imedi /  18 ოქტომბერი 2020, 14:11 / სანდო წყარო

ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გურიაTV“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ადასტურებს.

მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში პირველი ოქტომბრის ნაცვლად, კორონავირუსის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამლის სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება აღინიშნა.

მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღი და 100-მდე აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 13:13

თავდაცვა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ.

კორონავირუსი

29 ოქტომბერი 2020, 13:12

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 366 ადამიანი ემსხვერპლა, რაც დღიური გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. ეს ანტირეკორდი ქვეყანაში ზედიზედ მესამე დღეა ფიქსირდება. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27 301 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანრმთელდა 1 186 041 პაციენტი.

29 ოქტომბერი 2020, 13:08

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დენდროლოგიური პარკი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, არ იმუშავებს.

29 ოქტომბერი 2020, 13:08

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 33 400 ღერი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 167 ბლოკი (33 400 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

გიორგი ყრუაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 13:06

სპორტი

დღეს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

დღეს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ლუგანსკის „ზორიასა“ და პორტუგალიის „ბრაგას“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს. ყრუაშვილი 2019 წელს ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ის საქართველოს ისტორიაში მეორე მსაჯია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

29 ოქტომბერი 2020, 12:58

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პედაგოგების მასობრივი PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი სამ მასწავლებელს დაუდასტურდა. ისინი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. ეპიდემიოლოგის მიერ ინფექციის გავრცელების პირელადი წყაროსა და კონტაქტების მოძიება ამ წუთებშიც გრძელდება. დაგეგმილია საჯარო სკოლების სრული დეზინფექცია.

29 ოქტომბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილნი არიან მეღვინეები კახეთიდან და გორიდან. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნას აპროტესტებენ. აქცია ამ დროისთვის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ კობიაშვილმა, სუბარმა ან ქადაგიშვილმა არჩევნები წააგეს, მე წავალ პოლიტიკიდან, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომელთა მიხედვითაც თითქოს მელია, მე მგონი ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და თან იგებენ პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი 3 კანდიდატიდან - ეს არის კობიაშვილი გლდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან, ერთი მათგანიც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. და რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ორგანიზაცია „2020“ თავს წარმოაჩენს მიუკერძოებელ დამკვირვებლად, მაგრამ ეს არის „ნაცმოძრაობის“ განშტოება

ჩვენ მოვახდინეთ იმ 32 ორგანიზაციის იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს და ცდილობენ, თავი დამოუკიდებელ ორგანიზაციებად წარმოაჩინონ, რაც უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციების ლუსტრაცია, ვინაიდან როდესაც, მაგალითად, ორგანიზაცია „2020“ თავს წარმოაჩენს დამოუკიდებელ მიუკერძოებელ დამკვირვებლად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ განშტოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები

ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება, გამომდინარე მარტივი მიზეზიდან მათ საზოგადოებრივი ხმარდაჭერა არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციის ავტორები ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნიათო რევოლუციონერები უწოდა. მისი თქმით, ამ ძალას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ქართული ოცნება მოქმედებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეს გახდა ძალადობრივი გარემოს აღკვეთის ძალიან კარგი საფუძველი და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა გვექნება არჩევნების დღეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია კონკრეტულ უბნებზე, თავიანთი ტელევიზიებით, ეცდება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სურათი გააფუჭოს

ოპოზიცია კონკრეტულ უბნებზე, თვიანთი ტელევიზიებით, ეცდება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სურათი გააფუჭოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს პრევენციის მიზნით. ეს გაფრთხილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გამოჟონილი ინფორმაცია. ოპოზიციური პარტიების შიგნით არის არეულობა, ერთმანეთს დაერივნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, მაგალითად, მერაბიშვილის ჯგუფი, მელიას ჯგუფი, ახალაიას ჯგუფი. სამივე კრიმინალია, თქვენ იცით. ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და ასეთ დროს, მარტივად ჟონავს ინფორმაცია ოფისებიდან. ეს არის გამოჟონილი ინფორმაცია. ამას ისინი მასობრივად ვერ მოახერხებენ, რადგან ამის დაორგანიზებას სჭირდება შესაბამისი რესურსი. ისინი კონკრეტულ უბნებზე, თვიანთი ტელევიზიებით, ეცდებიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სურათის გაფუჭებას. ამას აკეთებენ ისინი ყველა არჩევნებზე. ამას ეცდებიან ახლაც, მაგრამ ბუნებრივია ამით საარჩევნო გარემოს ჩრდილს ვერ მიაყენებენ, ვერც ძალადობრივი პროვოკაციების მოწყობით და ვერც სხვა ტიპის საარჩევნო მანიპულაციების მოწყობით. მათ უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და ხელისუფლებისგან მიიღებენ მკაცრ პასუხს, „ქართული ოცნებისგან“ მიიღებენ მკაცრ პასუხს და რაც მთავარია, ქართველი ხალხისგან მიიღებენ მკაცრს პასუხს 31 ოქტომბერს.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ საარჩევნოდ დაგეგმილი პროვოკაციების ფორმები დეტალურად ჩამოთვალა

ეს არის რადიკალური ოპოზიციის გეგმები, თუმცა ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია. აქ არის ხელისუფლება და ჩვენ გავცემთ უმკაცრეს პასუხს ყველაფერს - როგორც საარჩევნო მანიპულაციების, ასევე პროვოკაციების მცდელობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 12:22

COVID19

იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ამჯერად მასშტაბური დეზინფექცია იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში ჩატარდა.

ნეიმარი

29 ოქტომბერი 2020, 12:16

სპორტი

ნეიმარმა კუნთის ტრავმა მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა „ბეშაქშეჰირთან“ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო. მატჩის პირველ ნახევარში ბრაზილიელს მოედნის დატოვება მოუხდა. მის ნაცვლად მოედანზე პაბლო სარაბია შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. კლუბის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის თქმით, ტრავმის გამო ნეიმარს შესაძლოა რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდეს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დიდუბე- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:06

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს

„იგეგმება ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობის შეტანა, რათა შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით. გარდა ამისა რადიკალური პარტიები და მათი დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით შეფერხდეს კომისიების საქმიანობა. ასევე იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება, მაგალითად პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა, რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის შესახებ. იგეგმება საუბნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არ მონაწილეობა, წილისყრით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 12:02

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.