გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.
გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად. სტიქიის ზონაში მოქალაქეებს ეხმარებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის დანაყოფისა და თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 22:39
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.
30 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ვანკუვერში გამართულ ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ირანი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
30 აპრილი 2026, 21:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს
ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს, გამოდის, რომ ფასებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეს კომპანიები განსაზღვრავენ.
30 აპრილი 2026, 21:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
30 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკმა არ უნდა „დაიმციროს“ თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით.
30 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტში სამი ქვეყნის გარდა, სხვა მოთამაშეებიც იკვეთებიან - რუსეთი და ჩინეთი. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინის ომის ფონზე, ანგარიშგასაწევი ძალაა ამერიკისთვის, ხოლო ჩინეთი არ გამორიცხავს ირანის დახმარებას.
30 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილმა.
30 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ
ოპოზიციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
30 აპრილი 2026, 20:55
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში Facebook სტატუსებით ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა Facebook სტატუსებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ.
30 აპრილი 2026, 20:54
საზოგადოება
შეტევა ეკლესიაზე და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეტევა ეკლესიაზე, ამჯერად პოლონეთიდან. მძიმე ბრალდებები წმინდა სინოდის წინააღმდეგ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილ ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში გაისმა.
30 აპრილი 2026, 20:49
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა
უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
30 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. რა განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგარეო შოკების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე - საქართველოს ეკონომიკამ იანვარ-მარტში კვლავ ორნიშნა ზრდა აჩვენა, ეკონომიკის სამინისტრო შედეგებში მნიშვნელოვან წილს ანიჭებს საგარეო ვაჭრობის მიმართულების პოზიტიურ ტენდენციებს.
30 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე: „მიკვირს მედიის, რომელიც აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას - ივანიშვილმა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია უდიპლომობის გამო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე - სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეუფე ისაია არ დაუშვა არჩევნებზე.
30 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკური და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოშია.
30 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
საწვავის ბაზრის სტრუქტურა და ფასწარმოქმნის ჯაჭვი - ფასების შემსწავლელმა, პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ბაზრის ლიდერ ნავთობკომპანიებს მოუსმინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმა, რომელიც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ახსნა. თითქმის ორი თვის განმავლობაში, კომისიის წევრებმა სხვადასხვა პროდუქტის და მედიკამენტების მწარმოებლებსაც მოუსმინეს.
30 აპრილი 2026, 20:31
თავდაცვა
30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს დაცვის გარანტი და ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერა- ასე შეაფასა ქართული ჯარი თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს.
30 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! - ძლიერი ქვეყანა იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს
დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
30 აპრილი 2026, 20:23
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში და ვიცე-პრემიერი - მამუკა მდინარაძის ოფიციალურ დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა. დეტალები „ქრონიკაში“
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
30 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.
30 აპრილი 2026, 19:54
მსოფლიო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: მსოფლიო უდიდესი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა „უმწვავეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ“ კრიზისში აღმოჩნდა.


