imedi /  10 მარტი 2019, 22:33 / სანდო წყარო

როგორია საქართველოს პარლამენტის ერთი საუკუნე

საქართველოს დამოუკიდებლობა ტფილისის სასახლეში 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. ამავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი დაერქმიათ. 9 თვის შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები ჩატარდა - პირდაპირი საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით. არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს მიაღწია სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. მანდატები  მოიპოვეს  ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალ-რევოლუციონერებმა და სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიამ. დეპუტატებს შორის იყო 5 ქალი. 
პირველი არჩეული კანონმდებლების ავტოგრაფებს დამოუკიდებლობის აქტი ინახავს -  1918 წლის 26 მაისს ტფილისში 5 საათსა და 10 წუთზე  გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი პარლამენტმა პირველივე სხდომაზე დაადასტურა. პირველმა საკანონმდებლო ორგანომ, არსებობის მცირე ისტორიის მიუხედავად შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის უზენაესი კანონი. საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს, მაშინ, როცა ქართული საჯარისო ნაწილები თბილისის მისადგომებთან საოკუპაციო მეთერთმეტე არმიის ნაწილებს ებრძოდნენ. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს - 1921 წლის 25 თებერვალს, კონსტიტუციის მიღებიდან 4 დღეში, ამ სიტყვებით ამცნო სერგო ორჯონიკიძემ ლენინს და სტალინს საქართველოს ოკუპაცია.
საბჭოთა ოკუპაცია 70 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა რეფერენდუმის საფუძველზე მთავრობის სასახლეში დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის მთავარ იდეას შიდა დაპირისპირება არღვევს. პარლამენტის შენობა პრეზიდენტის თავშესაფარი ხდება, სამოქალაქო ომი ქვეყნის ისტორიასაც ისეთივე მძიმე კვალს ამჩნევს,  როგორც რუსთაველის გამზირს და პარლამენტის შენობას. 
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 92 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სიტემით ჩატარდა.  საკანონმდებლო ორგანო ყველაზე ჭრელი და მრავალპარტიული იყო - 235 დეპუტატით 24 პოლიტიკური გაერთიანებიდან. თუმცა, ასეთი შემადგენლობით პარლამენტმა შეძლო და საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
მოქალაქეთა კავშირი აბსოლუტური ძალაუფლებით პარლამენტში ორჯერ მოვიდა- ორჯერ აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ პარტიის გენერალური მდივანიც. - ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დადგინდა 7%-იანი საარჩევნო ბარიერი და განისაზღვრა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიის საკითხიც. როცა ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მილოცვებს ზურაბ ჟვანიაც იღებდა-ეს მისი პირადი წარმატებაც იყო. პარლამენტი მაშინ სახელისუფლებო ძალის 132 და ოპოზიციის 92 დეპუტატს აერთიანებდა. ერთგვაროვანი პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას 135 დეპუტატით ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა -პირველივე წელს, უპრობლემოდ შეცვალეს კონსტიტუციის 30 მუხლი-ყველაფერი კეთდებოდა საპრეზიდენტო ძალაუფლების მაქსიმალური გაძლიერებისთვის. ბურჯანაძის სპიკერობის პერიოდს უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რიცხვის 235-დან 150 მდე შემცირება. თუმცა, ზოგიერთ პარლამენტარს დასვენებაზე უარი ვერც კონკურენციის ზრდამ ათქმევინა. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ჩაქუჩის ხმა დარბაზში იმ სიხშირით ისმოდა, რა სიხშირითაც საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ ერთხელ მოსული ნაციონალური მოძრაობა კონსტიტუციას ცვლიდა.  სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე უნდა გადასულიყო. 117 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი-ამ შედეგით მიიღო პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება დსთ-დან გასვლის შესახებ. კანონების მიღების სიხშირითა და სისწრაფით რეკორდსმენმა მე-7 მოწვევის პარლამენტმა,  კონსტიტუციაში პარლამენტის მისამართიც შეცვალა, თუმცა დავით ბაქრაძის ნაცვლად თავმჯდომარის სკამი ქუთაისის პარლამენტში დავით უსუფაშვილმა დაიკავა. 2012 წელს პარლამენტში ახალი ძალა, პოლიტიკაში კი უცხო სიტყვა-კოჰაბიტაცია გაჩნდა. თუმცა აუთვისებელის ათვისებაზე მეტად, პარლამენტარები უფრო ხშირად ურთიერთობებს ნაცადი ფორმებით არკვევდნენ. მერვე მოწვევის პარლამენტარებს თავმჯდომარე ყოფა-ქცევაში ორიანს უწერს. თუმცა დარბაზში მისი თქმით  რამდენიმე ხუთოსანიც ჰყავდათ და დაამტკიცეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასაც. პარლამენტის აპარატის უხუცესი თანამშრომელი დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ცოცხალი მემატიანეა. ყველაზე მძიმედ გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი ახსენდება. იხსენებს ვარდების რევოლუციის პერიოდში, დემონტრანტების პარლამენტის შენობაში შესვლის შემდეგ, როგორ წაიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი სახლში, რომ უმნიშვნელოვანესი სიტორიული დოკუმენტი შემთხვევითი დაზიანებისგან გადაერჩინა. ამ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური დებატები 7 წლიანი შესვენების შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაით გახსნა. ირაკლი კობახიძე პარლამენტს 2016 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. ის იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეც. პარლამენტის სპიკერს პირადი და თანაგუნდელების მთავარ მიღწევად სწორედ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიაჩნია. პარლამენტარიზმის 100 წლისთავის რუსთაველის თეატრში სპეციალურად დაიდგა  რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი-მინიმალური ტექსტით და მაქსიმალური ემოციით. სპექტაკლი მთავარ ისტორიული მოვლენების ზუსტი თხრობა არ არის- თუმცა, სცენის მიღმა, რეალობაში, პარლამენტი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა კი ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი ნაწილი. დამფუძნებელმა კრებამ საუკუნის უკან დემოკრატიული ღირებულებების პარლამენტი შექმნა, 100 წლის შემდეგაც  ეს მოდელი ქართულ რეალობაზე მაღალ სტანდარტს უდრის.  
 

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

02 აპრილი 2026, 07:09

მსოფლიო

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:56

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:32

მსოფლიო

ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:17

მსოფლიო

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:00

მსოფლიო

ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 05:51

მსოფლიო

ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.