imedi /  14 მარტი 2019, 17:33 / სანდო წყარო

ნატოს ანგარიშში საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებული

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში 2018 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნატოს პრიორიტეტებზეა საუბარი და ცალკე თავი ეთმობა პარტნიორებს, საქართველოსა და ორგანიზაციის "ღია კარის" პოლიტიკას.

გენერალური მდივნის ანგარიშში წერია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტის მიერ არის მხარდაჭერილი ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან.

„საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - ეს არის ამონარიდი იმ დოკუმენტიდან, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს წარადგინა. ალიანსის გასული წლის ანგარიშის 79-ე გვერდზე წერია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები კი არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება, რომელიც ამ მიმართულების გაძლიერებას და შესაბამისად, ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადებას ემსახურება.

ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს. ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება.

ანგარიშის პრესისთვის გადაცემის შემდეგ ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივნმა პრესკონფერენცია გამართა. "იმედის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად იენს სტოლტენბერგმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტის ბოლოს ეწვევა. 

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 11:40

საზოგადოება

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

27 ნოემბერი 2021, 11:24

მსოფლიო

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა. დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.

27 ნოემბერი 2021, 11:14

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.

27 ნოემბერი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.59%-ს შეადგენს

26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღეში - 9.01%, ხოლო 7 დღეში - 9.03%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

ირაკლი მელაშვილი

27 ნოემბერი 2021, 11:00

პოლიტიკა

ირაკლი მელაშვილი: ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით "ოცნებასთან" ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება, - წერს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

27 ნოემბერი 2021, 10:59

მსოფლიო

ბაღდადში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ბაღდადში 10 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ასობით დემონსტრანტმა, რომლებიც პროირანულ ყოფილ გასამხედროებულ ძალასთან, „ეროვნული მობილიზაციის ძალებთან“ არიან კავშირში, ე.წ. „მწვანე ზონაში“ შესვლა სცადა. ამ ზონაში განთავსებულია სამთავრობო შენობები და უცხოური მისიები

27 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 179 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 179-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 145 233 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

27 ნოემბერი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 058 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

27 ნოემბერი 2021, 10:52

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

ადელი

27 ნოემბერი 2021, 10:33

კულტურა

ადელის ახალი ნამუშევარი წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა

ინგლისელი მომღერლის, ადელის ბოლო ნამუშევარი „30“ 2021 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა და Abba-საც კი გადაასწრო, რომელიც, ამ დრომდე, აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე იყო.

27 ნოემბერი 2021, 10:29

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად. ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ.

27 ნოემბერი 2021, 10:14

რეგიონი

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

27 ნოემბერი 2021, 10:12

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ კაპანახჩში ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

27 ნოემბერი 2021, 10:05

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

27 ნოემბერი 2021, 10:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ურუგვაის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო - ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ სილვია ნანეს შეხვდა.

27 ნოემბერი 2021, 09:40

პოლიტიკა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურდა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

27 ნოემბერი 2021, 09:20

კულტურა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ (Hellbound) „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 09:00

COVID19

ჩილემ 3 წლიდან ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა „სინოვაკის“ ვაქცინის 3 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 08:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკის შტატში 2022 წლის 15 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულმა მიიღო.