სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა
ფოტო: თეონა კვარაცხელია
ამ დროისთვის სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა.
მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხაში სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხანძარია მარტვილშიც სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი.
ყველა დარჩენილ კერაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში, ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 15:13
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანდის ამბის კვალდაკვალ, როცა უმძიმესი პერიოდი იდგა, შესაბამისად, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს
როგორც ტატოს მერანის ჭენებას, ისე არა აქვს სამძღვარი კოლექტიური, ანტიქართული და ანტიეკლესიური ნაცსექტის ფარისევლობას... ვითომ გარდაცვლილ პატრიარქს პატივს სცემენ (მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, კრებსითო გვარამია-ვაშაძეებო), მის მიერ ტახტის მოსაყდრედ გამორჩეული მეუფე შიოს წინააღმდეგ კი პოლიტიკურად ორგანიზებულ, ბინძურ კამპანიას აწარმოებენ (უკაცრაული პასუხია, კვერთხი არავის გადაუღუნონ, მაგრამ მაინც), - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.
25 მარტი 2026, 15:12
საზოგადოება
მეუფე შიო: სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მეცხრე დღე ილია მეორის გარდაცვალებიდან
„ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით ვართ გამსჭვავლური ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეჰგუებიან ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას ეკლესიას“
25 მარტი 2026, 15:05
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება
ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
25 მარტი 2026, 15:04
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ
საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
25 მარტი 2026, 15:03
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან
„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღმკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, - განაცხადა წილოსანმა.
25 მარტი 2026, 15:02
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის.
25 მარტი 2026, 14:48
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:47
საზოგადოება
სადღობელაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე
დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.
25 მარტი 2026, 14:45
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ
თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
25 მარტი 2026, 14:42
რეგიონი
ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები იწყება
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და აზიური ფაროსანას რაოდენობის შემცირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს მართავს. ინფორნაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:42
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც მისი ავტომანქანის საბარგულში მდებარე სათადარიგო საბურავში მოათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
25 მარტი 2026, 14:37
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების დელეგაციას შეხვდნენ.
25 მარტი 2026, 14:36
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ
საკონტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს მოიცავს, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.
25 მარტი 2026, 14:32
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ
პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
25 მარტი 2026, 14:30
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა, - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
25 მარტი 2026, 14:20
მსოფლიო
რომის პაპის განცხადებით, ომი ირანში „სულ უფრო და უფრო უარესდება“
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანში მზარდი შეიარაღებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხატა და ომის დასრულების მოწოდებით კვლავ გამოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:20
საზოგადოება
„ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს კანონის პროექტის „ნადირობის შესახებ“ სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა წარადგინა.
25 მარტი 2026, 14:12
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი - მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი
ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.
25 მარტი 2026, 14:10
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება. LIVE
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი სრულდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
25 მარტი 2026, 14:09
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


