ლადო მგალობლიშვილი: ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს აჭარაში დესტრუქცია
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს აჭარაში დესტრუქცია, - ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა სხდომაზე განაცხადა. ასე ის მოძრაობა „ალტერნატივას“ აქციას გამოეხმაურა, რომელიც საბჭოს შენობასთან მიმდინარეობს.
„მარგინალური ჯგუფი, რომელიც ქვემოთ იმყოფება, დადის რამდენიმე დღეა ჩვენს სახლებთან და პირდაპირ ადგილი აქვს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, საცხოვრებლებზე ცდილობენ იერიშის მიტანას. ეს არის სამარცხვინო საქციელი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს არ მიკვირს. მაგრამ 21-ე საუკუნეა და იქნებ ჩახედოს ვარშალომიძემ კალენდარში და გასცეს ბრძანება, რომ იქნებ შეწყვიტოს სამარცხვინო ქმედებები“, - განაცხადა მგალობლოშვილმა.
მართველი გუნდის წევრების სახლებთან „ალერნატივას“ მიერ გამართულ აქციებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც გამოეხმაურა.
„უნდა გამოვეხმაურო და არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მრავალჯერ გავიმეორებ, ეს არის ოჯახებში და სახლებში მოვარდნები. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი იმ პიროვნების შეფასება ვერ მოვისმინე, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, არა აქვს მნიშვნელობა, ის რიგითი მოქალაქეა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპონენტია თუ არა, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. დღეს თუ დავით გაბაიძის, ლადო მგალობლიშვილის და სხვების ეზოში მიდის ეს ხალხი, ხვალ, შესაძლებელია, თქვენ მოგივარდეთ და არ არის ეს ის პრეცენდენტი, რომელიც უნდა დავნერგოთ. ვიცი რომ მაქვს თმენის ვალდებულება და არანაირი ზედმეტი რეაქცია არ მქონია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღოსთვის არ არის ეს სასარგებლო და როდესაც ვიღაც წუხს, რომ ვიღაცის ბავშვები ამერიკიდან იყურებიან და წუხან ოჯახთან დაკავშირებით, ჩვენც გვყავს ბავშვები და ლატარიაში მოგებული ოჯახის წევრები არავის არ გვყავს. ყველა განიცდის ოჯახის წევრზე, ყველაფერს აქვს საზღვარი, აქ რაც უნდა ის აკეთონ კანონის ფარგლებში", - განაცხადა გაბაიძემ.
სხდომის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია აქციას მართავს.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 20:36
პოლიტიკა
ყოფილი დიპლომატი დიპლომატების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ, ყოფილი დიპლომატი ელჩებს პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავს და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა კონკრეტულად, ზურაბიშვილის რადიკალიზმს.
04 ნოემბერი 2024, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის თვალსაჩინო ტყუილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ფაქტების გადაფარვა ოპოზიციამ სპეკულაციით სცადა, რისთვისაც საპრეზენტაციო მონიტორზე გამოტანილი საქართველოს რუკა გამოიყენეს. რუკის ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუხი ფერის იყო. დეზინფორმაციის მიხედვით კი, რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ასახული.
04 ნოემბერი 2024, 20:25
არჩევნები 2024
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
როგორც აქციიდან „ქრონიკის“ ჟურნალისტი იტყობინება, იგი დაგვიანებით დაიწყო და ამ წუთებში შეკრების მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
04 ნოემბერი 2024, 20:10
არჩევნები 2024
ოპოზიცია დამნაშავეებს ისევ სხვაგან ეძებს - რატომ აქციეს პრობლემად საქართველოში ის, რაც ევროპაში არავის გაუპროტესტებია? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფარულობის პრინციპის დარღვევის შესახებ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტები დაუპირისპირა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლის არჩევნებში პრობლემა, არც ევროპას დაუნახავს და არც ქართულ ოპოზიციას.
