18 აგვისტო 2026, 13:10 / სანდო წყარო

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

დავით კოდუა

დავით კოდუა

ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით კოდუა პოლიტიკურ ჯგუფებსა და მათ აქტორებს მოუწოდებს დეზინფორმაცია არ გაავრცელონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.

ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.

წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება
ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას“, - აცხადებს დავით კოდუა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

18 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპის 24 სექტემბერს შეხვდება

Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.

ალექსანდერ სტუბი

18 აგვისტო 2026, 14:22

მსოფლიო

ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან

„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.

18 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს

გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

18 აგვისტო 2026, 13:08

საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 13:04

საზოგადოება

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

18 აგვისტო 2026, 12:41

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით

ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

18 აგვისტო 2026, 12:39

მსოფლიო

ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

„ამ რუსულ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც დაუმატონ ჩვენს სამართლიან პასუხებს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული საკუთარი ნაბიჯები“, - დაწერა თავის Telegram-არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზე

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

18 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

სააგენტოს წყაროების თქმით, სიტუაციას დამატებით ამერიკული საზღვაო ბლოკადა ამძიმებს. ირანი ცდილობს პირველადი მოხმარების საქონელი სახმელეთო მარშრუტებითა და კასპიის ზღვის გავლით გადაზიდოს, თუმცა ხიდებზე განხორციელებული დარტყმები ასეთი გადაზიდვების ღირებულებასა და ხანგრძლივობას ზრდის. ბენზინის იმპორტი ბლოკადის გამო ფაქტობრივად შეწყდა: ქვეყანა დღეში დაახლოებით 130 მილიონ ლიტრს აწარმოებს, მაშინ როცა მოხმარება 137 მილიონ ლიტრს შეადგენს.

18 აგვისტო 2026, 12:34

საზოგადოება

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

18 აგვისტო 2026, 12:26

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

18 აგვისტო 2026, 12:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 12:20

საზოგადოება

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

18 აგვისტო 2026, 12:17

მსოფლიო

ფილიპინებზე მოზარდმა სკოლაში მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მსროლელმა მალულად შეძლო სკოლაში პისტოლეტის შეტანა, შემდეგ კი მასწავლებლის მიმართულებით გაისროლა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი სხვა საკლასო ოთახში გადავიდა და ესროლა მოსწავლეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მსროლელმა თავი მოიკლა.

18 აგვისტო 2026, 12:10

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: სეულს არ აქვს განზრახვა, აშშ-სთან სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა „არსებითად შეამციროს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მის ინიციატივას უპასუხა.

18 აგვისტო 2026, 11:57

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ალიანსის დატოვების მითითება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. სააკაშვილმა წერილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლევან ბეჟაშვილს გაუგზავნა. „ქრონიკამ“ ინფორმაციის გადამოწმება ალიანის წევრებთან სცადა, თუმცა ისინი კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან.