imedi /  12 ოქტომბერი 2020, 14:44 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ბორჯომში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„დიდი პატივია დღეს ჩემთვის საუბარი აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის მომავალსა და ბორჯომის განვითარებაზე. ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველანი შევეჯახეთ, რაც ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებით ეკონომიკურ კრიზისს ეხება, არც ერთი დღით, არც ერთი საათით ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი გზები გვექნება, როგორი იქნება ჩვენი წყალმომარაგების სისტემა, როგორი იქნება გაზიფიცირება, როგორი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და ა.შ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება უკვე მაგისტრალური გზების წესრიგში მოყვანის გარდა შიდა სასოფლო გზებსაც, წყალმომარაგებას, რომელიც უკიდურესად დიდი პრობლემაა და ყველას კარგად გვახსოვს შარშან ზამთრის სეზონზე რა პრობლემა გვქონდა ბაკურიანში, იგივე ეხება გაზიფიცირებას და ამ, მუნიციპალიტეტისთვის გაზიფიცირების შემდგომი განვითარება ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საშუალო განათლება და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის წესრიგში მოყვანა - სკოლების რემონტი და ახალი სკოლების მშენებლობა მაქვს მხედველობაში, ისევე როგორც საბავშვო ბაღები. ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარეობს, ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. მაგალითისთვის, შარშანდელი შემთხვევის შემდგომ ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათავო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება, ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ბორჯომში, ბაკურიანში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ჰქონდეს შესაძლებლობა - ელემენტარული სახელმწიფო სერვისები, რომ მიიღოს ადგილზე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, ტურისტების რაოდენობა იმატებს, აუცილებლად მოსაგვარებელია და წელსაც სეზონის დაწყებამდე მოესწრება სპეციალური, 10 ავტობუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთხილამურეებსაც თავისი აღჭურვილობა ატარონ თან. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც ბაკურიანში ჩემპიონატი ჩატარდება ბაკურიანი სრულად უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ ევროპულ დონეზე დავხვდეთ და ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბორჯომში, ბაკურიანში ჩვენ ისეთი პირობები შევქმნათ ცხოვრების, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ელემენტარული სახელმწიფო სერვისები, რომ მიიღოს ისიც უნდა მიიღოს აქ. ისეთი სერვისები, რომლებსაც ვაწვდით „აწარმოე საქართველოს“ თუ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, როგორც ბორჯომში ასევე ბაკურიანში ახალი სასტუმროების გახსნის რაოდენობას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც იყოს წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში.

„მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ. ბორჯომელებო, გისურვებთ ამ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2026, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

კირ სტარმერი

06 ივნისი 2026, 08:27

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთი 2030 წლისთვის ნატოს თავს დაესხმება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, 2030 წლისთვის რუსეთი მზად იქნება ნატოს თავს დაესხას.

06 ივნისი 2026, 08:00

პოლიტიკა

ღია ეთერი - საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ევროკავშირის წევრობა. მუქარა სანქციებით და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით. რა გახდა ბრიუსელთან დიალოგის შეჩერების რეალური მიზეზი - დღეს, 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა - „ქართული ოცნება“ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ მისწრაფებას ადასტურებს. ოპონენტები მმართველ გუნდს ხალხის არჩევანის ღალატში ადანაშაულებენ. მუქარა სანქციებით და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით - რა გახდა ბრიუსელთან დიალოგის შეჩერების რეალური მიზეზი? არსებობს თუ არა ურთიერთობის გადატვირთვის რესურსი? ლიდერი ქვეყანა ავტორიტეტულ რეიტინგებსა და კვლევებში - კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტის რეზოლუციებში. რა განაპირობებს ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებით?

06 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

06 ივნისი 2026, 00:22

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი უნდა იყოს და იქნებოდა კიდეც, ევროპის ელიტის ბოლო რამდენიმე თაობას თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტთა მასობრივი ნაკადის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში ჰენრი ნოვაკის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს უკავშირებს.

05 ივნისი 2026, 22:42

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფრიდრიხ მერცი

05 ივნისი 2026, 22:39

მსოფლიო

მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია

სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

05 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

პროკურატურა ღამით

05 ივნისი 2026, 22:24

სამართალი

პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 22:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

05 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.

05 ივნისი 2026, 21:58

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 ივნისი 2026, 21:53

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 21:43

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

05 ივნისი 2026, 21:32

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

მეფე ჩარლზ III ილია დარჩიაშვილი

05 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

05 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

05 ივნისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.