imedi /  16 ივნისი 2020, 13:26 / სანდო წყარო

კომპანია „საქნახშირში“ მეშაახტეების აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სს საქნახშირი

სს "საქნახშირი"

მინდელის სახელობის შახტაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარზე არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „საქნახშირი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.

„ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის, თუმცა შახტის თანამშრომლები მაინც უარს აცხადებენ მუშაობაზე. მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ანაზღაურების ახალი სისტემით გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ.

კერძოდ, პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მათ კომპანიას ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20% შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია, კომპანიას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია.

აღსანიშნია, რომ პანდემიის პერიოდში, უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით, კომპანიამ არ გააჩერა მუშაობა და ძალიან მწირი მოპოვების მიუხედავად ხელფასები შეუმცირებლად, დათქმულ ვადებში გაიცა. მეშახტეების ხელფასების ოდენობა შენარჩუნებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ქვანახშირის მოპოვება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო. ამ დროისთვის მოპოვება თითქმის 12 ათასი ტონით არის შემცირებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კომპანია სახელფასო დანამატის სახით ურიცხავს 2019 წლის ინფლაციის მაჩვენებელს 4.9% ოდენობით, რომელიც დასაქმებულთა ხელფასიდან იანგარიშება. ყოველივე ამის პარალელურად, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს შახტის განვითარების გეგმაზე აქტიურ მუშაობას და ინვესტიციების მოზიდვას. თანამშრომელთან ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე, თანამშრომლების წინსვლაზე და მომავალში, რეგიონის განვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტაზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ არაგეგმური ინსპექტირების სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო. ამის მიზეზი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა გახდა.

9 ივნისს, მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. საპირწონედ გამოსაყენებლი სატვირთო ლიფტი, რომელზეც ამ დროს იდგა ცარიელი ვაგონი, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან. იმავე დღეს მოხდა დროული რეაგირება და ლიფტის შეკეთება“ - ნათქვამია კომპანია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

20 აგვისტო 2026, 12:35

სამართალი

სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანი 1500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანის მიმართ, ასკ-ს 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.

20 აგვისტო 2026, 12:27

რეგიონი

ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

20 აგვისტო 2026, 12:05

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო 2026, 12:04

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო ვალი 10 წელზე ნაკლებ დროში გაორმაგდა და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ოთხშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. ამ თანხაში შედის მოქალაქეების მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები 32,266 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ასევე უწყებათაშორისი დავალიანება 7,78 ტრილიონის ოდენობით.

20 აგვისტო 2026, 12:03

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

20 აგვისტო 2026, 11:57

საზოგადოება

აშშ-ს საელჩო: დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”, ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად

„დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის საელჩო.

20 აგვისტო 2026, 11:53

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.

20 აგვისტო 2026, 11:31

მსოფლიო

Axios: აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლო მარშრუტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვს

„ჩვენ ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილს უკვე ორი თვეა ვაკონტროლებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ისინი სრუტეს ვერ აკონტროლებენ“, - განაცხადა Axios-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

20 აგვისტო 2026, 11:15

სამართალი

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

20 აგვისტო 2026, 11:14

მსოფლიო

პაკისტანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასახლებული რაიონები დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ რავალპინდს მიაყენა.

20 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია პირველ სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

20 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ტყის ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაში. აროუკას რაიონში ხანძარმა 3 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, ტორე-დე-მონკორვოში კი 700 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

20 აგვისტო 2026, 11:03

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს

Reuters-ის ცნობით, ეს პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებს.

20 აგვისტო 2026, 10:57

საზოგადოება

ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა.

20 აგვისტო 2026, 10:57

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონული ესკალაციების ფონით, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

20 აგვისტო 2026, 10:52

მსოფლიო

კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები სვიატოშინსკის, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 6 დაღუპულის შესახებ.

20 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

20 აგვისტო 2026, 10:39

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.

20 აგვისტო 2026, 10:36

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა

ჩვენს გუნდში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი გახდნენ, გიორგი კორსანტიამ 11 ქულა დააგროვა, კიდევ სამმა კალათბურთელმა - დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ 10-10 ქულა დააგროვა. ბურჯანაძემ 12 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.

20 აგვისტო 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი