შალვა კიკნაველიძე: „დანერგე მომავალი“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებული პროექტია
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაო პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ოცამდე ადგილობრივი ფერმერია ჩართული.
სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროექტში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება.
„„დანერგე მომავალი“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებული პროექტია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის მაქსიმალური ხელშეწყობაა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და შევამციროთ იმპორტი. იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთვება პროექტში, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ბაზარზე გვექნება ადგილობრივი წარმოების ჯანსაღი პროდუქტი“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, ფერმერებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % აფინანსებს.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ გვაქვს უდიდესი სურვილი, სწრაფვა და მიზანი, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დაე, დადგეს ის დღე, როდესაც 26 მაისს ერთიან, დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოში ვიზეიმებთ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: 26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია
„26 მაისი არის დღე ზეიმის, დღე სახელმწიფოებრიობის, ერთობის, ურთიერთპატივისცემის, ბრძოლებისა და გამარჯვებების, რამაც გამოგვატარა მთელი ეს საუკუნეები როგორც ერს, ისე საზოგადოებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
26 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
„ახალი შემართებით დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. ამ გზაზე ბევრი ბრძოლა გავიარეთ, დღევანდელ დღემდე მოვედით. საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. წელს ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით 1700 წელს. ქრისტიანობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა კახიანმა.
26 მაისი 2026, 14:18
რეგიონი
მცხეთაში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი
მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
26 მაისი 2026, 14:15
მსოფლიო
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული დრონი ჩამოაგდო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 Reaper-ი ჩამოაგდო.
26 მაისი 2026, 14:13
საზოგადოება
მამუკა რეხვიაშვილი: ეს დღე გვაერთიანებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლება, ერთიანობა და იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სადღესასწაულო პროგრამა დილიდან დაიწყო.
26 მაისი 2026, 13:50
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში
დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მოსახლეობას ერთიანობა, მშვიდობა და ქვეყნის გაძლიერება უსურვა.
26 მაისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება სჭირდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
26 მაისი 2026, 13:43
მსოფლიო
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანში სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 13:36
მსოფლიო
ოდესას წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქ ოდესას წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ.
26 მაისი 2026, 13:36
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ორმხრივი ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.
26 მაისი 2026, 13:24
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით იწყება
როგორც მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისი არის დღე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით გრძელდება.
26 მაისი 2026, 13:21
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას- უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები
გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში, რეალურად, მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
26 მაისი 2026, 13:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
26 მაისი 2026, 13:17
საზოგადოება
პაატა სალია: ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე
იუსტიციის მინისტრმა 26 მაისი მიულოცა ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
26 მაისი 2026, 13:08
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს მართლა სიყვარულის დღეა და მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად მდგრად, სტაბილურ ქვეყანაში გვეცხოვროს და მთელი მსოფლიოსთვის ხმამაღლა გვეთქვას - ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის ჩვენი ტრადიციები, რაზეც გავიზარდეთ
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ „იმედის“ ეთერიდან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მინისტრს მიაჩნია, რომ საამაყოა ის, რომ ერთიანობით შეძლეს ქართული საუკეთესო ტრადიციების წარმოჩენა და ისტორიისთვის ხაზის გასმა.
26 მაისი 2026, 13:03
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 12:36
საზოგადოება
შიო მესამე: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის
„დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება“, - განაცხადა პატრიარქმა.
26 მაისი 2026, 12:35
რეგიონი
შსს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს გორში მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში მასპინძლობს. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ქალაქის სტუმრები, სადაც მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერაქციული და საინფორმაციო აქტივობა


