IMEDI /  02 სექტემბერი 2020, 22:48 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.

„დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა. ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოს, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

სოფლის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

„ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება“ - აღნიშნა დევნილებთან შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 09:59

პოლიტიკა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გააკეთა. მან ხმა #66 საარჩევნო უბანში მისცა. „ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. დღეს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ ორ საქართველოს შორის: ან ვირჩევთ სიღარიბეს და უიმედობას, ან ვირჩევთ სიახლეს, რომელიც შექმნის საქართველოს ძლიერ, წელში გამართულ სახელმწიფოს. მე ვირჩევ რეალურ სიახლეს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, არ დარჩეთ სახლში, თქვენი ხმა გადამწყვეტია“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა

საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. კანდიდატი ქუთაისის მეორმოცე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებას, ქუთაისში განათლების განვითარებას და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ქუთაისის შესაძლებლობების ქალაქად ქცევას მისცა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 09:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. არჩილ თალაკვაძემ ხმა 151-ე საჯარო სკოლის შენობაში მისცა. მისი თქმით, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

31 ოქტომბერი 2020, 09:46

რეგიონი

სოცქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ ბოლნისში მყოფი შეიარაღებული დიმიტრი შაშკინი ჩანს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:33

პოლიტიკა

კელი დეგნანი: არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა

არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნებით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია

დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 09:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.მე დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან, ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი, ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი განვითარებისთვის, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:06

რეგიონი

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოჰყვა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი ლაშა ქველაძე ამბობდა, იზღუდებოდა მათი უფლებები, თუმცა როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობდა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები არღვევდნენ სოციალურ დისტანციას და არ ემორჩილებოდნენ იმ წესებს, რაც მათთვის არის განსაზღვრული და სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 ოქტომბერი 2020, 08:52

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც პილიტიკური ბრძოლის მეთოდი არის პროვოკაციები და არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულია, რომ დესტრუქციული ძალები ვერაფერს შეძლებენ და შედეგი არ ექნებათ. „არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას - თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად იმისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. თქვენც დაიცავით დისტანცია და ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 08:41

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:39

პოლიტიკა

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:32

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

31 ოქტომბერი 2020, 08:22

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხმა მივეცი განვითარებას, სტაბილურობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ის 21 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. ამასთან ერთად, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს - ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 10 დეკემბერია.

ბათუმი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ. არჩევნებში 22 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ აჭარაში ხმის მიცემის უფლებით 314 889 ამომრჩეველი სარგებლობს, რისთვისაც რეგიონის მასშტაბით 373 უბანია გახსნილი.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილ 127 საარჩევნო უბანში, წილისყრის შედეგად გამოვლენილია 424 გადასატანი საარჩევნო ყუთი. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

პარლამენტი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ვერ შეიკრიბება

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე და მისი შედეგების გამოცხადებამდე ვერ შეიკრიბება.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება, მათგან 10 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.