07 სექტემბერი 2020, 13:26 / სანდო წყარო

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში უკვე 9 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 9 ათასამდე ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 164 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 36 ღვინის საწარმო.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 14:26

რეგიონი

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფომაციით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით შეიზღუდება.

გიორგი გახარია

26 სექტემბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა. „ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელმაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 სექტემბერი 2020, 14:11

კულტურა

65 აფხაზი ავტორის პოეზიის ანთოლოგია ქართულად გამოიცა

ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.

26 სექტემბერი 2020, 14:08

საზოგადოება

დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

სპეციალური პენიტენციური სამსახური: COVID-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

„მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ“.

დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნებზე ხმების დათვლას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

26 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის ზურაბ ჯინჯოლავა იბრძოლებს, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში - გოჩა ბახია. დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის აღორძინება, იაფი მედიკამენტები და საბანკო მევახშეობის აკრძალვაა.

26 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 169 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,143,571-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,225-ს აღწევს.

მუსტაფა ადიბი

26 სექტემბერი 2020, 13:28

მსოფლიო

ლიბანის პრემიერ-მინისტრი 26-დღიანი მუშაობის შემდეგ გადადგა

ლიბანი კვლავ პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩა - მუსტაფა ადიბი, რომელმაც მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება 31 აგვისტოს დაიწყო, მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს.

ტოჩინოშინი

26 სექტემბერი 2020, 13:20

სპორტი

ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის სძლია

აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის დიდი უპირატესობით სძლია. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი ბალანსის გამო ლევან გორგოძე შემდეგ ბაშოზე წოდებაში დაქვეითდება. შემოდგომის სუპერტურნირის დასრულებამდე 1 დღე რჩება, ხოლო ტოჩინოშინის ბალანსი 6-8-ზეა.

მენი პაკიაო კონორ მაკგრეგორი

26 სექტემბერი 2020, 13:13

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა მენი პაკიაოსთან კრივის წესებით ბრძოლა დააანონსა

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს წინააღმდეგ ბრძოლას გამართავს.

26 სექტემბერი 2020, 13:09

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

26 სექტემბერი 2020, 13:04

საზოგადოება

სახანძრო-სამაშველო ძალებმა ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა. „ივეკო მაგირუსის” ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

26 სექტემბერი 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ ქუჩის კალათბურთის ტურნირში გიორგი ხოჯევანიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მიიღეს მონაწილეობა

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გორის ცენტრალურ მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიიღო. ტურნირს ,,ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-13 ნომერი, ვიქტორ სანიკიძეც შეუერთდა. სანიკიძის თქმით, მის სამომავლო სამუშაო გეგმებში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, მომავალი სპორტსმენების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია შედის.

26 სექტემბერი 2020, 12:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

26 სექტემბერი 2020, 12:45

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

ბათუმი

26 სექტემბერი 2020, 12:40

COVID19

აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკისა და მომატებული საფრთხის გამო აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. დღედან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითაა შესაძლები. გუშინ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რეგიონში კვების ობიექტები შეზღუდული დროით მუშაობენ.

სტეფან ფიერი

26 სექტემბერი 2020, 12:40

COVID19

სტეფან ფიერი: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას

ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით, - საქართველოს პოსტ-კოვიდურ საინვესტიციო პოტენციალზე Georgia Today აქვეყნებს ინტერვიუს ბრიტანელ ანტერპრენერ, სტეფან ფიერთან, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესის 50-წლიანი გამოცდილება აქვს.

26 სექტემბერი 2020, 12:28

საზოგადოება

27 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ და მიკედლებულ ცხოველს (ძაღლი, კატა) უფასოდ აცრიან