დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, 7 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება
ფოტო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იუწყება, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას.
„პროექტი ითვალისწინებს, სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. გარდა ამისა მოხდება მოსახლოების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება, დაახლოებით 3000 -მდე ადამიანი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად აცნობა
სლოვაკეთის სახელმწიფო კომპანია SEPS-მა უკრაინულ მხარეს ელექტროენერგიის ავარიული მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად აცნობა. ინფორმაციას „უკრენერგო“ ავრცელებს.
17 მარტი 2026, 08:58
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი, ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ანგარიში მტკიცებულებების ნაცვლად მონაყოლს ეყრდნობა
17 მარტი 2026, 08:45
პოლიტიკა
„არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები“ - ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ყულევის პორტის სასანქციო სიაში შეყვანის საქმის დეტალები არ იცის
ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ისაუბრა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მან საქმის დეტალები არ იცის და მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა.
17 მარტი 2026, 08:36
პოლიტიკა
პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო - მან პოლონეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირებიც არ უარყო
პატრიცია გრჟებიკმა, რომელმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, აღნიშნულ დოკუმენტზე ისაუბრა.
17 მარტი 2026, 08:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დღეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე გასული წლის მუშაობას შეაჯამებს და ყურადღებას იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მნიშვნელოვან კანონებზე გაამახვილებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო.
17 მარტი 2026, 08:16
სამართალი
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.
17 მარტი 2026, 08:08
საზოგადოება
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.
17 მარტი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
17 მარტი 2026, 02:09
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით, რომელიც თეირანზე აშშ-ის თავდასხმებს მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 01:55
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას. არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე კორუფციული მოხდეს
ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
ტრამპი: მე არ მინდა ომები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების თავიდან არიდება მისი პრიორიტეტია.
17 მარტი 2026, 01:34
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე გავაგრძელებთ აუცილებლად - თუ ჩვენი ოპონენტები თეთრზე თეთრს არ იტყვიან, შავზე შავს, დიდხანს იქნებიან ისე, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი
სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშრებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.
17 მარტი 2026, 01:26
მსოფლიო
„ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო“ - ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს.
17 მარტი 2026, 01:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ადამიანებისგან, რომლებიც საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ და სიძულვილს თესავენ სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ვახერხებთ
ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, საუბარი მაქვს კონკრკეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის გათავისუფლებაა, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი - ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს შეუძლია პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება
არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:01
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი ბერდია სიჭინავას: ახსენეთ, პრინციპებთან შეუთავსებლობა რომ გვქონდა, წამოვედით მთავრობიდანო, რომელი პრინციპი იყო შეუთავსებელი, მელიას არდაჭერა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იყო მისი დაკავება?
კორუფციასთან ბრძოლა დაკავშირებულია უფრო აღქმებთან და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე თუ რეფორმაზე, რომელიც დროის ძლიან მცირე მონაკვეთში საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ვერც ერთი ან შენიშვნა, ან შეკითხვა ამასთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 00:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8%-ში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54%-ში - პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები აღიარეთ, ერთი წელი გაგიჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგიწიათ აღიარება
„ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54% და თქვენი დაფიქსირდა 8%, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას.
17 მარტი 2026, 00:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო 3 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ 3-თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ოპოზიცია
რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია, შევთანხმდით, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 00:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად
ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.


