imedi /  07 მარტი 2019, 20:21 / სანდო წყარო

ახალი ინიციატივით დაფინანსება განათლების ყველა საფეხურისთვის გაიზრდება

განათლების სისტემაში რევოლუციური ცვლილებები იწყება. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, განათლების სფერო აბსოლუტურ პრიორიტეტად ცხადდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება. 2022 წლისთვის კი ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება.

საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი დაფინანსების ზრდას განათლების ყველა საფეხურზე ითვალისწინებს. 

სახელისუფლებო გუნდმა მასშტაბური ინიციატივის შესახებ დღეს განაცხადა. განათლების ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას ყველასათვის, ახალ სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, მეცნიერების ხელშეწყობას და რა თქმა უნდა, პედაგოგების ანაზღაურების ზრდას. 

პრემიერმინისტრმა დღეს ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. 

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. 

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

28 მარტი 2026, 11:23

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.

28 მარტი 2026, 11:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდებიან. გაიმართება დისკუსიები.

28 მარტი 2026, 11:22

პოლიტიკა

ღია ეთერი - ეროვნული ღირებულებები და გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ტრადიციული ღირებულებები ლიბერალიზმის დომინაციის ეპოქაში - რა გამოწვევებს უქმნის გლობალისტური დღის წესრიგი მცირერიცხოვანი ქვეყნების ეროვნულ იდენტობას, „ვოუქ“ იდეოლოგია ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ. რას უპირისპირებს ხელისუფლება ახალგაზრდებში იდენტობის პოლიტიკის აგრესიულ პროპაგანდას და რატომ გახდა „ქართული ოცნება“ ბრალდებების სამიზნე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გამო. დებატები „ღია ეთერში“ - ეროვნული ღირებულებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ერთმანეთის პირისპირ - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია, ფილოსოფიის პროფესორი და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი თამარ ცხადაძე და თეოლოგი და ფიზიკოსი ლევან აბაშიძე.

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

მერცმა ტრამპი ირანთან ომის გამო მასშტაბურ ესკალაციაში დაადანასაულა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

28 მარტი 2026, 11:02

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად

28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.

28 მარტი 2026, 10:45

თავდაცვა

რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა.

28 მარტი 2026, 10:40

სამართალი

მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

28 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.

28 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

მედია: რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:34

სამართალი

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.

28 მარტი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.

მარკო რუბიო კაია კალასი

28 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებს ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:08

საზოგადოება

გურჯაანში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.

28 მარტი 2026, 10:04

რეგიონი

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

თეა ახვლედიანი

28 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.

28 მარტი 2026, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 08:36

მსოფლიო

ტრამპი: მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც დიდებული მშვიდობისმყოფელის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალში მისი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც მშვიდობისმყოფელი.

სტივ უიტკოფი

28 მარტი 2026, 08:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.

28 მარტი 2026, 03:52

მსოფლიო

CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.