გიორგი გახარია: ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან
გიორგი გახარია
ფოტო: ლევან მორჩიაშვილი
ჩვენ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს. პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, მოდით, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები მოქალაქეებს უფრო დიდ კომფორტს უქმნის და კეთილსინდისიერი შრომისთვის ხელს უწყობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ფუნქცია, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა - ის, რომ თქვენთან არ უნდა იყოს გაზმომარაგების, წყლის, გზების პრობლემა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული და დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად. ჩვენ ეს პრობლემები დღეს არ აღმოგვიჩენია. წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს. ჩვენ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს. პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, მოდით, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად. ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არის დასასრულებელი. დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში“, - განაცხადა გახარიამ.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 22:10
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
01 მაისი 2026, 22:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული
„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული“.
01 მაისი 2026, 22:00
რეგიონი
ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.
01 მაისი 2026, 21:43
მსოფლიო
ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.
01 მაისი 2026, 21:36
მსოფლიო
POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია
ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.
01 მაისი 2026, 21:31
საზოგადოება
საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
01 მაისი 2026, 21:27
რეგიონი
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა
ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
01 მაისი 2026, 21:25
საზოგადოება
სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს.
01 მაისი 2026, 21:19
საზოგადოება
საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.
01 მაისი 2026, 21:08
ეკონომიკა
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.
01 მაისი 2026, 21:02
მსოფლიო
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.
01 მაისი 2026, 21:00
საზოგადოება
ნინო ლაცაბიძე სტუდენტურ ფესტივალზე: ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც - საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდაა გაერთიანებული
რუსთავში ათასობით ახალგაზრდის შეკრება ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი სიხარულია, რომ მათთან ერთად შესაძლებელია ახალგაზრდული დღის გაზიარება, - განაცხადა რუსთის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალის, „სტუდფესტი 2026“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას
01 მაისი 2026, 21:00
რეგიონი
ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში ექვსი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
01 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.
01 მაისი 2026, 20:47
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერების უარი უკრაინის გაწევრების პროცესის დაჩქარებაზე - რას წერს უკრაინული და ბრიტანული პრესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინის ლიდერმა კონკრეტული ვადაც განსაზღვრა, ევროპისთვის კი გაცემული დაპირების მიუხედავად, არანაირი თარიღი არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, კიევისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. სიმბოლურ წევრობას უშვებენ. ისიც, ვერსიის დონეზე.
01 მაისი 2026, 20:45
საზოგადოება
რა სახის სანქციები გამკაცრდა დღეიდან საგზაო მოძრაობის დამრღვევებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სანქციები გამკაცრდა, მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც.
01 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.
01 მაისი 2026, 20:39
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ეჭვი შეიტანა ქვეყნის უნარში, ოდესმე დათანხმდეს შეთანხმებას.
01 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
მსჯავრდებულ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიაზე შეტევის კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მსჯავრდებულის პოზიცია და დამოკიდებულება მმართველ გუნდს არ აკვირვებს.
01 მაისი 2026, 20:32
მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს
გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა დაიცვა კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისგან და პასუხი გასცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.


