imedi /  05 ოქტომბერი 2020, 15:21 / სანდო წყარო

ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომაპნია წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას განაგრძობს. შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.

პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან ყოველდღიურად იღებენ. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.

„აღებული სინჯების პირველადი პასუხებით წყალი სტანდარტებს შეესაბამება,გაფართოებული კვლევის პასუხები კი 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად წყალს დამოუკიდებლად სურსათის უვნებლობის სამსახურიც ჩაატარებს და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ატარებს კვლევებს, ახლა კი გაფართოებული კვლევა მიდის სათავე ნაგებობაზე, მაგისტრალურ ქსელზე და ოჯახებშიც. სათავე ნაგებობა დაცული და იზოლირებულია“, - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ირაკლი ნაფეტვარიძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში გორში დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის შედეგად 48 პაციენტმა მიმართა. ისინი ერთი დასახლების მცხოვრებლები არიან და ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ყველა სიახლე

შსს

21 ოქტომბერი 2020, 17:59

სამართალი

შსს მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში, შემთხვევის ადგილიდან ლაივ-სიგნალის გათიშვას ითხოვს

შსს მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში, შემთხვევის ადგილიდან ლაივ-სიგნალის გათიშვას ითხოვს.

21 ოქტომბერი 2020, 17:55

COVID19

დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ამერიკული წარმოების სწრაფი ტესტ-სისტემით დატესტვას სთავაზობს

დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ამერიკული წარმოების სწრაფი ტესტ-სისტემით დატესტვას სთავაზობს. პროფესიონალი მედ. პერსონალი წესების სრული დაცვითა და აღჭურვილობით ადგილზევე შეძლებს დასაქმებულებისთვის ტესტის გაკეთებას, რომელიც პასუხს 15 წუთში ადგენს. ტესტი აჩვენებს არამხოლოდ მწვავე M ფორმას, არამედ წარსულში გადატანილ G ქრონიკულ ფორმას. სისხლის აღება ხდება როგორც ვენური, ასევე თითიდან ერთჯერადი სკარიფიკატორით, უმტკივნეულოდ.

ირაკლი კვარაცხელია და მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 17:53

რეგიონი

ვინ არის ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა

„ეს ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირი ეთერით გახლავთ ირაკლი კვარაცხელია, რომელიც 4 დღის წინ იყო მოსული პროვოკაციისთვის. სააკაშვილთან ერთად არის ეს ადამიანი, რომელიც მე მიმტკიცებდა, რომ მეგიზ ქარდავასთან და ძველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახალი თაობა ვართ „ნაცმოძრაობისო“ და ფაქტია, რომ სააკაშვილის ფანი და ფაქტია ის, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

21 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა.

21 ოქტომბერი 2020, 17:45

COVID19

ბოლო 24 საათში ჩეხეთში კორონავირუსის 11 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

21 ოქტომბერი 2020, 17:36

რეგიონი

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელი: ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს

„ის ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირ ეთერში არის ირაკლი კვარაცხელია, „ნაციონალური მოძრობის“ აქტივისტი. ის ბანკის თანამშრომელი არ არის. შიგნით (თავდამსხმელი) აშკარად სპეცრაზმელი ზის, მას ეტყობა, რომ ის არის მომზადებული ადამიანი, არავინ ამოწმებს ვინაა ირაკლი კვარაცხელია და რატომ იძლევა მითითებებს მშვიდ გარემოში. „მთავარ არხთან“ რა უნდა გამტაცებელს? “

21 ოქტომბერი 2020, 17:33

სამართალი

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაშია და მათი მოქმედებების შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

თამარ გაბუნია

21 ოქტომბერი 2020, 17:13

რეგიონი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

ამირან გოგიტიძე

21 ოქტომბერი 2020, 17:08

საზოგადოება

ამირან გოგიტიძე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო. ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში COVID-19-ის შემთხვევების მართვის პრინციპი, როდის ახდენს გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგძლივება.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 16:57

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა.

იგორ დოლგოვი/თამარ ჟვანია

21 ოქტომბერი 2020, 16:53

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს.

21 ოქტომბერი 2020, 16:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. სააგენტო ინფორმაციას გათავისუფლებულ მძევალზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

21 ოქტომბერი 2020, 16:43

საზოგადოება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ზუგდიდი საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:31

რეგიონი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებული კადრები გავრცელდა

ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ვიდეო დაახლოებით 45 წუთის წინ არის გადაღებული. მასზე ჩანს თუ როგორ გადაადგილდება თავდამსხმელი ბანკის შენობაში.

21 ოქტომბერი 2020, 16:29

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ფიჭვის და კვიპაროსის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში ახალგაზრდებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია მონაწილეობდნენ.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:24

სამართალი

ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას შენობის დატოვების უფლება მისცა.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:08

რეგიონი

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა ბანკის ორსულ თანამშრომელს შენობიდან გასვლის უფლება მისცა, შემდეგ კი დამლაგებელი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა.

21 ოქტომბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს

პიტერ ნადისა და მისი ოჯახი იყვნენ პიონერები, რომლებმაც უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა gazdasag წერს.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:47

სამართალი

გიორგი გახარია ჟურნალისტებს: მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება

არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:46

სამართალი

ირაკლი ჩიქოვანი: სამართალდამცველებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არაა

„ახლა უმთავრესია, რომ სამართალდამცველებს მივცეთ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.