არჩილ თალაკვაძე: მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს - ირაკლი ხახუბიას
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
„მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს - ირაკლი ხახუბიას“, - - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
„ჩვენ გვაქვს ხედვა განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები განახორციელა.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია და ყველანაირი პირობაა შექმნილი ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის.
„ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა იმისთვის, რათა არსებობს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებას მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა შევთავაზოთ.
სწორედ ამიტომ, არამხოლოდ პარლამენტის დასაკომპლექტებლად, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერებისთვის, არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ქვეყანაში დიამეტრალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის მოქალაქე და ადამიანი, ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვაში, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა ქვეყანაში, ენერგეტიკის სექტორი, სადაც 20-ზე მეტი ახალი ელექტროსადგური არის აშენებული და არაერთი პროექტი არის განხორციელების პროცესში, განათლების რეფორმა, სადაც ახალ თაობას უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლება მიეწოდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სიმბოლო იმ რეფორმების და სულისკვეთების, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.
ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებოდით ბიზნესს, რაც მთავარია, ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება დაცული. დღეს გვაქვს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემა და საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, ახლოა ევროკავშირთან, ნატოსთან და აქვს მტკიცე თანამშრომლობა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბევრი საქმე გაკეთდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბრისას.
არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებიც გააცნო და ამ კონტექსტში, ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა.
„ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, ვზრდით დაფინანსებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა მიმართულება, სახელმწიფოს ფუნქციონირების, მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმების მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერა დაუდასტურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას და მას წარმატებები უსურვა.
„დღეს მაქვს პატივი, რომ საქართველოს პარლამენტიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო მართლაც კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი მხარის, თავისი ქვეყნის პატრიოტ ადამიანს, ირაკლი ხახუბიას. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ყოფილა არცერთი სესია, არცერთი საკომიტეტო კვირა, როდესაც იგი არ მოსულა და ფოთის საკითხები, ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხები არ მოეტანოს გადასაჭრელად, არ დაეყენებინა ეს მთავრობასთან, არ დაეყენებინა ეს კომიტეტის სხდომებზე. ამიტომ მე დღეს, ამ ოთხი წლის თანამშრომლობის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ის იქნება მომავალ პარლამენტში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი საზოგადოების.
მას აქვს ძალიან საქმიანი და კარგი ურთიერთობები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პირადად, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, ამიტომ, ვინ, თუ არა სწორედ ირაკლი ხახუბია შეძლებს თქვენი საკითხების ყველაზე დროულად მიტანას და ყველაზე ეფექტურად გადაჭრას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინაიდან ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებდით და დღეს მომავლის გეგმებით, ოპტიმიზმით ვერ მოვიდოდით თქვენთან, რომ არა თქვენი ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 15:02
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.
27 აგვისტო 2026, 14:50
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.
27 აგვისტო 2026, 14:49
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 14:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა
ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
27 აგვისტო 2026, 14:43
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია
თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
27 აგვისტო 2026, 14:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს, ლიდერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე
„მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
27 აგვისტო 2026, 13:53
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის
აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.
27 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აღგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


