imedi /  08 მაისი 2020, 19:26 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის სახლთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 4 პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გუშინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.

აჭარის მთავრობის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე, რამდენიმე მოქალაქე საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებას უკანონოს უწოდებდნენ და გათავისუფლებას ითხოვდნენ. წულუკიძე და ანთაძე წარსულში სასჯელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდნენ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 11:38

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას

უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება, ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 11:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება

დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება - განუცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება. მაინც ჩაითვლება, რომ საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, რადგან იმდენად კარგად არის მომზადებული ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ცხოვრების რიტმზე, წესზე, ეკონომიკაზე და ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც გაიგებს“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 11:34

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ვინც ამ დროს ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებასა და გადარჩენას ებრძვის

„ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობას გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში, საზოგადოების დაუცველ ფენებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

III ქვეითი ბრიგადა ქუთაისში

26 მაისი 2020, 11:31

თავდაცვა

დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმოდ აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი სახელწმიფო ჰიმნით გაიხსნა. ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ასევე, გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი. 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

26 მაისი 2020, 11:26

საზოგადოება

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლუკაშენკო მიესალმება საქართელო-ბელარუსის მაღალი დონის ურთიერთობებს. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აქტიური კონტაქტები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ განვავრცოთ თანამშრომლობა და დავნერგოთ ერთობლივი პროექტები ბევრი მიმართულებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მერიტჩელ ბატეტ ლამანია

26 მაისი 2020, 11:21

საზოგადოება

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე: იმედია, ჩვენს წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ქართული ღვინით

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტ ლამანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „მოგესალმებით, გვსურს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ, დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე, გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - აცხადებს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 11:21

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას უფრო რთულ ფაზაში

ვირუსთან ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს: გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია, მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვიმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2020, 11:20

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მინდა, გულთბილად მოვულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ.

26 მაისი 2020, 11:17

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 537 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

26 მაისი 2020, 11:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული ძლიერი საზოგადოება

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეული იმ კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით, - ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

26 მაისი 2020, 11:14

COVID19

გერმანიაში სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება შესაძლოა, 29 ივნისამდე გახანგრძლივდეს

გერმანიის ხელისუფლება სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულების გახანგრძლივებას 29 ივნისამდე გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს. ამასთან, სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე კვლავ შეზღუდული იქნება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება სახლში შეკრებას. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 179 002 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაიცვალა 8 302 ადამიანი.

ლინას ლინკევიჩუსი

26 მაისი 2020, 11:06

საზოგადოება

ლინას ლინკევიჩუსი: მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ ყველაზე გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ლიეტუვა თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია. მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, - ნათქვამია მინისტრის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

26 მაისი 2020, 11:06

პოლიტიკა

ვაზიანის ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. LIVE

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი ესწრებიან. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.

26 მაისი 2020, 11:04

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღეა - 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს. არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ხოლო მისი ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის არაღიარება გახდა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისი 2020, 10:50

მსოფლიო

ინდოეთის დედაქალაქში 1 000-მდე სახლი დაიწვა

ინდოეთში, დელის ერთ-ერთ რაიონ ტუგლაკაბადში გვიან ღამით ხანძრის შედეგად 1 000-მდე სახლი დაიწვა. ინფორმაციას Zee news-ი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2020, 10:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო განვითარებაზე, პროგრესსა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანაა

ევროპული გამოცემა Euroactiv საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს. „დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც ჩვენმა გმირებმა თავიანთი ქვეყნისთვის გაიღეს. ის შეგვახსენებს, რომ თავისუფლება „თავისუფლად“ არ მოდის და ის ძნელად, ხშირად სიცოცხლის დათმობის ფასად მოიპოვება. სწორედ ამიტომ, 29 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო ინარჩუნებს უკიდურეს სიფხიზლეს, როდესაც საქმე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეხება“, - წერს ზალკალიანი.

26 მაისი 2020, 10:40

კულტურა

ბეთქილისა და დალის სვანურ ლეგენდაზე კომიქსი შექმნეს

ქართულმა სააგენტო ABK-მ Georgia Guide Office-ის საკომუნიკაციო კამპანიისთვის ბეთქილისა და დალის სვანურ ლეგენდაზე კომიქსი შექმნა. კომიქსი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნა და გავრცელდება როგორც სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე ბეჭდური სახით.

26 მაისი 2020, 10:38

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა. დღემდე კორონავირუსი 1 657 441 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 98 034-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 50-ვე შტატში გამოვლენილია ინფიცირების 14 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 314 ადამიანი.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

26 მაისი 2020, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 179 002-მდე გაიზარდა

გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 432 ადამიანი დაინფიცირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი სულ 179 002 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 8 302 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა. მათ შორის 45 პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავარიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაზე მოდის.

მზიანი ამინდი

26 მაისი 2020, 10:27

საზოგადოება

საქართველოში დღეს თბილი ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. 26 მაისიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.