imedi /  13 ოქტომბერი 2020, 14:03 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, რომ სწრაფად გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის - კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში შრომობენ, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს რა თქმა, უნდა ასევე გააგრძელებს მათ გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამით - ეს არის სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქცია სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანია ღირსეული სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

08 სექტემბერი 2026, 18:15

სამართალი

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:13

საზოგადოება

გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის სფეროში გვაქვს პროგრესი

91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

მისი თქმით, დეტალები, რომლებიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე

ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მის მიმართ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

08 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს

ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 17:55

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ

შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილმა წერილებით რადიკალებს სალაპარაკო მასალა მისცა.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მაროშ შეფჩოვიჩი

08 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს

ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 17:39

სამართალი

მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს

1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე ლევან სვიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ახსოვს დაწერილი კომენტარი. ამასთან, შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება

08 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა

განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.

08 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფილიპ ლეგლის-კოსტა

08 სექტემბერი 2026, 17:02

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 16:36

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.