18 აგვისტო 2026, 13:04 / სანდო წყარო

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილი პირობების, მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წეროვნის საჯარო სკოლაც დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეებისთვის შექმნილ პირობებს. ასევე, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებ, რომლებიც დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებსა და ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით მიეწოდებათ.

სტუმრებმა დევნილ ოჯახთანაც გამართეს შეხვედრა, გაეცნენ მათ საცხოვრებელ გარემოსა და გამოცდილებას.

წეროვანში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

18 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპის 24 სექტემბერს შეხვდება

Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.

ალექსანდერ სტუბი

18 აგვისტო 2026, 14:22

მსოფლიო

ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან

„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.

18 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს

გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

დავით კოდუა

18 აგვისტო 2026, 13:10

რეგიონი

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 13:08

საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

18 აგვისტო 2026, 12:41

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით

ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

18 აგვისტო 2026, 12:39

მსოფლიო

ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

„ამ რუსულ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც დაუმატონ ჩვენს სამართლიან პასუხებს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული საკუთარი ნაბიჯები“, - დაწერა თავის Telegram-არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზე

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

18 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

სააგენტოს წყაროების თქმით, სიტუაციას დამატებით ამერიკული საზღვაო ბლოკადა ამძიმებს. ირანი ცდილობს პირველადი მოხმარების საქონელი სახმელეთო მარშრუტებითა და კასპიის ზღვის გავლით გადაზიდოს, თუმცა ხიდებზე განხორციელებული დარტყმები ასეთი გადაზიდვების ღირებულებასა და ხანგრძლივობას ზრდის. ბენზინის იმპორტი ბლოკადის გამო ფაქტობრივად შეწყდა: ქვეყანა დღეში დაახლოებით 130 მილიონ ლიტრს აწარმოებს, მაშინ როცა მოხმარება 137 მილიონ ლიტრს შეადგენს.

18 აგვისტო 2026, 12:34

საზოგადოება

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

18 აგვისტო 2026, 12:26

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

18 აგვისტო 2026, 12:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 12:20

საზოგადოება

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

18 აგვისტო 2026, 12:17

მსოფლიო

ფილიპინებზე მოზარდმა სკოლაში მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მსროლელმა მალულად შეძლო სკოლაში პისტოლეტის შეტანა, შემდეგ კი მასწავლებლის მიმართულებით გაისროლა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი სხვა საკლასო ოთახში გადავიდა და ესროლა მოსწავლეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მსროლელმა თავი მოიკლა.

18 აგვისტო 2026, 12:10

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: სეულს არ აქვს განზრახვა, აშშ-სთან სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა „არსებითად შეამციროს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მის ინიციატივას უპასუხა.

18 აგვისტო 2026, 11:57

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ალიანსის დატოვების მითითება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. სააკაშვილმა წერილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლევან ბეჟაშვილს გაუგზავნა. „ქრონიკამ“ ინფორმაციის გადამოწმება ალიანის წევრებთან სცადა, თუმცა ისინი კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან.