თემურ ხვიბლიანი, რომელიც ნიკა გვარამიამ ბანკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
თემურ ხვიბლიანი
ფოტო: IMEDI
შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი თემურ ხვიბლიანი, რომელიც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის წყაროზე დაყრდნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა, პირველ კომენტარს აკეთებს. ხვიბლიანი ბრალდებებს კატეგორილად უარყოფს, ზოგიერთ მედიასაშუალებას ცილისწამებაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ის თავდასხმის დღეს თბილისში იმყოფებოდა და ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს. მან ასევე ისაუბრა თავისი ნათესავის, დავით ხვიბლიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. მისი განცხადებით, დავით ხვიბლიანი იმ დღეს ბანკში ხელფასის ასაღებად იმყოფებოდა და თანამზრახველობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებას წარმოადგენს.
„ის, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ასევე ის, რომ თანამზრახველად თურმე მყოლია მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. სინამდვილეში, ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში. მოვითხოვ გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ სხვადასხვა სამართლებრივ საშუალებას“, - აცხადებს თემურ ხვიბლიანი.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 22:09
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა. მან გააფრთხილა პარტნიორები, რომ სასწორზე უშუალოდ ბლოკისა და მისი რეგიონული გავლენის სანდოობა დგას.
01 ოქტომბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სადისტების და ჯალათების რეჟიმი ჩამოაშორა.
01 ოქტომბერი 2026, 21:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი
ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას პატივს სცემს, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 ოქტომბერი 2026, 21:39
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.
01 ოქტომბერი 2026, 21:21
ეკონომიკა
შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი. საერთაშორისო ფორუმი თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაზი გაესვა საქართველოს როლს ამ სფეროში. განიხილეს „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება საქართველოს სტრატეგიულ პოტენციალზე გადის.
01 ოქტომბერი 2026, 21:00
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:59
მსოფლიო
პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.
01 ოქტომბერი 2026, 20:45
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
შეტევა პატრიარქსა და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელი განცხადებებით ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები გამოდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას.
01 ოქტომბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
პოლონეთის ჯილდო მზია ამაღლობელს - „ქართული ოცნება“ შეკვეთილ და წახალისებულ ძალადობაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება და თბილისის პროტესტი - მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის ჯილდოს გადაცემა მმართველ გუნდში რადიკალიზმისა და ძალადობის ღია წახალისებად უკვე შეფასდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სააკაშვილისთვის ჩავარდნილი აქცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ის, რაც IRI-მ კვლევით თქვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქციით დაადასტურა. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად რიყის პარკში შეიკრიბა.
01 ოქტომბერი 2026, 20:34
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები
ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ დამალული კვლევის კიდევ ერთი დანართი. მთავრობის მთავარ მიღწევად გამოკითხულთა 35 პროცენტი მშვიდობას ასახელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ნაწილი IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, მეორე ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა. ცალკეული ლიდერები კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ მონაცემებს მხოლოდ მედიის საშუალებით გაეცნენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი ცილისწამების საპასუხოდ სამართლებრივ დავას იწყებს. სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ, სასამართლო დავას იწყებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და გაყალბებული რეალობა. საიას ტყუილში იუსტიციის სამინისტრო ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროში გაგზავნილ ანგარიშს, რომელშიც ციხეების გადატვირთულობაზე წერია, ასევე გაკრიტიკებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები.
01 ოქტომბერი 2026, 20:21
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა - დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა. დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
2012 წლის პირველი ოქტომბერი - გარდამტეხი თარიღი ქართულ პოლიტიკაში. 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა. მმართველი გუნდის შეფასებები „ქრონიკაში“
მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე გადის.
01 ოქტომბერი 2026, 20:03
მსოფლიო
მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.
01 ოქტომბერი 2026, 19:57
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
01 ოქტომბერი 2026, 19:32
რეგიონი
ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


