27 ოქტომბერი 2020, 21:03 / სანდო წყარო

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

28 ოქტომბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia) და მისი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერებაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს რეგიონში მოქმედი 20-მდე კომპანია, ორგანიზაცია და სამუშაოს მაძიებელი პირები. სამუშაოს მაძიებლები პოტენციურ დამსაქმებელთან გაივლიან გასაუბრებას და ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სასურველი სამუშაო.

დასაქმების ფესტივალი პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM).

პროექტი „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ სამეგრელოს რეგიონში 2018 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 90-მა ადგილობრივმა მეწარმემ საშუალოდ 2000 USD ოდენობის გრანტი მიიღო მატერიალური სახით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიხსნა საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC), რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს ეხმარება საარსებო წყაროების გაძლიერებაში უწევს რა მათ კონსულტაციებს. ამასთან, ორგანიზაციებს / კომპანიებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამით ხელს უწყობს ადჰილობრივი დასაქმების ბაზრის გაძლიერებას. დღეისათვის LDC აერთიანებს 120-ზე მეტ ორგანიზაციას / კომპანიას. LDC-ის დახმარებით დასაქმდა 100-მდე დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 10:09

საზოგადოება

უსინათლო მოსწავლეებს პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

24 ნოემბერი 2020, 09:57

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალი საკუთარი ბრენდის ჯინის წარმოებას იწყებს

დედოფლის ბრენდს Sundringham Celebration Gin-ი ერქმევა და 0,5 ლიტრი სასმელის ღირებულება 50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კოვიდპანდემიის დასრულებამდე მას ადგილზე მიტანის სერვისი გაყიდის, პანდემიის დასრულების შემდეგ კი ჯინი დედოფლის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე სუვენირების მაღაზიაში გაიყიდება.

24 ნოემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 881 მძიმე პაციენტია

გუშინ კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 6 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, 4 ათასამდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 500-ზე მეტი კი, მკურნალობის კურსს შინ გადის. საკარანტინო სივრცეში 2-ათასზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 ათასზე მეტი ადამიანი.

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 09:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“გვერდზე.

24 ნოემბერი 2020, 08:49

საზოგადოება

დღეს საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 24 ნოემბერს ქუთაისში მცირე მოღუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. მზიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო განცხადებები სიტუაციის ზუსტ შეფასებას ემყარება

მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს. „ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 08:11

პოლიტიკა

ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.