09 იანვარი 2021, 17:59 / სანდო წყარო

ხანძრის გამო, ოკუპირებული აფხაზეთში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებული აფხაზეთში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. სტიქიის შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიზეზი „ფსოუ 220“-ის ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვა გახდა, რაც ძლიერი ხანძრით იყო გამოწვეული.

ფსოუ 220“ ელექტროენერგიით სოხუმსა და აფხაზეთის დასავლეთ რაიონებს ამარაგებდა. ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაგრის რაიონის სოფელ ბზიბში დაფიქსირდა.

ცეცხლს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ რაიონებთან ცეცხლის, ჩაქრობა მოხერხდა ტყეებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში კი ვითარების გაკონტროლება ვერ ხერხდება. ახალი კერები გაჩნდა ახალი ათონის მიდამოებსა და ოჩამჩირეშიც.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

20 იანვარი 2021, 16:03

მსოფლიო

შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს.

გიორგი ოთხმეზური

20 იანვარი 2021, 16:00

საზოგადოება

​ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

20 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 15:50

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტი" Businet-ის წევრი გახდა

Businet-ის ქსელი ბიზნეს უნივერსიტეტების მიერ 1987 წელს დაარსდა და ხელს უწყობს საერთაშორისო პროგრამების ბიზნესის მიმართულებით განვითარებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პერსონალის და სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდას. ამ დროისთვის ორგანიზაციას ჰყავს 113 წევრი და წარმოდგენილია 31 ქვეყანაში.

20 იანვარი 2021, 15:48

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 15:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში დიდია მონდომება, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს

„არა მგონია, თავისუფალი და განსხვავებული აზრი დამალვადი იყოს. ამიტომ არის მცდელობა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მომართული. უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის პატივისცემას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰასან როუჰანი

20 იანვარი 2021, 15:24

მსოფლიო

ჰასან როუჰანი: ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

20 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 15:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აშშ-ს ჯანმოსა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დააბრუნებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც ვაშინგტონში დღეს გაიმართება, ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის გაუქმებისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ მისი გარდამავალი გუნდის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ბიზნესასოციაცია

20 იანვარი 2021, 15:03

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ

სარესტორნო, სასტუმრო, ტურიზმის, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, ლოქდაუნის ეტაპობრივი მოხსნა შედეგიანი არ იქნება, რადგან ყველა სფერო ერთმანეთზეა დამოკიდებული და ცალკეული სექტორების ამუშავება, ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

20 იანვარი 2021, 14:50

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: შეუძლებელია ვიღაცამ ოპოზიციიდან გაგვრიყოს

„რა მნიშვნელობა აქვს რად მიმიჩნევს ბოკერია, უგულავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი რას მიწოდებს, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეუძლებელია ვიღაცამ ოპოზიციიდან გაგვრიყოს, კოლექტიურ სასამართლოებს ვერავინ მოგვიწყობს. მათ თავიანთ გზა აქვთ და მათი გზა არის გეგმის არქონა. თუ ვინემ გამოთქვამს სურვილს რომ დავილაპარაკოთ გამოსავალზე, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები. თუ არ უნდათ, ძალით არავის დაველაპარაკებით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სიბუსისო მოიო

20 იანვარი 2021, 14:49

COVID19

ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, სიბუსისო მოიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ზიმბაბვეს მთავრობა ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

20 იანვარი 2021, 14:47

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტსა და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნიშანდობლივია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილია საქართველოს ტერიტორიის გარეთ) ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს და რაც მთავარია, ბოლო წლებში მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ხოლო წინა, 2019 წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

20 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა სურვილი გამოთქვა, იხილოს ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრად.

ბადრი ჯაფარიძე

20 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძის აზრით, „გირჩის“ 3 წევრი პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით მიმართავს

„არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს. რამე განსაკუთრებული ბოლო დღეებში არ მომხდარა, ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე, რომელთა მოსაზრებებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. „გირჩის“ წევრებს აქვთ მოსაზრება, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი. მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ არსებობს დიდი ოპოზიციური მხარდაჭერა პოლიტიკური შეთანხმებისა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მიხეილ სადრაძე

20 იანვარი 2021, 14:33

სამართალი

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

პენიტენციური სამსახური

20 იანვარი 2021, 14:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის განცხადების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.

ვიქტორ დოლიძე

20 იანვარი 2021, 14:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატოს ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო ალიანსში წევრობისთვის მზადაა

„ბატონი ბლინკენის განცხადება არ არის შემთხვევითი. დიახ, საქართველოს შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში. დიახ, საქართველოს შეუძლია სწორედ ალიანსის ღირებულებებზე დაფუძნებით განამტკიცოს თავისი პირადი სტაბილურობა, მომავალი, კეთილდღეობა და ამავე დროს განამტკიცოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა დოლიძემ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს აშშ-სგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, ისევე როგორც აქამდე, აშშ-სგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.