imedi /  06 მაისი 2020, 10:37 / სანდო წყარო

გიორგობასთან დაკავშირებით შიდა ქართლში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შიდა ქართლში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. საგანგებო საოპერაციო შტაბის გადაწყვეტილებით, გორში მდებარე გორიჯვრის სალოცვათან, სადაც მრევლი ტრადიციულად მასობრივად იკრიბება, მანქანებით გადაადგილება აიკრძალა და მომლოცველებს ასვლა მხოლოდ ფეხით შეუძლიათ.

ასასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ტაძარში და ტაძრის გარეთ შეკრებილი მრევლი მაქსიმალურად იცავდა შესაბამის წესებს. სადღესასწაულო მსახურება ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2020, 13:17

მსოფლიო

ისრაელში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები დაიწყო

„არა - ანექსიას, არა ოკუპაციას, კი - მშვიდობასა და დემოკრატიას“ - ისრაელის ქუჩებში ამ წარწერებით ბანერები გამოჩნდა. მემარცხენე მომიტინგეები აპროტესტებენ ქვეყნის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას, რომლის თანახადაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირება უნდა დაიწყოს.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 13:03

საზოგადოება

მეუფე გრიგოლ კაცია, ბალდის ეკლესიის წინამძღვარზე: თუ მეტყვის მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს და იტყვის შემინდეთო დაუბრუნდება მღვდელმსახურების ჩატარების უფლება

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ბალდის ეკლესიის წინამძღვარს, მამა ათინოგენეს საღმრთო ლიტურგიის ჩატარების უფლებას მაშინ აღუდგენს, როცა სასულიერო პირი მიტევებას ითხოვს და უწმინდესს ლოცვებში მოიხსენიებს, - ასე გამოეხმაურა მეუფე გრიგოლ კაცია მის ეპარქიაში შემავალი ბალდის ეკლესიის წინამძღვრისთვის საღმრთო ლიტურგიის შეჩერება-აღდგენის საკითხს.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა. ,,სამწუხაროდ არის განხეთქილება. სამწუხაროდ, როცა მოვედი ამ ეპარქიაში დიდი აგრესია და დიდი სიძულვილი იყო. სამწუხაროდ ზოგი მეუფე პეტრეს მხარეზეა, ზოგი პატრიარქის მხარეზეა - სულ ვამბობ ჩვენ ვართ ქრისტიანები, შევუნდოთ, ვიყოთ ქრისტიანები, ვიყოდ ძმურად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

როლანდ კუმანი

07 ივნისი 2020, 12:58

სპორტი

რონალდ კუმანი: ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნება „ბარსელონას“ მწვრთნელობაა

ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ კლუბის მწვრთნელობაზე ოცნებობს და ეს ყველამ იცის. 57 წლის კუმანი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. ფეხბურთელობის დროს კი ამპლუით მცველმა, სხვადასხვა გუნდში გამართულ 535 შეხვედრაში 193 გოლი გაიტანა.

მეუფე გრიგოლ კაცია

07 ივნისი 2020, 12:54

საზოგადოება

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. ,,სინოდზე რა განიხილება პატრიარქი გვეტყვის მე არ ვიცი, თუ მეუფე პეტრე ასე გააგრძელებს როგორც აგრძელებდა დღემდე, თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას ჩვენ განვიხილავთ სინოდზე. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ მეუფე პეტრეს სინანულს, სამწუხაროდ ბევრი ამბობს რომ მე ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ჭეშმარიტება მარტო ღმერთია“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

07 ივნისი 2020, 12:49

სპორტი

მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების გამართვის ახალი თარიღები ცნობილია

მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების გამართვის ახალი თარიღები ცნობილია. Belta-ს ინფორმაციით, მხატვრული ტანმოვარჯიშეები მედლებს 2020 წლის 26-29 ნოემბერს კიევში გაითამაშებენ, სპორტულ ტანმოვარჯიშეთა პირველობას კი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მიიღებს.

07 ივნისი 2020, 12:49

COVID19

კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო, ბრაზილიის მთავრობამ ვებგვერდიდან გასული თვეების მონაცემები წაშალა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო, ბრაზილიის ხელისუფლებამ სამთავრობო ვებგვერდიდან გასული თვეების მონაცემები წაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გვერდზე მხოლოდ დღიური მონაცემები დაიდება და არა საერთო მაჩვენებლები, როგორც ამას ქვეყნების უმეტესობა აკეთებს.

07 ივნისი 2020, 12:37

საზოგადოება

7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა

„სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ - ამ სლოგანით 7 ივნისს მსოფლიო მეორედ აღნიშნავს სურსათის უვნებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა.

07 ივნისი 2020, 12:32

ეკონომიკა

„მაკდონალდსი“ ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნებში უმასპინძლებს

„მაკდონალდსის“ სტუმრობისას, მომხმარებელს დარბაზში უნდა ეკეთოს პირბადე, სავალდებულო ხდება დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგი. მომხმარებლებმა ხელები უნდა დაიმუშავონ სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდაც. აგრეთვე, კომპანია სტუმრებს სთხოვს შეკვეთის მიცემის შემდეგ, აიღონ პირამიდა და მზა მენიუს დაელოდონ მაგიდასთან.

