აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, - ამის შსახებ ნათქვამია აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელთა განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, ტელევიზიის დირექტორმა რედაქტორის პოზიციაზე ფირუზ ბოლქვაძე ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე დანიშნა. თანამშრომელთა განცხადებით, ბოლქვაძე გუნდის ერთსულოვნებას არ იზიარებდა და მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ მგრძნობელობით არასდროს გამოირჩეოდა.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ახალი ამბების სამსახურიდან უსამართლოდ და სარედაქციო პოლიტიკის საბოლოოდ შეცვლის მიზნით, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის გათავისუფლების ფონზე, ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა.
ამასთან, მისი შეხედულებები უმცირესობებთან დაკავშირებით, სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთიკურ სტანდარტს. მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ იგი არ იზიარებს ახალი ამბების გუნდის სულისკვეთებას და არ სურს ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ანალიტიკური გუნდის გამოცდილი რედაქტორები.
ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, დირექტორმა ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე რედაქტორის პოზიციაზე დანიშნა ფირუზ ბოლქვაძე. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გუნდის ერთსულოვნებას და არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ. ამ შეთავაზების მიღებით კი იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენეჯმენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს.
კიდევ ერთი გარემოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის კონსულტანტს უკავშირდება. ეს პოზიცია დირექტორმა ლალი ბერძენიშვილს ჩააბარა და გიორგი აბაზაძეს დამხმარედ დაუნიშნა (კონსულტანტი ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი შინაარსზე).
ცნობისთვის, დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ახალი ამბების უფროსს მოადგილე (დამხმარე) არ სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კი კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ გიორგი კოხრეიძის და მისი მხარდამჭერი მრჩევლების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის, მაია მერკვილაძის რედაქციიდან ჩამოშორება იყო.
უნდობლობის, ცინიზმისა და არაკვალიფიციური ხელმძღვანელების პირობებში ახალი ამბების დაგეგმვა და მომზადება ან მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის აღება ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია. ამ პროცესს უკვე გამოეხმაურა ევროპის საბჭო, მანამდე კი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე,“ ჩვენ გვაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
ამასთან, ყველასთვის ცნობილია, როგორ აირჩიეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, სასამართლოს იარაღად გამოყენების შედეგად, გიორგი კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა. ცნობილია, რომ სწორედ ამის შემდეგ გახდა ნათია ზოიძე ზეწოლის და დევნის მსხვერპლი. ამას მოჰყვა რედაქტორის ნათია შავაძის შეთავაზების გარეშე გათავისუფლება, შემდეგ მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, მიუღებელი პოლიტიკის გამო ნინო ხოზრევანიძის სამსახურიდან წასვლა და ახალი ამბების უფროსის შორენა ღლონტის დისციპლინური დევნის საფუძველზე, რედაქციიდან ჩამოშორება. ქრონოლოგია და ფაქტები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ახალი ამბების შინაარსის შეცვლა და ცენზურა, რაც დირექტორის პირველივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთებოდა. მივმართავთ მენეჯმენტს და მრჩეველთა საბჭოს აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ მძიმე ვითარებაზე და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი გათავისუფლებული, ან სამსახურიდან იძულებით წასული ადამიანი, დაშლილი წარმატებული გუნდი და მხოლოდ დირექტორის და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მხარდაჭერილი კადრებით შექმნილი შინაარსი. მივმართავთ, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის დეპუტატებს აიღომ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებზე და პატივი სცენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელევიზიაში ასევე აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაწუყებლის ახალ ამბებში კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ გაუქმდა ახალი ამბების უფროსის მოადგილის შტატი, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს საინფორმაციოს უფროსი. ახალ ამბებში არ დარჩა პასუხისმგებელი პირი, რომელიც ნიუსრუმს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე საინფორმაციო სამსახურის გადაცემებს დაგეგმავდა.
ახალი ამბები ითხოვდა, რომ მოქმედი რედაქტორებიდან დანიშნულიყო მოვალების შემსრულებელი, რაზეც უარი მიიღეს. პარალელურად მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი გაფიცვისთვის ემზადება.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 18:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
13 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 18:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
13 აპრილი 2026, 18:27
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,
13 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.
13 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.
13 აპრილი 2026, 17:12
მსოფლიო
მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ
უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.
13 აპრილი 2026, 17:08
მსოფლიო
გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ
„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.
13 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს
„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
13 აპრილი 2026, 16:29
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა
მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.
13 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:22
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.


