imedi /  10 მარტი 2020, 13:19 / სანდო წყარო

ოპოზიციური პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ

მურმან დუმბაძე

ოპოზიციური პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, ითხოვენ. ისინი მზად არიან მართველი გუნდის წინადადებაც განიხილონ.

"მოვითხოვთ უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრაზე დააყენოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ინიცირებულია და საყოველთაო-საჯარო განხილვებიც მოეწყო. ასევე მზად ვართ, მმართველ გუნდთან კონსულტაციებისთვის, თუ მათ აქვთ რამე წინადადება", - განაცხადა დღეს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე პარტია „ემსახურე საქართველოს“ ლიდერიმა მურმან დუმბაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დუმბაძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზადაა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები ჰქონდეს.

„მზად ვართ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციები გვქონდეს, რომ არჩვენების ჩატარებასთან დაკავშირებით შევჯერდეთ იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ცენტრალური დონზე არსებულ როგორც პოლიტიკურ, ასევე კონსტიტუციურ ლოგიკასთან. ასევე, საბოლოო შედეგი კიდევ უფრო სამართლიანი გავხადოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოიპოვებს უმრავლესობას", - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მურმან დუმბეს.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 6 მაჟორიტარია.

ყველა სიახლე

Sputnik V-ვაქცინა

21 იანვარი 2021, 18:21

COVID19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ის არის დამარცხებული „მთავარსარდალი“, ომიდან გაქცეული, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები

მქონდა ილუზია, რომ დღევნდელ დღეს მაინც ამ სპეკულაციებსა და სიგიჟეში არ შევიდოდნენ და ამ ისტორიული გამარჯვების დღეს გადადებდნენ ყველაფერს და უბრალოდ მიულოცავდნენ ქართველ ხალხს, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ თავს ისტორიულ, სამართლებრივ ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

21 იანვარი 2021, 18:13

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულია

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 18:01

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური კომუნიკაცია პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტთან.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველომ სამართლებრივი ომი მოიგო და ეს იყო ბეჭედი რომ - რუსეთი ოკუპანტია

დღეს არის მართლაც ისტორიული დღე, ჩვენ ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ და ბევრჯერ გამოგვადგება. სამართლებრივად ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების სხვადასხვა პუნქტი, საერთაშორისო ვალდებულებების აბსოლუტური იგნორირება გააკეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 218 ადამიანს გამოუვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,246 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,053 ადამიანი. ვირუსისგან 218,387 პაციენტი განიკურნა.

21 იანვარი 2021, 17:52

საზოგადოება

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკურებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.

21 იანვარი 2021, 17:49

რეგიონი

გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 17:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რასაც ოპოზიციაში ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა, ეს რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს

ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 17:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი
ჟოზეფ ბორელი

21 იანვარი 2021, 17:41

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელთან კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

ბადრი ბიწაძე

21 იანვარი 2021, 17:36

სამართალი

ბადრი ბიწაძე: რუკების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, სასაზღვრო პოლიციას უკვე დადგენილი საზღვრების დაცვა ევალებოდა

ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას, სადაც მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:35

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

21 იანვარი 2021, 17:11

COVID19

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

ბაღდადი აფეთქება

21 იანვარი 2021, 17:01

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ერაყში, ბაღდადის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე, დაშავებულთა კი 73-ს შეადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 იანვარი 2021, 16:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ

„შევეხეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ევროპულ მახარეს ინფორმაცია სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და გარკვეული მოლოდინი დაფიქსირდა ქართული მხრიდან, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. პრეზიდენტ მიშელმა დააფიქსირა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის ისაუბრებს თავის კოლეგებთან სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს საღამოს იმართება და ზოგადად ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - გააცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის

გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა - ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა.