imedi /  04 მარტი 2020, 00:04 / სანდო წყარო

ჯემალ გამახარია: ვითარება სოხუმში რთულია

ჯემალ გამახარია

ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სოხუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა. იგი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ავადმყოფობას რუსეთის რევანშს უკავშირებს და მოსახლეობაში სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავს.

ვითადება სოხუმში რთულია. ერთი ერთში განმეორდა ის, რაც წინა დე ფაქტო არჩევნებზე მოხდა. მოსკოვიდან დაბრუნებულ ასლან ბჟანიასა და მის მცველებს მოწამვლის ნიშნები აქვთ. ამასთან დაკავშირებით კრასნოდარში გამოქვეყნდა სამედიცინო დასკვნა, თითქოს ასლან ბჟანიას პნევმონია აქვს. ამან სოხუმში დიდი მღელვარება გამოიწვია. ასლან ბჟანიას შტაბის წევრები ამბობენ, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებენ. „პრეზიდენტობის“ სამივე კანდიდატი ერთმანეთს რუსეთის სიყვარულში ეჯიბრება, რისიც რუსეთს არ სჯერა. რუსეთისთვის დიდი დარტყმა იყო იანვარში განვითარებული მოვლენები და ბჟანიას მოწამვლა სწორედ რუსეთის რევანში იყო. მოსახლეობის მღელვარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერები „პრეზიდენტის ადმინისტაციასთან“ შეიკრიბნენ და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან რაიონის ადმინისტრაციის ყველა ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. შენობის მეორე მხარეს ბჟანიას მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.

2020 წლის 17 თებერვალს დე ფაქტო ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად ადგურ არძინბა, ლეონიდ ძიაფშპა და ასლან ბჟანია დაარეგისტრირა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა სამ დღეში, წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“

25 ნოემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის კოვიდის გავრცლების პრევენციის მიზნით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუ

25 ნოემბერი 2020, 13:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 13:39

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს. სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.

25 ნოემბერი 2020, 13:32

რეგიონი

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა. მას არ ეკუთვნოდა და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც თავდასხმის მიზეზი გახდა.

ნათია თურნავა

25 ნოემბერი 2020, 13:25

ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა თურნავამ.

შალვა ნათელაშვილი

25 ნოემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები

ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

კელი დეგნანი

25 ნოემბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებიან

„პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მეგან მარკლი

25 ნოემბერი 2020, 13:02

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

„მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მარკლი.

აკაკი ზოიძე

25 ნოემბერი 2020, 12:51

COVID19

აკაკი ზოიძე: ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

რიგა

25 ნოემბერი 2020, 12:46

COVID19

ლატვიაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა

ლატვიის ხელისუფლებამ, რიგის გარშემო მდებარე 12 რაიონში კარანტინი გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 12:38

ეკონომიკა

ნოემბერში კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 12:23

ეკონომიკა

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

ლევან რატიანი: თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

25 ნოემბერი 2020, 12:09

ეკონომიკა

​​​​​​​Tesla-ს კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა

აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა. Tesla-ს აქციებზე ბოლოს, ფასის ნახტომი კომპანიის განაცხადს უკავშირდება

კორონავირუსი

25 ნოემბერი 2020, 12:07

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ანტირეკორდი ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 507 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ანტირეკორდი ქვეყანაში ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 538 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 660 419 პაციენტი.

გიორგი გახარია ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე

25 ნოემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 11:55

COVID19

ლევან რატიანი: უამრავი პაციენტი მოხსნილა მართვითი სუნთქვიდან, მიუხედავად ასაკისა და ქრონიკული დაავადებისა

ყველა სუნთქვის უკმარისობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არ სჭირდება, მაგრამ არსებობს რაღაც ნაწილი, როდესაც ინფექცია პროგრესირებს. პროგრესირებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტს არ უვლის, ამ დროს ინფექცია განიცდის პროგრესირებას და ასეთი გამოხატულება აქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ჯო ბაიდენი ადმინისტრაცია

25 ნოემბერი 2020, 11:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის მრჩეველი გახდება კლიმატის საკითხებში. სწორედ მისი ხელმოწერაა პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე, რომლიდანაც აშშ ტრამპმა გაიყვანა. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

25 ნოემბერი 2020, 11:48

საზოგადოება

კრწანისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.

კორონავირუსის ტესტირება

25 ნოემბერი 2020, 11:48

COVID19

კახეთში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტაში გამოვლენილია ინფიცირების 182 შემთხვევა, გურჯაანში - 589, დედოფლისწყაროში - 259, თელავში - 846, ლაგოდეხში - 331, საგარეჯოში - 279, სიღნაღში - 193, ყვარელში - 244.