imedi /  17 დეკემბერი 2020, 14:13 / სანდო წყარო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარა ბიუჯეტი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომას 14 დეპუტატი დაესწრო. რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტის შეადგენს 328 მილიონ 474 ათას ლარს. პრიორიტეტებია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტი პასუხობს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პანდემიით შექმნილ პრობლემებს.

„დავთმეთ რაც დასათმობი იყო და არ დავთმეთ ის, რაც არ იყო დასათმობი. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. თანხები მაქსიმალურად არის მობილიზებული მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ილია ვერძაძემ.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტი, როგორებიცაა გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. სასურსათო კალათების მიწოდება მოქალაქეებისთვის პროგრამულ სახეს მიიღებს, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა კვლავ რჩება პრიორიტეტად, რისთვისაც ბიუჯეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს კოვიდ-სასტუმროების მართვას. იზრდება სარეზერვო ფონდი, რაც მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.

ასევე, მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი (3 მლნ ლარი). იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მეტ ბავშვს მიეცემა თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელების საშუალება. 2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება სტუდენტთა, დაგეგმილია უმაღლესი დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ლექტორ-მასწვლებლების ანაზღაურების კუთხით. პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. გაგრძელდება კულტურის სფეროში მოღვაწე პირების, თავისუფალი ხელოვანების, ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საოჯახო მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსება. აქცენტი გაკეთდება ბიო-მეურნეობის განვითარებაზე. გაგრძელდება ხვნა-თესვის პროგრამა, ასევე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 18:37

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის საქმეზე აშშ-მა რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

02 მარტი 2021, 18:22

პოლიტიკა

2023 წლის 1-ელ იანვრამდე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს

კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. უფრო ზუსტად, მიწის რეგისტრაცია სოციალურ ქულაზე არ აისახება.

ნინო თანდილაშვილი

02 მარტი 2021, 18:20

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი: დამაბინძურებელი საწარმო ვალდებული იქნება, თვითონვე აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი

თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 18:18

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კერესელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

02 მარტი 2021, 18:14

საზოგადოება

​გენადი ბესტაევის მეზობლების განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლოს განაჩენი უსამართლოა

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, სოფელში კი ამბობენ რომ ის უკანონოდ არის დაკავებული რადგან მისი სახლი გამყოფ ხაზზეა და ეზოს ერთი მხარე უკვე ოკუპირებულ ხელჩუაში გადის. თანასოფლელებს არც მეორე ბრალდების სჯერათ და ამბობენ, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდა რუსების მიერ მოგონილი ტყუილია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 18:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება

საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. პაპუაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიღებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობა უწოდა.

02 მარტი 2021, 18:10

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 778 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 778 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 10 587 001 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 255 720 ადამიანი გარდაიცვალა.

გიგა ჭიკაძე

02 მარტი 2021, 18:00

სპორტი

UFC-ში გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება და მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ცნობილი მებრძოლი ამერიკელი ქაბ სვონსონი იქნება. გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა ჯეიმი სიმონსს ნოკაუტით სძლია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 17:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომელზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

02 მარტი 2021, 17:56

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით.

სეტ ბერკლი

02 მარტი 2021, 17:55

COVID19

სეტ ბერკლი: Pfizer-მა ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებასა და ზარალის ანაზღაურების საკითხებზე დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვა, რასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ დოზების ის მოცულობა იყოს ხელმისაწვდომი, რაზეც თავდაპირველად ვსაუბრობდით, მაგრამ შეფერხება არის და ეს მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება Pfizer-ს, კომპანიამ ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებასა და ზარალის ანაზღაურების საკითხებზე დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვა, რასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა. ეს არის Pfizers-ის ვაქცინის დისტრიბუციის შეფერხების ერთი-ერთი მიზეზი, რაც არ შეესაბამება იმ სურვილის, რაც ჩვენ გვქონდა, მაგრამ პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში სიახლეები გვექნება“, - აცხადებს ბერკლი.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 17:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ კონსტრუქციულად მოსაუბრე ოპონენტებს საკუთარი ნამდვილი ზნის გამოსავლენად რამდენიმე საათი დასჭირდათ

გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, კონსტრუქციულად ესაუბრათ, თუმცა რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ მათ საკუთარი ნამდვილი ზნე გამოევლინათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 17:50

სპორტი

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდის სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

02 მარტი 2021, 17:43

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება განახორციელა

საქართველოს საჰაერო კოდექსის და „საფრენოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააეროსნო მომსახურების საწარმოს შპს „საქაერონავიგაციის“ ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. ორგანიზაციას ახალი სერთიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.

02 მარტი 2021, 17:40

სპორტი

საკალათბურთო სუპერლიგის 2020-2021 წლების ახალი სეზონი დაიწყო

საკალთბურთო სუპერლიგის 2020-2021 წლების ახალი სეზონი, კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით, მაყურებლების გარეშე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაცია სუპერლიგის მატჩების განრიგს აქვეყნებს.

ფრიდონ ინჯია

02 მარტი 2021, 17:40

პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 17:35

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ნიუანსი, ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს საუბარი, – ამის შსახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა.

02 მარტი 2021, 17:29

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს.

ლომთათიძის ქუჩა

02 მარტი 2021, 17:29

პოლიტიკა

ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

არმენ სარქისიანი

02 მარტი 2021, 17:25

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი. ამის შესახებ სომხური მედია წერს.