04 ნოემბერი 2024, 19:51
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი გამოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:47
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:46
კულტურა
Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი კონცერტის დროს სცენის ქვეშ ჩავარდა
მელბურნის მარველის სტადიონზე Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენის ქვეშ ჩავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
04 ნოემბერი 2024, 19:42
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:35
მსოფლიო
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსადაა გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:05
არჩევნები 2024
ტრამპი: „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა.
04 ნოემბერი 2024, 19:04
არჩევნები 2024
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია - პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ. - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 18:46
პოლიტიკა
ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია
ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.
04 ნოემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს ოპოზიციის მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში
ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს მათი მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციის მისამართით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ვის შეუძლია ისაუბრო იმაზე, რომ ეს ხელისუფლება თითქოს და, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ ხედავს, რომელიც უკვე ამდენი წლის განმავლობაში ეწევა საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას
ვის შეუძლია ისაუბრო იმაზე, რომ ეს ხელისუფლება თითქოს და, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ ხედავს, რომელიც უკვე ამდენი წლის განმავლობაში ეწევა საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას, - განაცხადა „დღის ქრონიკის“ ეთერში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რომელიც საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა.
04 ნოემბერი 2024, 18:29
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „კიდევ ერთხელ სცადეთ“ ბარათი ამოუვიდა ოპოზიციას ამ არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა დაანახა ეს ბარათი
„კიდევ ერთხელ სცადეთ“ ბარათი ამოუვიდა ოპოზიციას ამ არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა დაანახა ეს ბარათი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
04 ნოემბერი 2024, 18:23
არჩევნები 2024
ნინო წილოსანი: თუ ვინმეს გამოძიება აინტერესებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა შეუძლია დაინტერესდეს იმ პროცესებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს
გამოძიება, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ ადგილობრივები საუბრობდნენ, არის ის პროცესი, რომელიც რეალურად უკვე მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
04 ნოემბერი 2024, 18:18
არჩევნები 2024
ნინო წილოსანი: მთელი დამრტყმელი ძალა წინასაარჩევნოდ გამოიყენეს, რაც მიმართული იყო ამომრჩევლის დაშინებისკენ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე თუ სხვა ფაქტორებზე საუბრით ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის არჩევანზე
სრულიად ინტელექტისგან და პოლიტიკური პრინციპებისგან დაცლილმა ოპოზიციამ, [არჩევნებზე] ის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ საგარეო აქტორებისა და მათი ლობისტების მხრიდან უზომოდ დიდი დახმარების გამო მიიღო. ახლა ვეღარ იქნებიან ამ საგარეო დახმარების იმედზე, რადგან რა მაქსიმალური ეფექტიც შეიძლებოდა ჰქონოდა ამ გარე ჩარევებს, ეს ყველაფერი არჩევნების დღეს დავინახეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“.
04 ნოემბერი 2024, 18:14
არჩევნები აშშ
CNN: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, შესაძლოა, არჩევნების ღამეს არ დასახელდეს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, შესაძლოა, არჩევნების ღამეს არ დასახელდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან კანდიდატები გადამწყვეტ შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის აქციაზე: ასეთი გასაცოდავებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა. ალბათ ტოპ ტვინებმა და თენგომ განსაკუთრებით აქტიურად იმუშავეს, რომ მორიგი აბსურდი შესთავაზონ საკუთარ ამომრჩეველს და გამოკვებონ ისინი
ასეთი გასაცოდავებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა. ფაქტობრივად, გეგმის გასაცნობად შეკრებილი ოპოზიცია ამცნობს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ხელახლა გეგმავენ შეკრებას, რომ ისევ გეგმა გააცნონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
04 ნოემბერი 2024, 18:01
არჩევნები 2024
თამთა მეგრელიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშზე: აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკოზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა პირებმა პასუხი აგონ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ეკა გიგაურის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელია, გამოქვეყნებული ანგარიში იდიოტიზმით იწყება.