ვილფრიდ ზაჰა

07 ივნისი 2020, 12:31

სპორტი

ზაჰას თქმით, სათამაშო დრო იმის გამო არ ეძლეოდა, რომ გაუვრცელეს ჭორი თითქოს, მთავარი მწვრთნელის ქალიშვილის საყვარელი იყო

„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვილფრიდ ზაჰამ, გუნდში გამოსვლის პერიოდი გაიხსენა და მისი უთამაშებლობის საკმაოდ სკანდალური მიზეზი დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Thesun ავრცელებს. ზაჰას თქმით, მას 2013 წელს გაუვრცელეს ჭორი, რომლის მიხედვითაც ის გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ქალიშვილის საყვარელი იყო.

ინდოეთი

07 ივნისი 2020, 12:28

COVID19

ინდოეთში ობიექტების მუშაობის განახლებამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსის 10 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში მთელი რიგი ობიექტების განახლებამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსის ახალი, 9,971 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა მოლების, სასტუმროებისა და რელიგიური შეკრებების ადგილების გახსნისთვის ემზადება. ინდოეთი 10 კვირაა, ლოქდაუნის რეჟიმით ცხოვრობს.

07 ივნისი 2020, 12:04

COVID19

სომხეთში კორონავირუსს უკვე 200 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 შეადგინა. დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 766 ადამიანს დაუდგინდა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 13,130 შემთხვევაა აღწერილი, 4,014 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

07 ივნისი 2020, 12:01

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაშ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 134 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯამში კორონავირუსით 467,673 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 226,731-ს უტოლდება.

ვანგ ჟიგანგი

07 ივნისი 2020, 11:49

COVID19

პეკინი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჩინეთისკენ თითის გაშვერისგან და ვირუსის პოლიტიზირებისგან თავი უნდა შეიკავოს

ოფიციალური პეკინი გეგმავს, მეტად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესში და სხვა ქვეყნებთან გააძლიეროს თანამშრომლობა კვლევების მიმდინარეობისას. „ვაქცინის შემუშავება კვლავ ფუნდამენტური სტრატეგიაა ახალი კორონავირუსის დასაძლევად”, - განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ჟიგანგმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

07 ივნისი 2020, 11:42

მსოფლიო

ავსტრალიაში დიდი თეთრი ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა

3-მეტრიანმა დიდმა თეთრმა ზვიგენმა, ახალ სამხრეთ უელსში, სერფერი მოკლა, - ამის შესახებ განცხადება ავსტრალიის შტატის პოლიციამ გააკეთა. BBC-ის ინფორმაციით, ზვიგენმა 50-დან 60 წლამდე კაცს ფეხზე უკბინა, რამდენიმე მესაზღვრე გმირულად ცდილობდა, რო კაცს დახმარებოდა თუმცა საბოლოოდ, როცა კაცი სანაპიროზე გამოიყვანეს ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა.

პრემიერ-ლიგა

07 ივნისი 2020, 11:20

COVID19

პრემიერ-ლიგაში კორონავირუსზე ტესტი 1195 ადამიანს ჩაუტარდა

ინგლისის პრემიერ-ლიგაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. პრემიერ-ლიგის განცხადებით, ტესტი ინფექციაზე, 4-5 ივნისს, 1195 მოთამაშეს და თანამშრომელს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს, 2 მატჩით განახლდება.

კონორ მაკგრეგორი

07 ივნისი 2020, 11:18

სპორტი

კონორ მაკგრეგორი: გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო

„გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა საოცარი ამბებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ეს ფოტო დედაჩემთან ერთადაა გადაღებული ლას-ვეგაში, ერთ-ერთი ტიტული მოგებისას. მეგ, მე შენ მიყვარხარ, რასაც ისურვებ ყველაფერი შენია!“ - ამ სათაურით ირლანდიელმა დედასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ენტონი ჯოშუა

07 ივნისი 2020, 11:11

მსოფლიო

ენტონი ჯოშუა: რასიზმი პანდემიაა

მძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით წარსდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph ავრცელებს. მსოფლიო ბოქსის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ უამრავ სპორტსმენს შორის, ვინც აქციებზე შენიშნეს. როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს ჯოშუა აქციაზე, რომელიც ვატფორდში გაიმართა, სკუტერით მივიდა.

07 ივნისი 2020, 11:10

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა და 402 283 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, აღიცხულია კოვიდინფიცირების 6 983 734 შემთხვევა, 3 413 749 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მატეუშ მორავეცკი

07 ივნისი 2020, 10:57

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს

პოლონეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ადგილობრივ რადიოს განუცხადა. მისი განმარტებით, ახლა, გადაწყვეტილების მიღება აშშ-ზეა დამოკიდებული.