imedi /  15 მაისი 2020, 14:30 / სანდო წყარო

ოპოზიციური პარტიები აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებას სთხოვენ

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე შვიდმა ოპოზიციაურმა პარტიამ განცხადება გააკეთა.

ისინი ტელევიზიაში ზეწოლებზე საუბრობენ. მიიჩნევენ, რომ მენეჯმენტი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა. ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებას სთხოვენ.

„ტელევიზიაში მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების გათავისუფლების პროცესი. მენეჯმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეშად ერევა და ეს ყველაფერი ხელისუფლების დავალებით ხდება“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია აბულაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს აჭარის ტელევიზიის კადრების სამსახურის უფროსი, ემზარ პაქსაძე გამოეხმაურა. მან მოუწოდა, პოლიტიკურ პარტიებს, განცხადებები დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გააკეთონ.

მისივე თქმით, ყველა ქმედება განხორციელდა კანონის სრული დაცვით.

„არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს. თუ კადრების გათავისუფლება განხორციელდა, ეს იყო არა მარტო კანონიერი, არამედ სამართლიანი. მე, როგორც კადრების სამსახურის უფროსი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ყველა ქმედება განხორციელდა კანონის სრული დაცვით. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გამჭვირვალე. ყველას მივაწვდით დოკუმენტაციას და უმჯობესია, მისი გაცნობის შემდეგ გააკეთონ შეფასებები", - განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

აჭარის ტელევიზიიდან გადაცემა „ჰეშთეგის" წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი და საინფროამციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გაუშვეს. რამდენიმე ჟურნალისტი და პროდიუსერი კი რადიოში გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 09:37

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება

კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით,ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში არ წარიმართოს.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2020, 09:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ Twitter-ის გვერდზე ყველა პოსტს თვითონ არ წერს

„პოსტებს მხოლოდ დილით ან საღამოს ვდებ, სხვა დროს- იშვიათად. ამისთვის მყავს ერთი შესანიშნავი ბატონი. დენი ამ საქმეს მშვენივრად აკეთებს,“-აღნიშნა ტრამპმა. მას მხედველობაში დენი სკავინო ჰყავდა, რომელიც პრეზიდენტის აპარატში სოციალური ქსელების მიმართულებას კურირებს.

25 მაისი 2020, 09:09

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, სოფელ ხალაწანთან იყო. 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 06:06 საათზე მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

25 მაისი 2020, 09:00

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში და როგორია პაციენტების მდგომარეობა

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 1 ინფიცირებული იმყოფება. კორონავირუსის დიაგოზით, იქ სულ 14 პაციენტია, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, მათთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაცინტების მდგომარეობა სტაბილურია და სამი მათგანის გაწერას ელოდებიან.

25 მაისი 2020, 08:41

პოლიტიკა

უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებულ საქართველოს ელჩს საგარეო უწყებაში დღეს ელოდებიან

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი კარანტინი დიპლომატს სწორედ დღეს უსრულდება, შესაბამისად, მას სამინისტროში ელოდებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ ზალკალიანმა განაცხადა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

25 მაისი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდა განახლდება

დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით. მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

25 მაისი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

25 მაისი 2020, 08:02

კულტურა

26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება. ფილმები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება.

25 მაისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა

ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.

კატა ფეხბურთი

25 მაისი 2020, 00:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა ფეხბურთელმა თავის კატას გოლი ვერ გაუტანა ⚽🐈 ვიდეო

დიქსონმა კარი თავის სახლში დააყენა და გოლის გატანას პატარა წითელი ბურთით ცდილობდა. კატა კი, რომელსაც სახელი „ბავარიის“ მეკარის, მანუელ ნოინერის პატივსაცემად მიაუნუელ ნოიერი დაარქცა, ყველა დარტყმას იგერიებდა.

ლამები

25 მაისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

უელსში იზოლაციაში მყოფთათვის საკვები ლამებს მიაქვთ

სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ. ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

თენგიზ ცერცვაძე

24 მაისი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კორონავირუსი იტალია

24 მაისი 2020, 22:57

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 50 ადამიანი დაიღუპა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. სულ დაღუპულთა რიცხვი 32 785-მდე გაიზარდა.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:51

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს

ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ევროკავშირისთვის.დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.