერებაში პირველად, ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ ერთად

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ გერმანიის ქალაქ აახენში სიტყვით გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააფრთხილა, - წერს გამოცემა POLITICO.

გურამ მაჭარაშვილი

14 მაისი 2026, 18:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“

ამგვარ საქციელს და ქმედებებს „ხალხის ძალამ“ შეფასებები ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მივეცით და იმის მერე ყოველთვის ხან განცხადებებში და ხან კომენტარებში ვამბობდით, რომ სამწუხაროდ მაშინდელი აშშ-დან, მაშინდელი და დღევანდელი ევრო ბიუროკრატიიდან მოდიოდა შეტევა, შტურმი და დეზინფორმაცია სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე ქართულ მედიაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

14 მაისი 2026, 18:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

გურამ მაჭარაშვილი

14 მაისი 2026, 18:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით

არასამთავრობო სექტორის შინაარსის მქონე ორგანიზაციები აღარ გვაქვს ქვეყანაში. ესენი არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები. მათი მიდგომა, რა თქმა უნდა იგივე იქნება, რაც აქვს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:16

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მალგოჟეტა გოშევსკას საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ დახარჯო. საკუთარ ქვეყანაში კანონგარეშედ მიჩნეული ადამიანები ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას

დავით მათკაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ აფასებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის თავისუფალი ხმის ჩახშობა.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნინო ფოჩხუა

14 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მაისი 2026, 17:40

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა.

უეს სთრითინგი

14 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სთრითინგმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

14 მაისი 2026, 17:22

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი - ტალახის სროლა არ უნდა გაგიკვირდეთ

მარტივად რომ აგიხსნათ - რა მორალის ხალხია გაერთიანებული გაქცეული გახარიას პარტიაში. ფოტოზე აღბეჭდილია ვიკა ფილფანი - 2019 წელს ის გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2026, 17:07

მსოფლიო

ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ

„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ. ეს არც ჩვენი ამოცანაა, არც მიზანი და არც ჩვენი მასშტაბი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრები ვართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 17:07

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა. მათ საკუთარ სისტემაში მილიარდობით დოლარი ჩადეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.

14 მაისი 2026, 17:03

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება დაიწყო

პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 17:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

14 მაისი 2026, 17:01

თავდაცვა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

რუსთავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რუსთავის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

14 მაისი 2026, 16:54

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.

დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 16:51

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა - მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის პატივსაცემად პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა.