01 მაისი 2020, 18:02 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ყველას აქვს საშუალება, საკუთარი პროდუქცია გაყიდოს

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

ყველას ვაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარ ეზოებში მოყვანილი პროდუქცია თუ მაგალითად ყველი, მიიტანონ ბაზრებამდე, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ PosTv-ს ეთერში საუბრისას.

„ორშაბათიდან დავიწყეთ ბაზრების გახსნა. რამდენიმე ბაზარი უკვე ფუნქციონირებს იმერეთის მასშტაბით, უახლოეს დღეებში კიდევ 3-4 მუნიციპალიტეტში გაიხსნება აგრარული ბაზრები. ჩვენი მოსახლეობა, ვისაც იქ პროდუქციის შეტანა და გაყიდვა უნდა, ისარგებლებენ ამ სივრცით“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეს ქუთაისში კიდევ ერთმა აგრარულმა ბაზარმა განაახლა მუშაობა. იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 21:26

COVID19

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის დასაფინანსებლად 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

04 ივნისი 2020, 21:17

მსოფლიო

ირანმა 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვეტერანი გაათავისუფლა

თეირანიდან უაითი შვეიცარიაში გადაიყვანეს, საიდანაც სამშობლოში შვეიცარიის სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნებენ. უაითს 13 წლიანი პატიმრობა ირანის ხელისუფლების შეურაცხყოფის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. ციხეში ის კორონავირუსით დაინფიცირდა.

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 21:17

პოლიტიკა

მარიამ ჯაში 8 მარტის შეთანხმებაზე: თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას

ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის წყალობით, მოვახერხეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავტეხეთ და მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე. უაღრესად მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყონ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.

04 ივნისი 2020, 20:57

სამართალი

პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს.

04 ივნისი 2020, 20:54

COVID19

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრენტ შეფსის განმარტებით, გამონაკლისი ბავშვებისთვის, მოხუცებისა და იმ პირებისთვის გაკეთდება, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას

მმართველი პარტია ყოველთვის მომხრეა მაჟორიტარული სისტემის, თუმცა „ქართული ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

კაილი ჯენერი

04 ივნისი 2020, 20:47

მსოფლიო

Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანები დაასახელა

რეიტინგში მოდელი კაილი ჯენერი ლიდერობს, რომელმაც წელს 590 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან თავისი კოსმეტიკური კომპანიის გაყიდვით მიიღო. მეორე ადგილს იკავებს რეპერი კანიე უესტი, რომლის შემოსავალმაც 170 მილიონი დოლარი შეადგინა

გიორგი რურუა

04 ივნისი 2020, 20:43

სამართალი

მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი. მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და. ვეფხვაძეების ოჯახი კი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ „ქრონიკასთან“ მია ვეფხვაძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ჯაში: ნოემბერში, შეთანხმებული ცვლილების ჩავარდნა მოულოდნელი იყო

რაც უფრო მალე გადავიდოდა ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა უფრო უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

04 ივნისი 2020, 20:33

სამართალი

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა. 2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო. „ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

04 ივნისი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში 1-ლი მარტიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს 1-ლი მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

უენდი მორტონი

04 ივნისი 2020, 20:24

საზოგადოება

უენდი მორტონი: მოხარული ვარ გიორგი გახარიას მხარდაჭერით, რომელიც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა

„ძალიან მახარებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასგან, რომელიც დღეს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა. საერთაშორისო თანამშრომლობა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვამაყობ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებით!“, - წერს უენდი მორტონი.

04 ივნისი 2020, 20:23

ტაბლოიდი

„მილანი“ ექიმებს 600 მაისურს აჩუქებს

მაისურებს მკლავზე წარწერა აქვს „ყველაფერი კარგად იქნება.“ მათზე ცისარტყელაც არის გამოსახული, რომელიც პანდემიის დროს იმედისა და ერთობის სიმბოლო გახდა. კორონავირუსის გამო შეწყვეტილი იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია

პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩვენ დათვლილი გვაქვს ხმები. იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც არის საკმარისი ხმები, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

04 ივნისი 2020, 20:13

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მგელიაშვილი ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის ლიკვიდაციის მიზნით მიემგზავრებოდა. ბადუაშვილის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ირმა ინაშვილი

04 ივნისი 2020, 20:12

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას

სამივე საარჩევნო სისტემა – შერეული, სრულად მაჟორიტარული, თუ პროპორციული არის დემოკრატიული, თუმცა ქვეყანა ევროპულ და ამერიკულ დემოკრატიას თუ ედრება, არსებობს სპეციფიკა, რაც ქართულ დემოკრატიას განასხვავებს იმ დემოკრატიისგან. - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება

„მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება და სრული ლეგიტიმაცია. ჩვენ არასოდეს გვითქვამს ასეთი. მეტიც, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით და რასაკვირველია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. მეტიც, ეს ავსახეთ ამ ცვლილებებში, სადაც წერია, რომ პოლიტიკური პარტია, თუ 40 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის ხელისუფლებას, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და უმრავლესობას ვერ შექმნის პარლამენტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ასახულია პაკეტში, თუმცა არის ბევრი კითხვა, არის პასუხებიც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კარლ ჰარცელი

04 ივნისი 2020, 19:56

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა. მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“ , - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

04 ივნისი 2020, 19:51

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 42.6 მილიონმა ადამიანმა შეავსო

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6 მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.