imedi /  02 ოქტომბერი 2020, 15:50 / სანდო წყარო

ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი წაიღო და გზაზე მიმავალი მანქანა მოიყოლა.

ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ყველა სიახლე

ნინო თანდილაშვილი

25 თებერვალი 2024, 21:19

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით 22 მყინვარული ხეობის სიღრმისეული შესწავლა მოხდება, რომელთა ახლოს დასახლებული პუნქტებია

ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა. მისივე თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერების მხრიდან არაერთი სპეკულაცია მოისმინეს. „მოვისმინეთ არაერთი არასწორი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც სტიქიის პირველივე დღიდან მიეწოდებოდა საზოგადოებას. ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში წარმოვადგინეთ პირველადი დასკვნა - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა იმუშავეს და პირველადი შეფასება ასევე იყო საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი. თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გასცემოდა ამომწურავი პასუხი და პროცეის ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაღალი სანდოობის, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესში ასევე ჩაგვერთო ძალიან მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტები. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას“, - განაცხადა თანდილაშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა გაგრძელდეს მყინვარული ხეობების დეტალური შეფასების პროცესიც. „ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონებია. აქ უნდა მოხდეს ძალიან დეტალური შეფასებების ჩატარება, რათა რისკის ზონები და არეალები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით გვქონდეს განსაზღვრული და დავგეგმოთ შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები. ეს რიგ შემთხვევაში იყოს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით აპრობირებულია. შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით ამას წელსვე გავაკეთებთ. მოხდება 22 მყინვარული ხეობის შესწავლა, რომელთა ქვევითაც დასახლებული პუნქტებია. რა თქმა უნდა, საბაზისო კვლევები აქ ჩატარებულია, საუბარია, სიღრმისეული კვლევების ჩატარებაზე“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2024, 20:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა

„ერთი დამსახურებული ადამიანის გვერდით იყო 3-4 ისეთი მართლა ფსევდო კი არა, ანტიკულტურული და ანტიეროვნული ნაწარმოებები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღემდე აგრძელებს ამას“, - აღნიშნავს სუბარი.

გიორგი კალანდარიშვილი

25 თებერვალი 2024, 20:37

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ვისურვებდი, პოლიტიკურ პარტიებსაც თავიანთ დღის წესრიგზე მაღლა ჰქონდეთ დაყენებული ეროვნული ინტერესები და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება

ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ახალი ტექნოლოგიები განთავსდება, ხმები უპირობოდ გადაითვლება, რაც ბუნებრივია, ძალიან მაღალ სტანდარტს დაადგენს გამჭვირვალობისა და საჯაროობის შედეგებთან, თვლის პროცესთან მიმართებაში, რაც ასევე იქნება უპრეცედენტო ქართული არჩევნების ისტორიაში, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ილია დარჩიაშვილი

25 თებერვალი 2024, 20:22

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი კობახიძის, ვარჰეისა და ბორელის პრესკონფერენციაზე: იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი

„პრესკონფერენციაზე იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც მათთან ერთად განიხილავდა ევროპული კონტექსტიდან დანახულ საკითხებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები გვეხება უკვე ჩვენც“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 20:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ომის 2 წლის განმავლობაში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მას არ დაუზუსტებია დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ზელენსკიმ რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, 2 წლის განმავლობაში 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილებთან ერთად კი დანაკარგის რიცხვი 500 ათასს შეადგენს.

კირილ ბუდანოვი

25 თებერვალი 2024, 19:44

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნავალნი მართლაც თრომბით გარდაიცვალა

„შეიძლება იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლაც თრომბით გარდაიცვალა. ეს ასე თუ ისე დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან მიღებული [ინფორმაცია] არ არის“, - განაცხადა ბუდანოვმა ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“.

კოლმან დომინგო

25 თებერვალი 2024, 19:18

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს SAG Awards 2024-ზე📷ფოტოგალერეა

აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების (SAG Awards) 30-ე ცერემონია ჩატარდა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

25 თებერვალი 2024, 18:30

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ანა ჩემინავამ შეასრულა, 1 ბურთი კი მაიკო ბებიას ანგარიშზეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 17:47

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე

„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25 თებერვალი 2024, 17:09

პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

მატი დიოპი

25 თებერვალი 2024, 17:05

კულტურა

„ბერლინალეს“ მთავარი ჯილდო მატიო დიოპის დოკუმენტურ ფილმს გადაეცა

ჟიურის გრან-პრი „ვერცხლის დათვი“ ჰონგ სან სუს ხვდა წილად, ფილმისთვის „მოგზაურის საჭიროებები. ჟიურის პრიზი „ვერცხლის დათვი“ კი ბრუნო დიუმონმა მიიღო, ფილმისთვის „იმპერია.“

25 თებერვალი 2024, 17:02

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტარდება

ღონისძიების ფარგლებში მესტიაში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეებია მოწყობილი. ფესტივალზე 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. „გემო ფესტზე“ სპეციალურად ბავშვებისთვის თამაშები, შეჯიბრი და ვორკშოპები ტარდება.

25 თებერვალი 2024, 17:01

მსოფლიო

პენტაგონი: შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს

პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს. ეს იყო იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩატარებული მეოთხე ერთობლივი ოპერაცია, წითელ ზღვაში მათ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. ოპერაცია მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

მეუფე შიო

25 თებერვალი 2024, 16:48

საზოგადოება

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების

მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ქადაგებისას განაცხადა.

25 თებერვალი 2024, 16:13

კულტურა

SAG Awards 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

სერიალებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო „დათვს“ ხვდა წილად, კატეგორიებში: „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი კომედიურ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“.

25 თებერვალი 2024, 16:01

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში

24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში. მათ ასევე პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ. მანამდე სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში დახმარების გაგრელებისკენ მოუწოდა.

25 თებერვალი 2024, 15:55

რეგიონი

27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 თებერვალი 2024, 15:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 732-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მარინკის მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: აღმაშფოთებელია რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით, ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა და უშვერი სიტყვებით ილანძღება, რაც მთავარია - იტყუება

აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

25 თებერვალი 2024, 15:00

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი წარსულის ყველაზე ტრაგიკულ, ამავდროულად ყველაზე საამაყო ფურცელს. იუნკრების თავგანწირვა ჩვენი ისტორიის სასახელო და გამორჩეული ეპიზოდია. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის მათი გმირობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რადგან რთულ მომენტებში სამშობლო თავდადებას მოითხოვს. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რაც ძალიან ტრაგიკულ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ოკუპაციის გარდა საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი. ჩვენ ახლაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დიდება გმირებს!” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.