imedi /  07 მარტი 2019, 16:31 / სანდო წყარო

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

ღამის ავტობუსი

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ მარჯვენა სანაპიროს პანდუსით გმირთა მოედანზე აუხვევს, თამარ მეფის გამზირისკენ მობრუნდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს.  

ავტობუსი სტადიონიდან გზას აღმაშენებლის გამზირისკენ განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, ის გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ - თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე - „კონკასთან“. 

ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. ის გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანზე და მეტროსადგურ „ისანთან“.

ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები ექნება:

•    მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
•    ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
•    მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
•    სტადიონი „დინამო არენა“;
•    დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
•    პირველი რესპუბლიკის მოედანი;
•    მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
•    ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
•    ევროპის მოედანი;
•    გორგასალის მოედინი - გორგასალის ქ. #1-თან
•    ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან;
•    დოდაშვილის მოედანი;
•    მეტროსადგური „ისანი“;
•    მეტროსადგური „ვარკეთილი“.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე და სია კიან პენგი

23 ივლისი 2026, 11:58

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 ივლისი 2026, 11:56

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

23 ივლისი 2026, 11:44

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე გიორგი სიორიძეს: საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას

გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

პეტერ მადიარი

23 ივლისი 2026, 11:42

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეაფურთხეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს შეაფურთხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი - აღარასოდეს“.

ცოტნე ანანიძე

23 ივლისი 2026, 11:36

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. მშვიდობასთან დამარცხებულები ყველა შემთხვევას იყენებენ, ხელისუფლების მშიდობიანი პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გუშინ თბილისის ქუჩებში მომხდარ დანაშაულებრივ შემთხვევებს ფართო პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს.

23 ივლისი 2026, 11:30

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

23 ივლისი 2026, 11:24

სამართალი

სამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 11:20

სამართალი

ონისე ოქრიაშვილი მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა

როგორ ონისე ოქრიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ადამიანი მას სახლთან ჩაუსაფრდა და თავს დაესხა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, კლინიკა მან მალევე დატოვა.

მაკა ბოჭორიშვილი

23 ივლისი 2026, 11:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად

საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.

ჯაბა ხუბუა

23 ივლისი 2026, 11:14

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ

ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მარიამ ქვრივიშვილი

23 ივლისი 2026, 11:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ, სადაც მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფება.

მარიამ ქვრივიშვილი

23 ივლისი 2026, 11:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ.

23 ივლისი 2026, 11:10

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მიღებისას ბერძნული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს

ბერძნული კომპანია Dynagas-ი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვას ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პირობებშიც გააგრძელებს. ინფორმაციას Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიასთან ურთიერთობებზე: წლებია დიდ შეურაცხყოფას და უსამართლო დამოკიდებულებას ვპასუხობთ ღირსეულად და ამავდროულად ყოველთვის ვაფიქსირებდით და ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის ღირსეული გადატვირთვისკენ

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი რიგითი კოლექტიური ნაცაქტივისტი და, სამწუხაროდ, შეძლო მაქსიმალურად, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით გაეუარესებინა საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიული, პარტნიორული ურთიერთობა. რაც შეეხება გადატვირთვას, პირველ ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, რომლებიც აქამდეც უნდა ყოფილიყო მოგვარებული. ფაქტია, რომ ახლა გვარდება“, - განაცხადა კირცხალიამ.

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2026, 11:07

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, „ვაზიანის აეროპორტის პროექტი მოექცა ჩამგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში.“

23 ივლისი 2026, 10:59

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 2411 ინსპექტირება განახორციელეს.

23 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

23 ივლისი 2026, 10:50

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა.

23 ივლისი 2026, 10:47

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.